რუსულ კანონთან დაკავშირებით 16 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას. “ჩვენ, ხელმომეწერი ევროპარლამენტარები, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხო
რუსულ კანონთან დაკავშირებით 16 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას.
“ჩვენ, ხელმომეწერი ევროპარლამენტარები, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საქართველოს პროევროპულ გზას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის მომზადებაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციის და შეზღუდვის სამომავლო მცდელობებისგან და სანაცვლოდ, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ სწრაფვაში — მიზანი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ მის მისაღწევად დახმარებისთვის”, — აცხადებენ ევროპარლამენტარები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პეტრას აუსტრევიჩიუსი — ლიტვა
- მაიკლ გალერი — გერმანია
- სვენ მიკსერი — ესტონეთი
- ვიოლა ფონ კრამონი — გერმანია
- ანა ფოტიგა — პოლონეთი
- ნატალი ლუაზო — საფრანგეთი
- ანდრიუს კუბილიუსი — ლიტვა
- მარინა კალიურანდი — ესტონეთი
- ჰილდე ვაუტმანსი — ბელგია
- მირიამ ლექსმანი — სლოვაკეთი
- თაის როიტენი — ნიდერლანდები
- მარკეტა გრეგოროვა — ჩეხეთი
- კარენ მელქიორ — დანია
- რაფაელ გლუკსმანი — საფრანგეთი
- ურმას პაეტი — ესტონეთი
- იოზას ოლეკასი — ლიტვა
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქცია გაიმართა გუშინაც, სადაც ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს