ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და დაბადებისას მინიჭებული სქესი შესაძლოა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდეს. დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2016 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი
ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და დაბადებისას მინიჭებული სქესი შესაძლოა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდეს.
დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2016 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი და ავსტრალიის ქალთა რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი კაცად ტრანზიცირდა.
გრინმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, გააცნობიერა, რომ გამოცდილების გაზიარება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩენილიყო სხვებისთვის, ამიტომ Bingham Cup-ის საერთაშორისო სამიტის მონაწილეებს სპორტში ტრანსფობიისა და ჰომოფობიის დასრულებაზე საჯარო ვიდეო უჩვენა.
სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი სპორტსმენების შესახებ უმრავი ნეგატიური კომენტარის დანახვამ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ ქალებს ქალთა რაგბში მონაწილეობა აეკრძალათ, გრინს ბიძგი მისცა. მან ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ბავშვს მიადგეს.
29 წლის გრინმა აღიარა, რომ 2021 წლის ბოლოს, რაგბიდან წასვლისას „სიბნელეში“ იმყოფებოდა, რადგან სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში იმყოფებოდა და დეპრესია ტანჯავდა.
ელია გრინი ახლა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს პარტნიორთან, ვანესა თერბნულ-რობერტსა და მათ პატარა ქალიშვილთან, ვაიტუსთან ერთად.
„ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სპორტში მონაწილეობის აკრძალვა სამარცხვინო და მავნელებია. ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუციდის შემთხვევების მატების საწინდარია“, — აღნიშნავს გრინი.
მას სხვების დახმარება სურს და ხაზს უსვამს ზიანს, რომელიც სპორტული აკრძალვების შემოღებამ შეიძლება მოიტანოს. მისი აზრით, ასეთი პოლიტიკა არ უნდა აძლიერებდეს ნეგატივს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.
Don't Miss
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა