რუსეთის ომი უკრაინაში - Page 2

/

უკრაინელი ხელოვანების ილუსტრაციები, რომლებიც რუსული ომის საშინელებას ასახავს

პუტინის რუსეთის უკრაინაში გამოცხადებული ომიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა. უკრაინელი მებრძოლები, მოქალაქეები თუ საერთაშორისო მოხალისეები რუსულ აგრესიას მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და უკრაინის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვიან. უკრაინის დახმარებას აქტივისტები, ხელოვანები, მოქალაქეები, პოლიტიკური

ტრანსგენდერ უკრაინელებს აღარ აქვთ წვდომა სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე – უკრაინელი ტრანსგენდერი აქტივისტი ქალის ინტერვიუ

გასულ კვირას, 5 აპრილს, უკრაინელმა ტრანს აქტივისტმა ანასტასია იევა დომანიმ ინტერვიუ მისცა ბრიტანულ რადიო გამოცემა Gaydio-ს. ანასტასია ტრანსგენდერი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია Cohort NGO-ს დირექტორია და ტრანსგენდერების უფლებებზე მუშაობს. ანასტასიამ ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, ქვეყანაში დარჩენილიყო, თუმცა ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს

უკრაინული საბავშვო წიგნი საქველმოქმედო მიზნებისთვის ინგლისურად გამოიცემა

„როცა გწერთ, ფანჯრებს მიღმა ბომბები დაფრინავენ და ჩემი სახლიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში, რუსი აგრესორები კიევის შემოგარენს ანადგურებენ“, – აღნიშნავს უკრაინელი ავტორი, ლარისა დენისენკო The

რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული უკრაინელი ქვიარები და თემის ერთობა საზღვრებს მიღმა — ინტერვიუ ლენი ემსონთან

KyivPride-ის დირექტორი ლენი ემსონი ერთ-ერთია იმ მრავალ ლგბტქი თემის წევრსა და აქტივისტს შორის, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღიდან, ლგბტქი ადამიანების დახმარებას ცდილობენ და ყველაფერს

ლგბტქი ღამის კლუბი ,,კრემლი”- პუტინისთვის აწეული შუა თითი

პოპულარული ირლანდიური ღამის კლუბი – კრემლი, რომელიც 22 წლის წინ ბელფასტში გაიხსნა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დროს სახელის შეცვლას არ აპირებს. თემის წევრების ნაწილმა ომის დაწყების შემდეგ კლუბს სახელის შეცვლისკენ მოუწოდა, მაგრამ ბარის მფლობელების თქმით, ლგბტქი კლუბის სახელი „პუტინისთვის აწეული შუა თითია“, ამიტომ სახელის შეცვლას არ აპირებენ.

კრემლი უკრაინის გვერდით დგას. კლუბის გახსნისას ინსპირაცია რუსული მუშათა რევოლუციიდან და მეფე ნიკოლოზის სასახლეებისგან ავიღეთ. როცა რუსეთში ლგბტქი სიმბოლიკა აიკრძალა, ბევრმა ადამიანმა სახელის შეცვლისკენ მოგვიწოდა, მაგრამ ვთვლით, რომ სახელის შენარჩუნება ბევრად დიდი პოლიტიკური განაცხადია. კლუბის მფლობელი გეია, დასაქმებული პერსონალიც და ეს ადგილი ქვიარ თემის გულია. ის წარმოადგენს ყველაფერს, რასაც პუტინი ეწინააღმდეგება“, – ვკითხულობთ ბარის ფეისბუკ გვერდზე.

უკრაინული საბავშვო წიგნი საქველმოქმედო მიზნებისთვის ინგლისურად გამოიცემა

„როცა გწერთ, ფანჯრებს მიღმა ბომბები დაფრინავენ და ჩემი სახლიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში, რუსი აგრესორები კიევის შემოგარენს ანადგურებენ“, – აღნიშნავს უკრაინელი ავტორი, ლარისა დენისენკო The Guardian-ისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაში და ამატებს – „მარიუპოლი, 400 ათასზე მეტი ადამიანის სახლი წყლის, გათბობისა და საკვების გარეშეა დარჩენილი, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით არის გამოწვეული. ერთი ბავშვი დეჰიდრატაციამ იმსხვერპლა“.  

