Grindr LLC-იმ, გეი გაცნობის აპლიკაციამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ქართული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი და პოლიტიკური აქტივისტი, ჯორჯ არისონი დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, აპლიკაციამ შეასრულა პირობა, რომ კომპანიის წამყვან პოზიციებზე ლგბტქი ადამიანებს დანიშნავდა. მომდევნო
Grindr LLC-იმ, გეი გაცნობის აპლიკაციამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ქართული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი და პოლიტიკური აქტივისტი, ჯორჯ არისონი დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, აპლიკაციამ შეასრულა პირობა, რომ კომპანიის წამყვან პოზიციებზე ლგბტქი ადამიანებს დანიშნავდა. მომდევნო ნაბიჯი პლატფორმის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი საჯარო კომპანიად ქცევაა.
45 წლის ჯორჯ არისონი, დაბადებისას ირაკლი არეშიძე, აშშ-ში საცხოვრებლად 14 წლის ასაკში გადავიდა. ქართული წარმოშობის ბიზნესმენი აქამდე Shift Technologies Inc.-ის, ავტომობილების გაყიდვის ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ღიად გეი ადამიანებს შორის, რომლებიც ამ მასშტაბის საჯარო კომპანიას ხელმძღვანელობენ.
არისონმა Grindr-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ თქვა, რომ მისთვის პლატფორმა მძლავრი საშუალებაა ადამიანების დასაკავშირებლად.
“Grindr-ის მისია ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომელთა ნაწილიც ვარ და ამ გავლენას იმ მეგობრობებზე დაკვირვებითაც ვხედავ, რომელიც პლატფორმიდან დაიწყო”, — აღნიშნა ჯორჯ არისონმა.
Grindr-ის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბონფორტემ აღნიშნა, რომ “მათი გეგმა ისეთი ლიდერის პოვნა იყო, რომელიც ბიზნესს ხანგრძლივად ჩაიბარებდა და მას არამხოლოდ პროფესიულ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც შემატებდა, ასევე, გაითავისებდა იმ უნიკალურ, აშკარა გამოწვევებს, რომელთა წინაშე ლგბტქი ადამიანები გლობალურად არიან“.
მსოფლიოში არაერთი ლგბტქი მეგობრული გაცნობის აპლიკაცია არსებობს, მაგრამ Grindr ყველაზე დიდი და ცნობილია. აპლიკაციას 11 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა 80% 35 წელზე ნაკლებისაა.
Don't Miss
ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების,
თანასწორობის მოძრაობა არის ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლგბტქი თემისა და ქალების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. თანასწორობის მოძრაობა იბრძვის საზოგადოებაში არსებული
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს,
თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი