ნორვეგიის ხელისუფლებამ გეი მოქალაქეებს ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის 50 წლისთავზე ბოდიში მოუხადა. „მინდა, ნორვეგიის ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ გეი ადამიანებს ისე ვეპყრობოდით და ვასამართლებდით, როგორც დამნაშავეებს“, — აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ჰონას
Reuters-ის ცნობით, ნორვეგიაში საერთაშორისო გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, Greenpeace-მა, რუსულ ნავთობის ტანკერს გზა გადაუკეტა.
ორგანიზაციის განმარტებით, აქტივისტებმა რუსეთის უკრაინზე თავდასხმის გასაპროტესტებლად ნორვეგიისკენ მოძრავ ტანკერამდე პატარა ნავით მიცურეს და თავი ღუზის ჯაჭვზე მიიბეს.

“ნავთობი მხოლოდ კლიმატის კრიზისის კი არა, ომებისა და კონფლიქტების მიზეზიც არის. გაოცებული ვარ, რომ ნორვეგია რუსული ნავთობისთვის თავისუფალი პორტის როლს ასრულებს, რაც პუტინის ომის დაფინანსებას უწყობს ხელს”, – აღნიშნა Greenpeace-ის ნორვეგიული ოფისის დირექტორმა, ფროდ პლამმა.
უფრო ადრე ნავთობკომპანია, Esso Norway-მ დაადასტურა, რომ რუსული ნავთობის გადაზიდვას განაგრძობდა. ამასთან, კონტრაქტი საომარი მოქმედებების დაწყებამდე გაფორმდა და ახალი გარიგებები არ იგეგმება.
Greenpeace-მა ნორვეგიის ხელისუფლებას რუსული საწვავი რესურსების იმპორტის აკრძალვისკენ და უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთთან კონტრაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდა.
ნავთობის იმპორტიორ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ნავთობის შესყიდვაზე ომამდე შეთანხმდნენ და სამომავლოდ რუსეთთან თანამშრომლობას აღარ გეგმავენ.
წყარო: EPravda UA
Don't Miss
2 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერისა და ცარიელი ფურცლის ჭერის გამო.
გასული ორი დღის განმავლობაში ალტ-ინფოს წარმომადგენლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია ახალი მოძრაობის “ანტი მაიდანის” ორგანიზებას აანონსებენ. ისინი სთხოვენ მოქალაქეებს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ალტ-ინფოს მხარდამჭერის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი. საქმე შეეხებოდა
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. კაცმა მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა.
ნორვეგიის ხელისუფლებამ გეი მოქალაქეებს ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის 50 წლისთავზე ბოდიში მოუხადა.
„მინდა, ნორვეგიის ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ გეი ადამიანებს ისე ვეპყრობოდით და ვასამართლებდით, როგორც დამნაშავეებს“, — აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ჰონას გარ სთორმა უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გამართულ ღონისძიებაზე.
სახელმწიფო მონაცემების თანახმად, 1902-დან 1950 წლამდე, ნორვეგიაში 119 კაცი გაასამართლეს სხვა კაცებთან სქესობრივი ურთიერთობის ბრალდებით. გეი სექსის კრიმინალიზების კანონი 1972 წელს გაუქმდა.
გეი სექსი პატიმრობით ისჯებოდა, გარდა ამისა, აღნიშნულმა მიდგომამ საზოგადოებაში სტიგმის გამყარებას შეუწყო ხელი.
„კანონმდებლობას უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც ქვიარ ადამიანების დაგმობას, დისკრიმინაციას, დამცირებასა და შანტაჟს ხელი შეუწყო. ადამიანების პირადი ცხოვრების გამო დამნაშავეებად გამოცხადება და დასჯა, ჯანმრთელი ადამიანების სამედიცინო მკურნალობაში ჩართვა, კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობის წართმევა ჩვენი ღირებულებების უხეში დარღვევაა“, — ნათქვამია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აქტივისტებმა ოფიციალური მობოდიშება მოიწონეს და უფლებადაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მიანიშნეს, როგორიც „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვა, მესამე გენდერის სამართლებრივი აღიარება და ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვისა და ზრუნვის სერვისებზე მეტი ხელმისაწვდომობაა.
„მრავალი ჩვენგანისთვის ეს დაგვიანებულია. ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ცხოვრობდა და კვლავ ცხოვრობს სტიგმით დაღდასმული“, — აღნიშნა ინგე ალექსანდერ გიესტვანგმა, გეი უფლებადაცვითი ორგანიზაციის — FRI-ს ლიდერმა TV2-თან საუბრისას.
ILGA-ს 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჰომოსექსუალობა 69 ქვეყანაში იყო დასჯადი, მათ შორის 11-ში კი ქვიარ ადამიანებს სიკვდილით სჯიან.
წყარო: The Local