ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ნინო

/

ევროპისკენ შეტრიალებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს — მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანეულ მაკრონი დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩაგდებას ეხმაურება და  წერს, რომ ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს. მაკრონის Facebook პოსტი ქართულ ენაზეა დაწერილი. “გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების

ევროპისკენ შეტრიალებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს — მაკრონი

/

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანეულ მაკრონი დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩაგდებას ეხმაურება და  წერს, რომ ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს. მაკრონის Facebook პოსტი ქართულ ენაზეა დაწერილი.

“გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ.

ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, — წერს მაკრონი.

პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, ერთი მომხრე დეპუტატი და 35 წინააღმდეგი.

პლენარული სხდომის პარალელურად, 11 საათიდან პარლამენტის უკან მორიგი აქცია იმართება, სადაც შეკრებილები კანონის ჩაგდებას ელოდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების პოზიცია იყო, რომ მიმდინარე კვირაში სხდომა ვერ ჩატარდებოდა. თუმცა, კანონპროექტის დაუყოვნებლივ ჩაგდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ქართული ოცნების პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო კოდექსი ჩააგდო, მათ განცხადებებს არ ენდობოდნენ და სურდათ, პარლამენტს რუსული კანონი დაუყოვნებლივ ჩაეგდო, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დღეს, 12:00-ზე ჩაინიშნა.

შეკრებილების მეორე მოთხოვნა 7-8 მარტს აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება იყო. შსს-ს ინფორმაციით, გაათავისუფლეს ყველა, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, „პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას“ ედავებიან.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, გუშინ, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდნილიყო მეორე მოსმენაზე. სწორედ ამიტომ იყო შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა რუსული კანონის დაუყოვნებლივ ჩაგდება.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყვევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ნინო ლომჯარიას 13 თებერვალს შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ის ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

“ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას,” — ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დაჯილდოებას პირად Facebook გვერდზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში.

“აღნიშნული ჯილდო ჩემთვის და იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ძალიან დიდი დაფასება და აღიარებაა! დიდი მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში ქართული დემოკრატიის გულმხურვალე მხარდაჭერისთვის! ახლა ძალიან ემოციური წუთებია ჩემთვის! იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჯილდოსაც ევროპისგან,” — წერს ლომჯარია.

ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დააჯილდოვა და 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა.