ბელგრად პრაიდი

სერბეთის ხელისუფლებამ ევროპრაიდის მარშს მხარი დაუჭირა

ლგბტქი ორგანიზაციებსა და სერბეთის ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ, მთავრობამ 17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მარშის ჩატარების ნებართვა გასცა და განაცხადა, რომ მსვლელობას მხარს დაუჭერს. ლგბტქი ორგანიზაციების — ბელგრად პრაიდის, All Out–ის, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა

სერბეთის ხელისუფლებამ ევროპრაიდის მარშს მხარი დაუჭირა

ლგბტქი ორგანიზაციებსა და სერბეთის ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ, მთავრობამ 17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მარშის ჩატარების ნებართვა გასცა და განაცხადა, რომ მსვლელობას მხარს დაუჭერს.

ლგბტქი ორგანიზაციების — ბელგრად პრაიდის, All Out–ის, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციისა (EPOA) და ინტერპრაიდის დელეგაციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც 27 ათასზე მეტი ხელმომწერის მოთხოვნა სერბეთის ხელისუფლებას წარუდგინეს, EPOA-ს პრეზიდენტმა, ლატვიელმა აქტივისტმა, კრისტინ გარინამ აღნიშნა, რომ ევროპრაიდის მარში პრემიერმინისტრის მხარდაჭერით ჩატარდება.

„ეს პეტიცია ადამიანის უფლებათა საბაზისო პატივისიცემის მხარდაჭერას გამოხატავს, რასაც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა უნდა იცავდეს. გაიარეთ დღეს ბელგრადში და ბედნიერ, მოსიყვარულე, მშვიდობიან ლგბტქი ადამიანებს ნახავთ, რომლებმაც სოლიდარობის გამოცხადება გადაწყვიტეს. მათ ბელგრადისთვის ზიანი არ უნდათ, არც სერბეთისთვის ან დასავლეთ ბალკანეთისთვის. ისინი პროგრესული ევროპული მომავლის ნიშანი არიან, რისკენაც სერბეთი მიილტვის. ევროპრაიდის მარში ხვალ ჩატარდება პრემიერმინისტრის მიერ დაპირებული მხარდაჭერით, ბულერებს არასდროს დავნებდებით. თავაწეულები ვდგავართ და სიამაყით გავივლით“, — აღნიშნა გარინამ.

ბელგრად პრაიდმა გამოაცხადა, რომ მარში უფრო შემოკლებულ მარშრუტს გაივლის და დახურვის ოფიციალური ცერემონია და კონცერტი ტასმაჯდანის სტადიონზე ჩატარდება.

2022 წლის ევროპრაიდის სერბეთში ჩატარებისთვის მზადებას არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა. ულტრამემარჯვენე, პრორუსულმა ჯგუფებმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართეს, რასაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადება მოჰყვა — მან ევროპრაიდის გაუქმება დააანონსა. კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და 12 სექტემბერს ევროპრაიდი დაიწყო, თუმცა 13 სექტემბერს სერბულმა პოლიციამ 17 სექტემბერს დაგეგმილი მარში აკრძალა. ბელგრად პრაიდმა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. ამასთან, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა და ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას მარშის მონაწილეთა დაცვისკენ მოუწოდეს, რაც საბოლოოდ ხელისუფლების მიერ მარშის მხარდაჭერით დასრულდა.