ანტვერპენი

ანტვერპენის პრაიდს რეკორდული რაოდენობის მონაწილე შეუერთდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, შაბათს პრაიდ მარში გაიმართა. ორგანიზატორებისა და პოლიციის თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი მარში, რომელიც ამ პატარა საპორტო ქალაქში როდესმე ჩატარებულა. მასში 120000 ადამიანი მონაწილეობდა. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყო, რომელშიც

ანტვერპენის პრაიდს რეკორდული რაოდენობის მონაწილე შეუერთდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, შაბათს პრაიდ მარში გაიმართა. ორგანიზატორებისა და პოლიციის თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი მარში, რომელიც ამ პატარა საპორტო ქალაქში როდესმე ჩატარებულა. მასში 120000 ადამიანი მონაწილეობდა.

Antwerp Pride

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყო, რომელშიც 65 დელეგაცია ჩაერთო, მათ შორის, პოლიცია, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და რამდენიმე კომპანია. მონაწილეებისთვის კომფორტული გარემო იყო შექმნილი. ქალაქის 4 ლოკაცია წყლის ბარებით იყო უზრუნველყოფილი, სადაც ყველას შეეძლო, ბოთლის შევსება და გაგრილება.

Antwerp Pride

პრაიდ მარში, რომელიც აერთიანებდა პოზიტიურ მესიჯსა და პროტესტს, ლგბტქი საზოგადოებისთვის გამართული ფესტივალის, ანტვერპენ პრაიდის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. მისი ნაწილი იყო “Love United Festival”-იც, რომელიც 15:00 საათზე, მდინარე შელდტის ახალაშენებულ ნავმისადგომებთან გაიმართა. ღონისძიებას მუსიკალურად სხვადასხვა დიჯეი აფორმებდა, რომლებიც 2 სცენაზე იყვნენ გადანაწილებულნი. ამაღელვებელი და პოზიტიური წვეულება შუაღამემდე გაგრძელდა, ხოლო დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.

ანტვერპენის პრაიდი კვირას, შელდტის სანაპიროებზე გამართული ღონისძიებით დასრულდა.