მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც
მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს; 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს; 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ნაკაიძე გუშინ, 16 აგვისტოს დააკავეს.
დღეს განცხადება გაავრცელა მთავარმა არხმა, სადაც წერია, რომ წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ტელევიზია თავს ვალდებულად მიიჩნევს შეაჩეროს ნაკაიძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა.
განახლება: პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”, – აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვენ.
Don't Miss
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია
6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს