ახალგაზრდები

ევროკავშირის ახალგაზრდული ქსელი — პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის

EU Neighbours East აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. EU4Youth-ის საგრანტო პროექტების, Youth in Action-ის, ევროპული სოლიდარობის კორპუსის, ახალგაზრდა

ქვიარ-აქტივიზმის ონლაინ აკადემია — განაცხადების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი & ინტერსექსი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ორგანიზაცია (IGLYO) აცხადებს უნარ-ჩვევების ტრენინგის 2-კვირიან პროგრამას ახალგაზრდებისთვის. პროგრამა შემუშავებულია ახალგაზრდა აქტივისტებისთვის 18-იდან 30 წლამდე, ვინც ახლა იწყებს თავის აქტივისტურ კარიერას და ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქტივიზმი, ლგბტქი უფლებები, სწავლა და

ქვიარ-აქტივიზმის ონლაინ აკადემია — განაცხადების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი & ინტერსექსი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ორგანიზაცია (IGLYO) აცხადებს უნარ-ჩვევების ტრენინგის 2-კვირიან პროგრამას ახალგაზრდებისთვის.

პროგრამა შემუშავებულია ახალგაზრდა აქტივისტებისთვის 18-იდან 30 წლამდე, ვინც ახლა იწყებს თავის აქტივისტურ კარიერას და ვისთვისაც მნიშვნელოვანია აქტივიზმი, ლგბტქი უფლებები, სწავლა და კოლაბორაცია სხვა ლგბტქი აქტივისტებთან მთელი მსოფლიოდან. აკადემიის მიზანია, ახალგაზრდა აქტივისტებს ხელი შეუწყოს და წაახალისოს ლგბტქი ორგანიზაციებში ლიდერული პოზიციების დაკავებისკენ.

IGLYO-ს აქტივისტების აკადემია გლობალურად და ონლაინ გაიმართება 2023 წლის 23 მარტიდან 9 აპრილამდე, 2 კვირის განმავლობაში, ინგლისურ ენაზე. განაცხადები მიიღება 26 თებერვლამდე.

აქტივისტების აკადემია უფასოა და იღებს აპლიკაციებს როგორც ცალკეული ინდივიდებისგან, ისე 3 ადამიანამდე შემდგარი ჯგუფებისგან.

ორი კვირის განმავლობაში აკადემიაში მონაწილეები ჩაერთვებიან ექსპერტების მიერ ჩატარებულ 3 ვორკშოპში, შემდეგ კი მათ ელით 2 მისია, რომელშიც ნასწავლ უნარ-ჩვევებს გამოცდიან და მიიღებენ უკუკავშირს აქტივისტების აკადემიის ჟიურის წევრებისგან. გამარჯვებულ 3 გუნდს გადაეცემა ჯილდოები შესრულებული მისიების მიხედვით — თითოეულს €500.

განაცხადის შევსების დეტალებით იხილეთ IGLYO-ს ვებგვერდზე.

დედლაინი: 2023 წლის 26 თებერვალი, კვირა, 23:59 CEST.

ევროკავშირის ახალგაზრდული ქსელი — პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის

EU Neighbours East აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

EU4Youth-ის საგრანტო პროექტების, Youth in Action-ის, ევროპული სოლიდარობის კორპუსის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა ახალგაზრდული პროექტების მონაწილე ახალგაზრდებს ქსელში ჩართვა და ადგილობრივ დონეზე სხვა, მათ შორის, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების მობილიზებისთვის ინიციატივებზე მუშაობა შეეძლებათ. ახალგაზრდული ქსელის მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს საკუთარი სოციუმის, თემის განვითარების, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პროცესში.

ქსელის თითოეული მონაწილე ახალგაზრდებთან მუშაობის პროფესიონალი მენტორის მხარდაჭერას მიიღებს, რომელიც ინიციატივის განხორციელების პროცესში დაეხმარება. მენტორისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის გარდა, ახალგაზრდა ლიდერები აუცილებელი ხარჯებისთვის საჭირო თანხასაც მიიღებენ. ამასთან, პროექტებზე მუშაობის პერიოდში, ქსელის ღონისძიებებზე დასწრების, შუალედური შეხვედრის, თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და საბოლოო შეფასების ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ. ქსელი მონაწილეებს აქტიური წევრობის თუ შემდგომ პერიოდში საინტერესო განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებს.

ახალგაზრდული ქსელი ახალგაზრდებთან მუშაობის, სოციუმის საჭიროებების ანალიზის, აქტივობების დაგეგმვის, აქტიური მოქალაქეობის გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობაა, თანაც ინიციატივის წარმატებით განხორციელების შემდეგ ევროკომისიის სერთიფიკატს მიიღებთ.

ახალგაზრდულ ქსელში ჩართვა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც:

  • 18-35 წლამდე არიან;
  • ფინანსური და სხვა სახის საჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან, ასევე საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მოტივაცია აქვთ;
  • სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის, ან უკრაინის მოქალაქეები არიან — განიხილება იმ ადამიანების განაცხადებიც, რომლებიც ბელარუსიდან ან უკრაინიდან არიან, თუმცა ამ დროისთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ;
  • მზად არიან, თვეში 2-4 დღე ქსელის მოხალისეობრივ საქმიანობას დაუთმონ;
  • არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების ან სხვა რეგიონული თუ ეროვნული პროგრამის ყოფილი მონაწილეები თუ კოორდინატორები და ახალგაზრდებთან, ახალგაზრდების საჭიროებებზე მუშაობენ;
  • ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივების ბენეფიციარები არიან;
  • დაინტერესებულნი არიან ფინანსური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან მუშაობით და კომპეტენციის გაღრმავებით და მზად არიან, რომ 9-თვიან (2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივნისამდე) პერიოდში სულ მცირე 10 თემის წევრი ჩართონ ინიციატივის განხორციელების პროცესში.

ახალგაზრდული ქსელი 90-მდე ახალგაზრდას გააერთიანებს, თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით 15-ს და მათ ღია შერჩევის პროცესით აირჩევენ. განაცხადების გაგზავნა 2022 წლის 7 სექტემბრამდე, აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით შეგიძლიათ.

EU4Youth ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდა ადამიანების საზოგადოებრივ აქტიურობასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას, ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერას, ანტერპრენერული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, რასაც კავშირების გაძლიერებით, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებითა ახორციელებს.