მაჰსა ამინი

სოლიდარობა ირანელ ქალებს — აქციები თბილისშიც ტარდება

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ირანელი ქალებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციები თბილისშიც ტარდება. ერთი აქცია დღეს, 22 სექტემბერს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეკრება პირველ ოქტობერსაც, 09:00 საათზე ირანის საელჩოსთან,

/

საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან. მიუხედავად ამისა, მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ სისტემა „გააგრძელებს

საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

/

გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან. მიუხედავად ამისა, მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ სისტემა „გააგრძელებს ქცევების მონიტორინგს საზოგადოებრივ დონეზე“, ამიტომ უცნობია, კვლავ შეიქმნება თუ არა ზნეობის პოლიცია სხვა კონტექსტში ან სხვა სახელით.

მონტაზერის შენიშვნა გაჟღერდა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გაქრა ქუჩებიდან ზნეობის პოლიცია, რომელიც სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა.

ამ კვირაში მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტი, სასამართლო და კულტურის უზენაესი ორგანოები განიხილავენ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს და განხილვის შედეგი ორ კვირაში გამოცხადდება.

წყარო: aa.com.tr, DW

სოლიდარობა ირანელ ქალებს — აქციები თბილისშიც ტარდება

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ირანელი ქალებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციები თბილისშიც ტარდება. ერთი აქცია დღეს, 22 სექტემბერს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეკრება პირველ ოქტობერსაც, 09:00 საათზე ირანის საელჩოსთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 78-80-ში.

“ქალი არ უნდა კვდებოდეს იმის გამო, რომ ქალია. ირანელი თინეიჯერი გოგოები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მიმართვას და სთხოვენ მსოფლიოს თანადგომას. ირანელი ქალები წვავენ ჰიჯაბებს, მასიურად იჭრიან თმებს და სთხოვენ მსოფლიოს, დაუდგეს გვერდში. თუ შენ ხარ თავისუფალი და რეალიზებული ქალი, თუ იცი საკუთარი დამოუკიდებლობის, საკუთარი თავისუფლების ფასი, მოდი შაბათს, 1 ოქტომბერს ირანის რესპუბლიკის საელჩოსთან და მოიტანე ერთი შენი თავსაფარი ირანელი ქალებისთვის შენი ხმის და მხარდაჭერიც გამოხატვის ნიშნად”, — წერია 1 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების აღწერაში.

16 სექტემბერს, პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ირანში 22 წლის ქალი დაიღუპა. მაჰსა ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ თეირანში “ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო” გამო დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა  კომაში ჩავარდა, სამ დღეში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანელი ქალების პროტესტი მოჰყვა — ისინი ქუჩებში გამოვიდნენ, ჰიჯაბები დაწვეს და სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი მოპყრობის დასრულებას მოითხოვენ.