მიწისძვრა

სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება თურქეთში დაზარალებულებისთვის

6 თებერვალს, დილის საათებში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 7 108-ს აღწევს და დაშავებულია 37

სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება თურქეთში დაზარალებულებისთვის

6 თებერვალს, დილის საათებში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობა იზრდება.

  • ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 7 108-ს აღწევს და დაშავებულია 37 011 ადამიანი.
  • სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 470-მდე გაიზარდა.

7.8-ბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეფის მახლობლად იყო და მას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი კი თითქმის ისეთივე მაღალი მაგნიტუდის იყო (7.5), როგორიც პირველი.

საზღვართან ახლოს თურქეთის ტერიტორიაზე ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 79 000-ზე მეტი პერსონალია ჩართული.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით საქართველოში თურქეთის საელჩომ განცხადებაა გააკეთა:

„2023 წლის 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი და ვრცელ ტერიტორიაზე დამანგრეველი შედეგების მომტანი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო მასალების შეგროვება და ჩვენს ქვეყანაში გაგზავნა.

საჭირო მასალების სია ჩამოთვლილია ქვემოთ.

თუ მასალები გამოუყენებელი და ზამთრის პირობებზე იქნება მორგებული, ასევე ღია ყუთებში იქნება განთავსებული, დიდად მადლობელი ვიქნებით“.

საჭირო მასალების სიაშია:

  • ქურთუკი
  • საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • ქუდი
  • წინდა
  • პლედი
  • საძილე ტომარა
  • საკვების შეფუთვა (დაკონსერვებული)
  • საკვები ბავშვებისთვის
  • ჰიგიენური საფენები (ბავშვისა და ქალის)
  • ჰიგიენის მასალები

მსურველებს შეუძლიათ შემოწირულობები 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე თბილისში:

თურქეთის საელჩო

მისამართი: ილია ჭავჭავაძის #35

ელ. ფოსტა: [email protected]

საკონტაქტო ნომრები: 511 130 198 (Beliz Turpçu), 599 033 560 (Boran Can Koçboğan).

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადი“

მისამართი: თავისუფლების მოედანი #4

ელ. ფოსტა: [email protected]

საკონტაქტო ნომერი: 577 562 000 (Mert Softer)

დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „მუსიადი“

მისამართი: ილია ჭავჭავაძე, #37

ელ. ფოსტა: [email protected]

საკონტაქტო ნომერი: 557 505 946 (ხათუნა)

Yonpas Georgia Ltd. Depo

მისამართი: ლიბანის ქუჩა #4/გ, ავჭალა

საკონტაქტო ნომერი: 577 562 007 (İsa Altun)

წყარო: The Guardian, BBC, T.C. Tiflis Büyükelçiliği’

ქვიარი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.