5 მაისს იეზუიტმა მოძღვარმა ჯეიმს მარტინმა პაპ ფრანცისკეს ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა. მარტინს სურდა, პაპისგან მოესმინა პასუხები კითხვებზე, რომლებითაც ლგბტქი თემის წევრები და მათი ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ. „ესპანურენოვან წერილში
5 მაისს იეზუიტმა მოძღვარმა ჯეიმს მარტინმა პაპ ფრანცისკეს ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა. მარტინს სურდა, პაპისგან მოესმინა პასუხები კითხვებზე, რომლებითაც ლგბტქი თემის წევრები და მათი ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ.
„ესპანურენოვან წერილში პაპს სამი კითხვა დავუსვი და მივწერე, რომ შეეძლო, მოკლე პასუხები გაეცა. ვიცოდი, რომ პაპი მუხლის ტკივილს უჩიოდა და მინდოდა, მისთვის პასუხების გაცემა გამემარტივებინა. 3 დღის შემდეგ, ხელნაწერი საპასუხო წერილი მივიღე. პაპი ფრანცისკე მწერდა — „თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია“, — ამბობს ჯეიმს მარტინი.
ჯეიმს მარტინი: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ლგბტქი ადამიანებმა ღმერთის შესახებ უნდა იცოდნენ?
პაპი ფრანცისკე: ღმერთი მამაა, რომელიც არცერთ შვილს არ უარყოფს. ღმერთის „სტილი“ სიახლოვე, წყალობა და სინაზეა და ამ გზით ღმერთის პოვნას შეძლებთ.
ჯეიმს მარტინი: რა უნდა იცოდნენ ლგბტქი ადამიანებმა ეკლესიაზე?
პაპი ფრანცისკე: ვურჩევ წაიკითხონ, საქმე წმიდათა მოციქულთა [ახალი აღთქმის ეს წიგნი ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულთა სამისიონერო მოღვაწეობაზე ჰყვება]. ამ წიგნში ისინი ეკლესიის ნამდვილ სახეს იპოვიან.
ჯეიმს მარტინი: რას ეტყოდით ლგბტქი კათოლიკეებს, რომელთაც ეკლესიისგან უარყოფა გამოუცდიათ?
პაპი ფრანცისკე: მინდა, ეს ეკლესიის უარყოფად კი არ ჩათვალონ, არამედ ეკლესიის მსახურთა მხრიდან უარყოფად. ეკლესია დედაა, რომელიც ყველა შვილს აერთიანებს… „შერჩევითი“ ეკლესია წმინდა დედა ეკლესია კი არაა, სექტაა.
წყარო: Outreach
Don't Miss
2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავა.
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ მშვიდობიან მარშზე პოლიციამ 373 აქტივისტი
კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის აქცია მოჰყვა. 30-მდე შეკრებილი, მღვდლების
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას,