შოტლანდიელი ფეხბურთელი, ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა. მისი თქმით, ამის აუცილებლობაში წელს, პრაიდის ღონისძიებაზე გატარებულმა დიდმა დრომ დაარწმუნა. „ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მივიღე – პირველ რიგში, ცოტა ხნის წინ პრაიდის ღონისძიებაზე ვიყავი
შოტლანდიელი ფეხბურთელი, ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა. მისი თქმით, ამის აუცილებლობაში წელს, პრაიდის ღონისძიებაზე გატარებულმა დიდმა დრომ დაარწმუნა.
„ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მივიღე – პირველ რიგში, ცოტა ხნის წინ პრაიდის ღონისძიებაზე ვიყავი შვებულებაში და მეორე, ყოველთვის მიყვარდა ასეთი ღონისძიებები, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილობის გამო, არასდროს მიმიღია მონაწილეობა“, — განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.
მიურეი, ისევე, როგორც უამრავი ლგბტქი სპორტსმენი, რომელიც ქამინგაუთდება, ამბობს, რომ საკუთარი პიროვნების დამალვის გამო მუდმივ სტრესში იყო. მან სხვა ფეხბურთელებისგან უდიდესი მხარდაჭერა იგრძნო.
„სანამ დაქამიგაუთდები, გგონია, რომ ხალხი შენ წინააღმდეგ გამოვა და ყველაზე უარესზე გეფიქრება. მშვენიერი შეგრძნება იყო ასეთი დიდი მხარდაჭერის მიღება“, — ამბობს ის.
მიურეისთვის ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ნანობს. მან იმ გავლენაზეც ისაუბრა, რომელიც მასზე ორმა შოტლანდიელმა მსაჯმა, კრეიგ ნეპიერმა და ლოიდ უილსონმა და ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯეიკ დენიელსმა მოახდინეს, როდესაც გაზაფხულზე ქამინგაუთი გააკეთეს.
მიურეი პირველი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
Don't Miss
კალათბურთელი ზაზა ფაჩულია რუსულ კანონპროექტს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს ეხმაურება. “საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და
რუსულ კანონპროექტს და პარლამენტთან მიმდინარე სიტუაციას ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც ეხმაურება. “საქართველოს მომავალი ევროპაშია. 🇬🇪🇪🇺”, — წერს ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
დინამო თბილისი რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ
გენდერული სტერეოტიპები დაბადებიდან ცდილობს ჩვენს ჩარჩოებში ჩასმას. სქესის გარკვევისთანავე ჩვენგან ელიან, ვიყოთ ძლიერი და აგრესიული, ან ნაზი და დახვეწილი. მსგავსი