თბილისის ანძა

მერიამ თბილისის ანძის LGBT ფერებში განათება სპეციალური განცხადებით უარყო

29 ნოემბერს თბილისის ანძა ერთდროულად რამდენიმე ფერით განათდა. თბილისი პრაიდმა Facebook-ზე ანძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანძა “ცისარტყელას ფერებში განათდა”. პოსტს თბილისის მერია გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას “სრული სიცრუე” უწოდა. “როგორც

მერიამ თბილისის ანძის LGBT ფერებში განათება სპეციალური განცხადებით უარყო

29 ნოემბერს თბილისის ანძა ერთდროულად რამდენიმე ფერით განათდა. თბილისი პრაიდმა Facebook-ზე ანძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანძა “ცისარტყელას ფერებში განათდა”.

პოსტს თბილისის მერია გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას “სრული სიცრუე” უწოდა.

“როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)”, — აღნიშნავენ უწყებაში.

თბილისი მერიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებას თბილისი პრაიდი გამოეხმაურა. ორგანიზაციამ Facebook-ზე დაწერა, რომ “ანძა პრაიდის ფერებში ანთებული, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან თბილისის მერი ჰომოფობია”.

პრაიდის წარმომადგენლებმა კახა კალაძეს ღია წერილითაც მიმართეს, სადაც განხილულია რუსეთში მოღვაწე ბლოგერის, ნობელ არტუმასიანის ინტერვიუ დედაქალაქის მერთან, რომელშიც კალაძე ლგბტქ ადამიანების მდგომარეობაზეც საუბრობს და პრაიდის შეფასებით, წარბშეუხრელად იტყუება.

“სიკვდილით, კორუფციული გარიგებებით, შრომის უღირსი პირობებით, ჩაბეტონებული მწვანე სივრცეებით, სიდუხჭირით, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც არჩილ თალაკვაძის მტკიცების მიუხედავად, სულაც არ არის “ყველაზე კომფორტული” სავსე ქალაქში, ლგბტქ ადამიანები “ჩვეულებრივად” ვერ ვცხოვრობთ.

ვართ სიძულვილის, დისკრიმინაციის, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფის, გარიყვის, დევნის მსხვერპლები და ეს დიდწილად იმის ბრალია, რომ პოლიტიკური ტრიბუნიდან ხმამაღლა აცხადებთ, რომ  “ეს თქვენთვის, პირადად, მიუღებელია.”

იმის ბრალიცაა, რომ სწორედ ძალაუფლების მქონე ადამიანების გამოისობით, 5 ივლისის სასტიკი დარბევის მომწყობები სრულიად თავისუფლად და ამაყად დადიან ქუჩებში.

იმის ბრალია, რომ ჰომოფობიური დანაშაულის მსხვერპლის მიერ გამოძახებული პოლიცია მსხვერპლსავე ადანაშაულებს.

იმის ბრალია, რომ კანონი ლგბტქ უფლებებისადმი ბრმაა.

იმის ბრალია, რომ საჯარო სივრცე მთლიანად გამოგვგლიჯეთ და სიძულვილის ჯგუფებს გადაულოცეთ”, —  ვკითხულობთ ღია წერილში.