ლგბტქი არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის აღამსრულებელი დირექტორი დავით კახაბერია. თანასწორობის მოძრაობის ახალი აღმასრულებელი დირექტორი მუშაობას 2023 წლის ივლისიდან, 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დაიწყებს, განაცხადების გაგზავნის
ლგბტქი არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის აღამსრულებელი დირექტორი დავით კახაბერია. თანასწორობის მოძრაობის ახალი აღმასრულებელი დირექტორი მუშაობას 2023 წლის ივლისიდან, 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დაიწყებს, განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა კი 10 მარტამდეა.
ვაკანსიის ტექსტის მიხედვით, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატები ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად შეირჩევიან. კანდიდატებს მოეთხოვებათ:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საერთაშორისო დონორებთან მუშაობის გამოცდილება (დონორების მოძიება, საპროექტო განაცხადების მომზადება, ანგარიშგება და სხვა);
- ლგბტქი+ თემებზე მუშაობის გამოცდილება და თემის საჭიროებების ცოდნა;
- საქართველოსა და საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობისა და ლგბტქი+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობა;
- ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ლგბტქი+ აქტივიზმში მოღვაწეობის გამოცდილება;
- კონკრეტული და ნათელი დავალებების გაცემა;
- პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი სწორი დელეგირება;
- სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება და მოქნილობა;
- თანამშრომლების პროფესიულ თუ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდის საქმიანობის მკაფიო ხედვა და მისი განვითარების სტრატეგია;
- ლგბტქი+ თემის საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ სპიკერობა.
თანასწორობის მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიის მიხედვით, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქცია-მოვალეობებში იქნება:
- ორგანიზაციის წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან/მესამე პირებთან ურთიერთობისას;
- საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა;
- ორგანიზაციის თანამშრომლების მართვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
- დირექტორთა საბჭოსთან ერთად ორგანიზაციის თანამშრომლების დანიშვნა/გათავისუფლება;
- დირექტორთა საბჭოსთან ერთად დონორების მოძიება და საპროექტო განაცხადების მომზადება;
- ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და საპროექტო ანგარიშგების პროცესში ჩართულობა;
- პროექტების ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების წარმატებით განხორციელების მონიტორინგი;
- ორგანიზაციის გამგეობასა და დონორებთან ანგარიშგება.
განცხადებების გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გასაუბრების ეტაპზე გადავლენ. აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიის სრულად ნახვას თანასწორობის მოძრაობის საიტზე შეძლებთ.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიამი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების