ჰანოი

ვიეტნამში პანდემიის შემდეგ პრაიდ კვირეული პირველად ჩატარდა

2019 წლის შემდეგ პირველად, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში პირველი სრუმლასშტაბიანი პრაიდ კვირეული ჩატარდა. ღონისძიება 19 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. მასში ლგბტქი თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა მიიღეს მონაწილეობა. კვირეული მარშით დასრულდა

ვიეტნამში პანდემიის შემდეგ პრაიდ კვირეული პირველად ჩატარდა

2019 წლის შემდეგ პირველად, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში პირველი სრუმლასშტაბიანი პრაიდ კვირეული ჩატარდა.

ღონისძიება 19 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. მასში ლგბტქი თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა მიიღეს მონაწილეობა. კვირეული მარშით დასრულდა და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

წინა წლების მსგავსად, ჰანოის პრაიდ ფესტივალის მთავარი სპონსორი ბრიტანეთის საელჩო იყო.

ბრიტანეთის ელჩმა ვიეტნამში, იაინ ფრიუმ 25 სექტემბრის ერთ-ერთ ღონისძიებაზე საკუთარი ქმრის შესახებ ისაუბრა, რამაც ხალხში ძლიერი ემოციები გამოიწვია. შემდეგ კი, თავისუფლების, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, სიყვარულის შესახებ გააკეთა განცხადებები.

წლევანდელ ღონისძიებებზე ლგბტქი აქტივისტებსა და უფლებადამცველებს კანადის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ელჩებიც შეხვდნენ და ქვეყნის სამომავლო გეგმები განიხილეს.