ირანი

ირანული მანქანის ჰომოეროტიკული გარდაქმნა ლგბტქი უფლებებზე დისკუსიის გააქტიურების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ხელოვანებს 1974 წლის, ისტორიული მანქანის, პაიკან ჰილმანის გარდაქმნისთვის ჰონორარს უხდის. წამოწყების მიზანი ადამიანთა უფლებების მხარდაჭერაა.  1967 წელს, ირანში პირველი ეროვნული მანქანის, პაიკანის წარმოება დასრულდა, რომელიც ბრიტანული ჰილმან ჰანტერის

ლგბტქი აქტივისტური საქმიანობის გამო ირანში 2 ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

„ისლამური რევოლუციის სასამართლომ“ ორი ირანელი ქალის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, რადგან ისინი ლგბტქი აქტივისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. ზაჰრა ჰამადანისა და ელჰამ ჩუბდარის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაცია 5 სექტემბერს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ქსელმა მიიღო ცნობა, რომ დაკავებულებს გადაწყვეტილების

სოლიდარობა ირანელ ქალებს — აქციები თბილისშიც ტარდება

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ირანელი ქალებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციები თბილისშიც ტარდება. ერთი აქცია დღეს, 22 სექტემბერს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება. გარდა ამისა,

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს წინ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსის მიუხედავად. ირანელი ხალხი

დედაენის ბაღში ირანის სოლიდარობის ღონისძიება გაიმართება

11 დეკემბერს, დედაენის ბაღში ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერი ღონისძიება, ირანის თავისუფლებისთვის გაიმართება, რომელზეც ქართველი ფოტოგრაფების სოლიდარობის ფოტო პროექტის პრეზენტაცია შედგება, ასევე საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეებისა და ქართველი არტისტების საპროტესტო მანიფესტი გაჟღერდება. 

სოლიდარობის ფოტო პროექტში დარო სულაკაური, გიორგი ნაკაშიძე, ტეტეშკა, ნანუკა კუტიბაშვილი, ანა ჭუმბურიძე და ბებე სესიტაშვილი მონაწილეობენ. 

იმავე დღეს სოლიდარობის ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბარშიც: 

  • გაიმართება ფოტო ინსტალაცია; 
  • წარდგენილი იქნება ქართველი არტისტის, ნატალია კალანდაძის ნამუშევარი; 
  • შედგება ირანელი რეჟისორის, აბას კიაროსტამის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება; 
  • გაიმართება საჯარო დისკუსია; 
  • შეკრებილების წინაშე წარდგება ირანელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, Interpreter (Iman Robinhood). 

16 სექტემბერს, ირანის ე.წ. ზნეობის პოლიცია 22 წლის ქალს ჰიჯაბის “არასწორად” ტარების გამო ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა ამინი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ირანელმა ქალებმა წინააღმდეგობის სიმბოლოდ თმა მოიჭრეს და ჰიჯაბები დაწვეს. ირანში საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქვეყანაში.

საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

/

გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან. მიუხედავად ამისა, მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ სისტემა „გააგრძელებს ქცევების მონიტორინგს საზოგადოებრივ დონეზე“, ამიტომ უცნობია, კვლავ შეიქმნება თუ არა ზნეობის პოლიცია სხვა კონტექსტში ან სხვა სახელით.

მონტაზერის შენიშვნა გაჟღერდა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გაქრა ქუჩებიდან ზნეობის პოლიცია, რომელიც სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა.

ამ კვირაში მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტი, სასამართლო და კულტურის უზენაესი ორგანოები განიხილავენ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს და განხილვის შედეგი ორ კვირაში გამოცხადდება.

წყარო: aa.com.tr, DW

ირანის ნაკრების წევრებმა პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიმნი არ იმღერეს

დღეს, 21 ნოემბერს, ირანის ეროვნული ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს შეხვდა. ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად გადაწყვიტეს, რომ მატჩის დაწყებამდე ირანის ჰიმნი არ ემღერათ. ნაკრების ყველა წევრი ჩუმად იყო მაშინ, როცა ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ირანის ჰიმნი ჟღერდა.

ინგლისის ნაკრებთან შეხვედრამდე ნაკრების კაპიტანმა, ეჰსან ჰაისაფმა ირანში განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მხარს უჭერენ გარდაცვლილთა ოჯახებს.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთა წევრებიც გარდაიცვალნენ. უნდა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვართ, მხარს ვუჭერთ და ვეთანხმებით… უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორი არაა და ჩვენი ხალხი ბედნიერი არ არის… ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ხმა ვერ ვიქნებით, რომ მათი პატივისცემა არ შეგვიძლია. იმედი მაქვს, მდგომარეობა ხალხის მოლოდინებისამებრ შეიცვლება“, — აღნიშნა ჰაისაფმა.

უფლებადამცველთა თქმით, ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების 400 მონაწილეზე მეტი მოკლეს და 17 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჰსა ამინი, ირანის მოქალაქე 22 წლის გოგო, ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრეს და მოკლეს. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ „აჯანყებები“ ქვეყნის გარე მტრების მიერ არის მართული.

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება.

“ვიკრიბებით ირანის საელჩოს წინ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსის მიუხედავად. ირანელი ხალხი თავისუფლების საფასურს სისხლით იხდის ქუჩაში. შემოგვიერთდი”, — აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

16 სექტემბერს, ირანის ე.წ. ზნეობის პოლიცია 22 წლის ქალს ჰიჯაბის “არასწორად” ტარების გამო ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა ამინი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიიცვალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ირანელმა ქალებმა წინააღმდეგობის სიმბოლოდ თმა მოიჭრეს და ჰიჯაბები დაწვეს. ირანში საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქვეყანაში. 

სოლიდარობა ირანელ ქალებს — აქციები თბილისშიც ტარდება

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ირანელი ქალებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციები თბილისშიც ტარდება. ერთი აქცია დღეს, 22 სექტემბერს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეკრება პირველ ოქტობერსაც, 09:00 საათზე ირანის საელჩოსთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 78-80-ში.

“ქალი არ უნდა კვდებოდეს იმის გამო, რომ ქალია. ირანელი თინეიჯერი გოგოები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მიმართვას და სთხოვენ მსოფლიოს თანადგომას. ირანელი ქალები წვავენ ჰიჯაბებს, მასიურად იჭრიან თმებს და სთხოვენ მსოფლიოს, დაუდგეს გვერდში. თუ შენ ხარ თავისუფალი და რეალიზებული ქალი, თუ იცი საკუთარი დამოუკიდებლობის, საკუთარი თავისუფლების ფასი, მოდი შაბათს, 1 ოქტომბერს ირანის რესპუბლიკის საელჩოსთან და მოიტანე ერთი შენი თავსაფარი ირანელი ქალებისთვის შენი ხმის და მხარდაჭერიც გამოხატვის ნიშნად”, — წერია 1 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების აღწერაში.

16 სექტემბერს, პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ირანში 22 წლის ქალი დაიღუპა. მაჰსა ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ თეირანში “ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო” გამო დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა  კომაში ჩავარდა, სამ დღეში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანელი ქალების პროტესტი მოჰყვა — ისინი ქუჩებში გამოვიდნენ, ჰიჯაბები დაწვეს და სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი მოპყრობის დასრულებას მოითხოვენ.

ლგბტქი აქტივისტური საქმიანობის გამო ირანში 2 ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

„ისლამური რევოლუციის სასამართლომ“ ორი ირანელი ქალის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, რადგან ისინი ლგბტქი აქტივისტურ საქმიანობას ეწეოდნენ.

ზაჰრა ჰამადანისა და ელჰამ ჩუბდარის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაცია 5 სექტემბერს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ქსელმა მიიღო ცნობა, რომ დაკავებულებს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს.

“ისლამური რევოლუციის მცველებმა” ზაჰრა ჰამადანი და ელჰამ ჩუბდარი ჰომოსექსუალობის, აზარტული თამაშების, თაღლითობის, ასევე, უკანონო სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდასა და ინტერნეტში გამოქვეყნებში დაადანაშაულა.

ადამიანის უფლებათა ირანული ქსელის თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ორივე დამნაშავეა და მათ განაჩენი გამოუტანა ქმედებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის სოციალურ და პოლიტიკურ კეთილდღეობას (corruption on Earth – ამ ტერმინით განიმარტება დანაშაულთა ფართო სპექტრი, “ისლამური მორალის” უგულებელყოფის ჩათვლით), „ქრისტიანობის პროპაგანდისა“ და ასევე „ისლამურ ხელისუფლებასთან წინააღმდეგობაში მყოფ მედიასთან კავშირებისთვის“.

ბრიტანელი ლგბტქი უფლებადამცველის, პეტერ ტეტჩელის შეფასებით, ამ ბრალდებას რეჟიმის კრიტიკოსების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ.

ზაჰრა ჰამადანი წარსულშიც გახდა ოფიციალური უწყებების სამიზნე, რადგან ლგბტქი უფლებებზე მუშაობდა — 2021 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლგბტქი უფლებების დაცვის მხარდამჭერი პოსტების გამო მცირე ხნით დააკავეს. ერთი თვის შემდეგ კი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, როცა ქვეყნიდან გაღწევას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ჰამადანის ადვოკატის აყვანის უფლებაც არ მისცეს.

ირანში ლგბტქი ადამიანები იძულებულნი არიან დამალონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, რადგან ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება. ირანული ლესბოსელთა და ტრანსგენდერთა ქსელის 2020 წლის მონაცემებით, ლგბტქი ირანელთა 62%-ს ოჯახისგან რაიმე ფორმით ძალადობა გამოუცდიათ. 77%-მა კი სექსუალური ორიენტაციის გამო ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა.

წყარო: Radio Free Europe

ირანული მანქანის ჰომოეროტიკული გარდაქმნა ლგბტქი უფლებებზე დისკუსიის გააქტიურების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ხელოვანებს 1974 წლის, ისტორიული მანქანის, პაიკან ჰილმანის გარდაქმნისთვის ჰონორარს უხდის. წამოწყების მიზანი ადამიანთა უფლებების მხარდაჭერაა. 

1967 წელს, ირანში პირველი ეროვნული მანქანის, პაიკანის წარმოება დასრულდა, რომელიც ბრიტანული ჰილმან ჰანტერის რეპლიკა იყო. ავტომობილი ირანის თანამედროვეობისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმბოლოდ იქცა. იმავე პერიოდში დიდ ბრიტანეთში სექსუალური ურთიერთობების რეგულირების აქტი მიიღეს, რომლითაც 21 წელს გადაცილებულ კაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსი დაშვებული გახდა. აქტმა თანასწორი უფლებებისკენ გზა გაკვალა, მაგრამ საპირისპირო მოხდა ირანში, ისლამური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლამ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა შეუძლებლად აქცია, მეტიც, ჰომოსექსუალობა ძალადობის, შევიწროების მიზეზია. 

1979 წლიდან 2008 წლამდე 4 ათასიდან 6 ათასამდე გეი კაცი და ლესბოსელი ქალი სიკვდილით დასაჯეს. ლგბტქი ადამიანების სიკვდილით დასჯა, დაპატიმრება, შევიწროება, ძალადობა ირანში ყოველდღიურად ხდება, მათ არ აქვთ სამართლიან სასამართლოზე წვდომა. 2019 წელს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გეი ადამიანების მკვლელობა „მორალური პრინციპებით“ გაამართლა, რაც რეჟიმის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში მოდის. გარდა ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენისა, ქვიარ ადამიანებს ღირსების სახელით ოჯახის წევრებიც სიკვდილით სჯიან და ამისთვის სამართლებრივი პასუხისგებაც იშვიათად დგება. 

ბოროტების საპასუხოდ ირანელი ხელოვანები, რომელთაც ქვეყანა დატოვეს, სოციალური სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად ადვოკატირების პროცესში არიან ჩართული. 

PaykanArtCar

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ერთ წელზე ნაკლებია ჩამოყალიბდა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად. ორგანიზაციის სიმბოლოდ 1974 წლის პაიკან ჰილმან ჰანტერი იქცა, რომელიც ირანის შაჰმა რუმინელ დიქტატორ ნიკოლაი ჩაუშესკუს აჩუქა, როგორც ეროვნული სიამაყის ნათელი დადასტურება, ახლახან კი ორგანიზაციის საკუთრებად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ პაიკანი ირანის ეროვნული ღირსების სიმბოლოა, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის კარგი საშუალებაც არის. 

ორგანიზაციის პირველი კოლაბორაცია ირანელ ლგბტქი ხელოვან ალირეზა შოჯაიანთან შედგა. თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებისთვის ირანული ძალმომრეობის შეხსენებაა, რომელიც ლგბტქი თემს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის. ასევე, ეს არის მცდელობა, რომ აღდგეს დაკარგული ირანული ღირსება, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს მიუხედავად რასობრივი კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციისა. 

პირველი ირანული ავტომობილი ალირეზასთვის ტილოდ იქცა, რომელზეც ანტიკური სპარსული ლიტერატურის გავლენით ნახატი შექმნა. ნამუშევარზე ირანული ეპოსის შაჰნამეს პერსონაჟები სოჰრაბი და შაბანი შირაზის ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ რომანტიკულ მომენტს იზიარებენ. მანქანის მეორე მხარეს კი მათი სიკვდილის სცენას ვხედავთ, რაც საშიში ტრფობის სიმბოლოა. შოჯაიანის ინტერპრეტაცია ირანული კანონმდებლობის 234-ე მუხლს ემყარება, რომლითაც კაცებს შორის სექსუალური აქტი სიკვდილით დასჯის წინაპირობაა. 

ხელოვნება ისტორიის მანძილზე ამბოხის დასაყრდენი იყო, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალებას აძლევდა. ირანული ხელოვნება კი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ გზას არ მიჰყვება, ხელოვნება პროგრესის ხელშემწყობ იარაღად ვერ იქცა, ამიტომ PaykanArtCar-მა ირანული ხელოვნების ინსპირაციით მარგინალიზებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების მოყოლა გადაწყვიტა. 

მხოლოდ ხელოვნება ისლამური რესპუბლიკის მიდგომების შესუსტების წყაროდ ვერ იქცევა, ლგბტქი თემმა ირანის ძალმომრეობას თავდაღწეული ადამიანებისთვის შესაძლებლობები უნდა შექმნას, რაც იმ ბოროტებაზე საუბარს გაააქტიურებს, რაც ირანში ხდება. დასავლურმა საზოგადოებამ კი მეტად უნდა მოინდომოს და ხელისუფლებებს აიძულოს, ყურადღება მიმართოს ქვეყნებისკენ, რომლებშიც ადამიანთა უფლებებს არ იცავენ, მეტიც, ადამიანების სიკვდილით დასჯა სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია. 

PaykanArtCar სწორედ დისკუსიის გააქტიურებას ემსახურება, რომელმაც სულ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოაფხიზლოს და მათი ყურადღება მსოფლიოში არსებულ დანაშაულებზე ფიქრისკენ მიმართოს.

წყარო: Attitude