ლგბტქი ადამიანები

ახალი რეალითი შოუსთვის მარტოხელა ლგბტქი ადამიანების კასტინგი გამოცხადდა

დაქშენ კომპანია, Ain’t That Something Entertainment ლგბტქი რეალითი შოუსთვის კასტინგს აცხადებს, რომელიც მარტოხელა ქვიარ ადამიანების გაცნობაზე იქნება ორიენტირებული. კომპანიის ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეპიკური შოუსთვის, რომლის მსგავსიც აქამდე არავის გაუკეთებია, “დინამიურ,

ახალი რეალითი შოუსთვის მარტოხელა ლგბტქი ადამიანების კასტინგი გამოცხადდა

დაქშენ კომპანია, Ain’t That Something Entertainment ლგბტქი რეალითი შოუსთვის კასტინგს აცხადებს, რომელიც მარტოხელა ქვიარ ადამიანების გაცნობაზე იქნება ორიენტირებული. კომპანიის ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეპიკური შოუსთვის, რომლის მსგავსიც აქამდე არავის გაუკეთებია, “დინამიურ, თანამედროვე, ღიად ლგბტქი ადამიანებს” ეძებენ, რომლებიც “მარტოხელები არიან და სიყვარულის პოვნა უნდათ”.

Ain’t That Something Entertainment-ს აქამდე ისეთ შოუების კასტინგზე უმუშავია, როგორიც Real Housewives of Beverly Hills, Real Housewives of Orange County და Basketball Wives არის. კომპანიას შოუები აქვს მომზადებული MTV-ის, VH1-ის, TLC-ის, Syfy-ისა და სხვა არხებისთვის.

ლგბტქი ადამიანების გაცნობაზე ორიენტირებული რეალითი შოუს შექმნის წარუმატებელი მცდელობები აქამდე ყოფილა, თუმცა Ain’t That Something Entertainment-ის წარმატებული პროექტები ახალი წამოწყების რეალურად განხორციელების შანსებს ზრდის.