Dialogue between writer Larysa Denysenko and artist Vlada Ralko “Diary genre: word and colour” / PinchukArtCentre

დენისენკო უკრაინელი მწერალი, ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტია და ელექტრონული შეტყობინება თავისი საბავშვო წიგნის,  ,,მაია და მისი მეგობრების” შესახებ გაგზავნა, რომლის ილუსტრაციების ავტორიც არტისტი მაშა ფოიაა. აპრილში წიგნს დიდ ბრიტანეთში გამოსცემენ და გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება Unicef-ში, რათა უკრაინაში მიმდინარე  ომის დროს დაზარალებულ ბავშვებზე ზრუნვას მოხმარდეს.

,,მაია და მისი მეგობრები” 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციის დროს დაიწერა. ბავშვებისა და მათი მშობლების ოჯახური ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებზე დაწერილმა წიგნმა ისევ მიიქცია ყურადღება, რადგან ომის დროს ოჯახები ქვეყანას ტოვებენ და ერთმანეთს შორდებიან.

წიგნის ახალი გამოცემისთვის დენისენკომ განახლებული შესავალი სარაკეტო თავდასხმის განგაშისას, ერთ-ერთ დერეფანში, დედასთან და ძაღლთან ერთად გამოკეტილმა დაწერა. წიგნის გამოცემა ფინეთში, პოლონეთსა და გერმანიაშიც იგეგმება.

ადამიანთა უფლებადაცვითი ორგანიზაციის – PEN Ukraine-ის წევრ ავტორს უნდოდა, რომ ახალ გამოცემაში ასახულიყო, „როგორ შეიცვალა ბავშვების ბედი ომის გამო, რომელიც უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.

„ვფიქრობ, ტექსტი გენიალურია, გარდა ამისა, ლარისას მკითხველთან ურთიერთობის ნიჭი აქვს და მოთხრობილმა ისტორიამაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა“, – ამბობს ჰელენ ვიკსი, დენისენკოს წიგნის გამომცემელი დიდი ბრიტანეთიდან.

2017 წელს უკრაინაში გამოცემული წიგნის სახელწოდება – ,,მაია და მისი დედები იყო”. საბავშვო ნაწარმოები სკოლის მოსწავლეთა ისტორიას ჰყვება, რომელთაც სხვადასხვა ოჯახური გამოცდილება აქვთ. წიგნი ყველაზე გაყიდვად ნაწარმოებად იქცა და და კრიტიკაც დაიმსახურა, რადგან ჰყვებოდა ახალგაზრდა გოგოზე, რომელსაც ორი დედა ჰყავს. დენისენკოს, ფოიას და წიგნის გამომცემლების მისამართით შეურაცხყოფა და მუქარებიც გავრცელდა.

ტექსტი: ლარისა დენისენკო / ილუსტრაცია: მაშა ფოია

ახლა, როცა ბავშვები მშობლების გარეშე, ოჯახის წევრებისგან მოშორებით რჩებიან, ამბავმა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. დენისენკოს თქმით, ამ ნაწარმოებით ყველა უკრაინაში მცხოვრები ბავშვის დახმარება უნდოდა, რათა თავი დაცულად ეგრძნოთ – „არ აქვს მნიშვნელობა, დედა და მამა ჰყავთ, მხოლოდ დედა, ორი დედა, ორი მამა თუ დედინაცვალი და მამინაცვალი“.

დენისენკო დღემდე კიევში რჩება და სურს, უკრაინიდან შეძლოს საკუთარი წიგნის საზღვრებს გარეთ გავრცელება. 

„მე მჯერა კულტურული დიპლომატიის, წიგნის ენას შეუძლია, ადამიანებს თანაგრძნობა, ემპათია, სხვა ადამიანთა სიცოცხლის დაცვის სურვილი გაუჩინოს. მინდა, ამ წიგნით დემოკრატიული მსოფლიოს მცხოვრებლებს მივმართო: ჩვენ აქ ვართ, თქვენგან არც ისე შორს, ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ. სხვა ქვეყანაზე იერიში არასოდეს მიგვიტანია. ჩვენი ბავშვები ნიჭიერი, მამაცი, ლამაზი და ძლიერები არიან. ვიმსახურებთ, რომ მთელმა მსოფლიომ ჩვენთან ერთად იბრძოლოს ომის, ბავშვების მკვლელობის წინააღმდეგ. იარაღით ბრძოლა არ შემიძლია, მაგრამ ამ სიტუაციაში სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ავტორი.

წყარო: The Guardian