დეზინფორმაცია

GDI კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ალტ-ინფოსთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, რომ ტელეკომპანია – ალტ-ინფო სამართალდამრღვევად სცნოს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს, რის მიზეზადაც რუსეთის უკრაინაში თავდასხმის შემდეგ ტელეკომპანიის მიერ პასუხისმგებლობის უკრაინაზე დაკისრების მცდელობას ასახელებენ. „მიგვაჩნია, რომ

GDI კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ალტ-ინფოსთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, რომ ტელეკომპანია – ალტ-ინფო სამართალდამრღვევად სცნოს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს, რის მიზეზადაც რუსეთის უკრაინაში თავდასხმის შემდეგ ტელეკომპანიის მიერ პასუხისმგებლობის უკრაინაზე დაკისრების მცდელობას ასახელებენ.

„მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია ალტ-ინფოს მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას, რაც აკრძალულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით… ალტ-ინფო არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. მსგავსი განცხადებებით, ალტ-ინფო ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ალტ-ინფოს მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის სამართლებრივ ნაწილზეც აკეთებს აქცენტს.

„2 მარტს, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, 37-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოძიების დასაწყებად. ამდენად, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საქართველოს სუვერენული პოზიციაა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და სჩადის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

ამასთან, გარდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, რუსეთის ფედერაციის ქმედება დანაშაულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404-413-ე მუხლების მიხედვითაც, რომელიც გულისხმობს დანაშაულებს კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროების წინააღმდეგ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.