დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა, თვითმმართველი ტერიტორია, კუნძული მენი სისხლის დონაციაზე გეი კაცებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. ჯანმრთელობის მინისტრმა, ლორი ჰუპერმა განაცხადა, რომ მზად არიან, სისხლის გაცემის შესაძლებლობა ყველას თანაბრად მისცენ და შეზღუდვები ინდივიდუალური
დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა, თვითმმართველი ტერიტორია, კუნძული მენი სისხლის დონაციაზე გეი კაცებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს.
ჯანმრთელობის მინისტრმა, ლორი ჰუპერმა განაცხადა, რომ მზად არიან, სისხლის გაცემის შესაძლებლობა ყველას თანაბრად მისცენ და შეზღუდვები ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით გადაწყვიტონ.
ამჟამად, კაცებს, რომელთაც სექსუალური ურთიერთობა კაცებთან აქვთ, სისხლის დონაციის უფლება არ აქვთ.
80 ათასი მოქალაქით დასახლებულმა კუნძულმა შეზღუდვების გადახედვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნეთფლიქსის შოუს, Heartstopper-ის ვარსკვლავმა, ჯო ლოკმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელიც ქალაქ დაგლასში, ყოველწლიურ პრაიდზე გააჟღერეს.
„კუნძული მენი გეი კაცებს დღემდე არ აძლევს საშუალებას, რომ სისხლი გაიღონ, რაც აივ/შიდსის გავრცელების დროინდელი არქაული წესების გამო ხდება“, — ამბობს ლოკი ვიდეოში.
ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, აღნიშნული შეზღუდვის გადახედვას ისედაც აპირებდნენ, მაგრამ ეცდებიან, რომ პროცესი დააჩქარონ.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, აივ-ვირსუსის გავრცელების პერიოდში, გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაციაზე შეზღუდვა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა მას შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა და სისხლის გაცემა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზეც მარტივი პროცესია, შეზღუდვის გადახედვა არაერთ ქვეყანაში მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყეს.
წყარო: BBC
Don't Miss
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. კაცმა მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრაიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის ლიდერებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ალტილგბტ გზავნილების ფონზე. პრაიდის მარშზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება
2023 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში ტარდება, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ორგანიზებული, ფემინისტური ფორუმი. წლევანდელი ფემინისტური ფორუმის წამყვანი თემაა
სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. მან საჩივარი შეიტანა თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების წინააღმდეგ,