ზურა მახარაძე

ზურა მახარაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

ულტრამემარჯვენე პრორუსული „ალტ-ინფოს“ სახე ზურა მახარაძე პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პარტიამ ამის შესახებ განცხადება 28 მარტს შეიტანა. 11 აპრილს საქართველოს საჯარო რეესტრმა ზურა მახარაძის შემცვლელად, კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარედ, გიორგი

ზურა მახარაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

ულტრამემარჯვენე პრორუსული „ალტ-ინფოს“ სახე ზურა მახარაძე პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პარტიამ ამის შესახებ განცხადება 28 მარტს შეიტანა.

11 აპრილს საქართველოს საჯარო რეესტრმა ზურა მახარაძის შემცვლელად, კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარედ, გიორგი ქარდავა დაამტკიცა. მანამდე ქარდავა გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა. ამ ეტაპზე მისი ადგილი შოთა მარტინენკოს ერგო. 11 აპრილის ცვლილებების მიხედვით, შეიცვალა პარტიის სახელიც. მას „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ დაარქვეს.

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მახარაძე რუსეთში უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაემგზავრა, მაგრამ დამატებით განმარტებაზე უარი განაცხადა. 13 მარტს, მორგოშიამ საინფორმაციო გამოცემა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ზურასთან დაკავშირებით პარტიას სხვა გეგმები აქვს, ის რჩება პარტიაში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე.

„ალტ-ინფომ“ თავისი პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ გასული წლის ნოემბერში წარადგინა. საზოგადოებამ ხელისუფლებას მოუწოდა უარი ეთქვა მათ რეგისტრაციაზე, რადგან პარტიის ლიდერები 2021 წლის ივლისში, მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ და ყოველთვის გამოირჩევიან აგრესიით, ძალადობრივი ქმედებებითა და პრორუსული განცხადებების გავრცელებით.

თებერვალსა და მარტში იყო მცდელობები, რომ „ალტ-ინფოს“ რეგიონული ოფისები ვერ გაეხსნა. ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფის მხარდამჭერებმა საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს ძალადობით უპასუხეს, მათ შორის, ქობულეთსა და ზუგდიდში.