26 ივლისს, თბილისში, კვლევის „მენსტრუალური სიღარიბის ფსიქო-სოციალური გავლენები ქალებსა და გოგონებზე საქართველოში“ წარდგენა გაიმართა. კვლევა მოამზადა „უხილავმა შრომამ“, „Spark Fund“-ის მხარდაჭერით. პროექტის ჯგუფის წევრები არიან: სოფო ჯაფარიძე, სალომე ადამია, თეონა სიმაშვილი, ხატია
26 ივლისს, თბილისში, კვლევის „მენსტრუალური სიღარიბის ფსიქო-სოციალური გავლენები ქალებსა და გოგონებზე საქართველოში“ წარდგენა გაიმართა.
კვლევა მოამზადა „უხილავმა შრომამ“, „Spark Fund“-ის მხარდაჭერით. პროექტის ჯგუფის წევრები არიან: სოფო ჯაფარიძე, სალომე ადამია, თეონა სიმაშვილი, ხატია ტყეშელაშვილი და დავით ომსარაშვილი. ხოლო კვლევის ავტორია თეონა ქავთარაშვილი.
უხილავი შრომა ორგანიზაციაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცდილობს დღის წესრიგში დააყენოს ქალების წინაშე მდგარი პრობლემები და გამოწვევები. მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ქალების შრომის უფლებები და რეპროდუქციული ჯანმრთელობაა.
როგორც თავად ამბობენ კვლევას ორი მთავარი მიზანი აქვს, ერთი მხრივ, სურდათ ეკვლიათ მენსტრუალური სიღარიბე, რომელიც საქართველოში უხილავი პრობლემაა და არ არსებობს სათანადო ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ, სურთ ქალებისა და გოგონების წინაშე მდგარი პრობლემები პოლიტიკის დღის წესრიგში დააყენონ.
კვლევაში საკმაოდ კარგადაა განმარტებული რას ნიშნავს მენსტრუალური სიღარიბე და რა გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ შემოსავალზე, სკოლასა და სამსახურში გამოცხადებაზე.
მენსტრუალური სიღარიბე განმარტება, როგორც ფინანსური, სოციალური, პოლიტიკური ბარიერები მენსტრუალური პროდუქტებისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი კვლევა იმიტომ, რომ პირველია საქართველოში, სადაც მოხდა სამეცნიერო ლიტერატურაში მენსტრუალური სიღარიბის ტერმინის განმარტება. ეს ტერმინი აქამდე განმარტებულიც კი არ იყო. მენსტრუალური სიღარიბე უხილავი პრობლემაა, რაზეც ქალებს უჭირთ საუბარი, შესაბამისად, ადამიანები არ არიან ინფორმირებულნი და ასე პრობლემაც ვერ მოგვარდება. ამგვარად, ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მომავალში დისკუსიები დაიწყოს და მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება“, – ამბობს თეონა ქავთარიშვილი.
კვლევა იყო მცირე შერჩევის და მასში მონაწილეობა 13-დან 43 წლამდე ასაკის ათმა გოგონამ და ქალმა მიიღო. როგორც თეონა ამბობს, ცოტა რთულია განვაზოგადოთ, მაგრამ ეს არის ბიძგი და ბაზისი სხვა კვლევებისთვის.
კვლევაში ჩართული ადამიანები იმედოვნებენ, რომ სხვა ბევრი ორგანიზაციაც ჩაერთვება ამ საკითხის კვლევაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოც დაინტერესდება.
„ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იმ უწყებებთან თანამშრომლობაა, რომელთაც ამ პრობლემებზე რეაგირება ხელეწიფებათ. ჩვენი მიზანია, რომ ეს ერთიანი სურათი ვაჩვენოთ და დავადასტუროთ საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ნაბიჯები გადადგას“, – ამბობს სალომე ადამია.
მშრომელი ქალების ფემინიზმი აუცილებლად გაიმარჯვებს!
Don't Miss
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში შპს “პოლიგრაფი”-ს დირექტორმა გოჩა კამკამიძემ დისკრიმინაციული მოტივით უარი თქვა ჟურნალ „ქვიარი“-ს ბეჭდვაზე. მან განაცხადა რომ
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (FNF) მხარდაჭერით გამოიცა ქვიარის პირველი ბეჭდური ჟურნალი, რომლის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: QUEER Magazine
2023 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის ცნობილი გახდა,
გუშინ საღამოს გახდა ცნობილი რომ აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამალი უკვე საქართველოშია. წამლის მოთხოვნით გამართული საპროტესრო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკუნა