მშრომელთა უფლებები

სამოქალაქო მოძრაობა ,,ხმა” მშრომელებისთვისა და სტუდენტებისთვის სოციალური კაფეს გახსნას გეგმავს

სამოქალაქო მოძრაობა — ხმა, რომელიც მშრომელთა უფლებებისთვის იბრძვის, სოციალური კაფეს დაარსებას აპირებს, სადაც უმასპინძლებენ სტუდენტებს, მშრომელებს, მშრომელ სტუდენტებსა და ყველას, ვისაც აზრების გაცვლისთვის, სოციალური გარდაქმნებისთვისა და საჯარო ლექციებისთვის ორგანიზების სივრცე სჭირდება.  „ჩვენი

სამოქალაქო მოძრაობა ,,ხმა” მშრომელებისთვისა და სტუდენტებისთვის სოციალური კაფეს გახსნას გეგმავს

სამოქალაქო მოძრაობა — ხმა, რომელიც მშრომელთა უფლებებისთვის იბრძვის, სოციალური კაფეს დაარსებას აპირებს, სადაც უმასპინძლებენ სტუდენტებს, მშრომელებს, მშრომელ სტუდენტებსა და ყველას, ვისაც აზრების გაცვლისთვის, სოციალური გარდაქმნებისთვისა და საჯარო ლექციებისთვის ორგანიზების სივრცე სჭირდება. 

„ჩვენი მიზანი ფულის შოვნა არაა. ჩვენი მიზანია, გვქონდეს საერთო ადგილი, შეხვედრის სივრცე, სადაც იქნება იაფი საკვები ყველასთვის, აზრი ყველასთვის, უკეთესი საზოგადოებისთვის ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობა ყველასთვის“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ხმა თანამოაზრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და იმ ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომლითაც კაფეს მშენებლობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ. ფულადი დონაციისთვის კი მოძრაობის ფეისბუკ გვერდს უნდა მიადევნოთ თვალი.

No photo description available.
ხმა

სამოქალაქო მოძრაობა — ხმა მშრომელთა უფლებებისთვის, უკეთესი სამუშაო პიროებებისთვის, ანაზღაურებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის, ასევე გვერდში უდგანან იმ სტუდენტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებამ პრობლემა შეუქმნა და თსუ-სგან ჰიბრიდული სწავლების ფორმატს ითხოვენ.