ველმა

Scooby-Doo-ს პერსონაჟი ველმა ლესბოსელია

4 ოქტომბერს, ეკრანებზე Scooby-Doo-ს ახალი ფილმი გამოვიდა, რომელშიც რეჟისორებმა ანიმაციური პერსონაჟის, ველმას სექსუალური ორიენტაცია გაასაჯაროვეს. ანიმაციის გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ ამ ფაქტის დადასტურებას და თავიანთი მოსაზრებებიც ჰქონდათ. 2020 წელს, Scooby-Doo! Mystery

Scooby-Doo-ს პერსონაჟი ველმა ლესბოსელია

4 ოქტომბერს, ეკრანებზე Scooby-Doo-ს ახალი ფილმი გამოვიდა, რომელშიც რეჟისორებმა ანიმაციური პერსონაჟის, ველმას სექსუალური ორიენტაცია გაასაჯაროვეს.

ანიმაციის გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ ამ ფაქტის დადასტურებას და თავიანთი მოსაზრებებიც ჰქონდათ.

2020 წელს, Scooby-Doo! Mystery Incorporated-ის პროდიუსერმა, ტონი სერვონემ ინსტაგრამის პოსტის კომენტარებში დაადასტურა, რომ ველმა ლესბოსელია.

ეს ადრეც ვთქვი, რომ ველმა ბისექსუალი არ არის. ის ლესბოსელია. ჩვენ ამას ყოველთვის ვგეგმავდით და როდესაც ის შაგის ხვდებოდა, უცნაურად იქცეოდა, რადგან ეს ურთიერთობა მისთვის არასწორი იყო და ამიტომ ჰქონდა სირთულეები“, — აღნიშნა პროდიუსერმა.

გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან იმ ფაქტით, რომ ველმას სექსუალური ორიენტაცია დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საბოლოოდ დადასტურდა.