ალექს ბაღდასაროვი

Very Gay Podcast — პოდკასტი ქვიარ ადამიანებისთვის და არამხოლოდ

Very Gay Podcast – პოდკასტი, რომელიც სახელწოდებიდანვე გვამცნობს, რომ ქვიარ ადამიანებთანაა კავშირში, ორმა მეგობარმა, ალექს ბაღდასაროვმა და დავით ფილიპიამ შექმნეს.   პოდკასტი ქვიარ ადამიანებისთვისაა, თუმცა, ავტორების თქმით, ჰეტეროსექსუალ ადამიანებსაც შეუძლიათ მოსმენა, მაგრამ,  ვარაუდობენ,

Very Gay Podcast — პოდკასტი ქვიარ ადამიანებისთვის და არამხოლოდ

Very Gay Podcast – პოდკასტი, რომელიც სახელწოდებიდანვე გვამცნობს, რომ ქვიარ ადამიანებთანაა კავშირში, ორმა მეგობარმა, ალექს ბაღდასაროვმა და დავით ფილიპიამ შექმნეს.  

პოდკასტი ქვიარ ადამიანებისთვისაა, თუმცა, ავტორების თქმით, ჰეტეროსექსუალ ადამიანებსაც შეუძლიათ მოსმენა, მაგრამ,  ვარაუდობენ, რომ შერჩეული თემების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაკლებად დაინტერესდებიან.

თემები, რომლებსაც პოდკასტში მოისმენთ, ქვიარ ადამიანებს საქართველოში, მათ პრობლემებსა და გამოწვევებს და ჰოსტების პირად გამოცდილებებს უკავშირდება.

“ჩვენს პოდკასტს ძირითადად გასართობ-რეკრეაციული სეგმენტის ელფერი დაჰკრავს, თუმცა, ისეთ თემებსაც ვეხებით, რომლებიც ლგბტქია+ თემისთვის სენსიტიური და მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, ჩვენი ეპიზოდებით ისეთი მედიუმი შევქმნათ, რომ გაერთოს მსმენელი, მაგრამ, ამასთანავე, საჭირო თემებზეც მიიღოს ინფორმაცია, ან უბრალოდ სხვისი პერსპექტივით შეხედოს გარკვეულ საკითხებს. აქედან გამომდინარე,  ჩვენი პოდკასტი წმინდად აქტივიზმს არ ემსახურება, მაგრამ არც შორს ვდგავართ ამ თემისგან და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ უფრო მეტად ვიქნებით ჩართული აქტივიზმშიც”, – ამბობს დავითი.

დავითსა და ალექსს 4 წლის მეგობრობა აკავშირებთ. ამბობენ, რომ მათ იციან ერთმანეთის ლიმიტები და აბალანსებენ ერთმანეთს. დავითის თქმით, ალექსი მშვიდია, ხოლო თვითონ – ქაოტური. მსგავსი ბალანსი, მათი აზრით, კოლაბორაციისთვის მნიშვნელოვანია.

 

ალექსი

პოდკასტის სერიების შექმნა სპონტანური იდეა იყო.

“ერთ საღამოს ვსაუბრობდით და  ხუმრობით ვთქვი, პოდკასტი ხომ არ გაგვეკეთებინა-მეთქი? შემდეგ უკვე იმდენად სერიოზულად მივუდექით ამ საკითხს, იმ დღიდან 2 კვირაში პირველი ეპიზოდი ჩავწერეთ”, – იხსენებს დავითი.

დავითმა გვითხრა, რომ ქვიარ და პოლიტიკურ აქტივიზმში 24 წლის ალექსი მეტადაა ჩართული.

“ალექსი ძალიან კრეატიული ადამიანია და ხელოვანებისთვის დამახასიათებელი სენსიტიურობით გამოირჩევა ყველა საკითხის მიმართ. მუსიკას წერს, მღერის. რაც შემეხება მე, დათუნას, 29 წლის ვარ, თითქმის 30-ის. აქტივიზმში დიდად ჩართული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რაღაცებს ვცვლი ჩემ გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამბობ, ადამიანების არსებობით აღფრთოვანებული არ ვარ-მეთქი, მგონია, რომ რაღაცების შეცვლა შეგვიძლია უფრო პოზიტიურისკენ”, – ამბობს დავითი.

დავითი

პოდკასტის შექმნას, მსმენელამდე მიტანასა და ამ საფეხურებს შორის ნებისმიერი სხვა საქმიანობის შესრულებას, ალექსი და დავითი თავად ითავსებენ.

პოდკასტის მოსმენა შეგიძლიათ სხვადასხვა პლატფორმაზე. Spotify, Apple Podcast, Google Podcast; 

პოდკასტის ავტორებთან ინტერაქციისთვის გადადით მათ Facebook გვერდებზე:

წაიკითხეთ ამავე თემაზე: