აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს სასამართლომ 216 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ალტ-ინფოს ბრალად 2021 წლის დეკლარაციის არასწორად შევსება და არაფულადი შემოწირულებების დამალვა ედება. ალტ-ინფო გასული წლის დეკლარაციაში აღნიშნავდა, რომ
აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს სასამართლომ 216 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ალტ-ინფოს ბრალად 2021 წლის დეკლარაციის არასწორად შევსება და არაფულადი შემოწირულებების დამალვა ედება. ალტ-ინფო გასული წლის დეკლარაციაში აღნიშნავდა, რომ 2021 წლის დეკემბერში ფულადი ბრუნვა არ ჰქონიათ. გარდა ამისა, დაჯგუფებამ დეკლარაციაში არ აღნიშნა ის არაფულადი შემოწირულება, რაც ბრენდირებული მასალის ბეჭდვის, საოფისე და სხვა ინვენტარის სახით მიიღეს.
დაჯგუფების არადეკლარირებულმა თანხებმა 72 ათასი ლარი შეადგინა, ამიტომ ალტ-ინფოს ამ თანხის ოდენობის ორმაგი ჯარიმა და დამატებით, არადეკლარირებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა დაეკისრა.
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ TV პირველთან საუბარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
Don't Miss
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ალტ-ინფოს მხარდამჭერის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი. საქმე შეეხებოდა
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. კაცმა მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრაიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის ლიდერებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ალტილგბტ გზავნილების ფონზე. პრაიდის მარშზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება
2023 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში ტარდება, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ორგანიზებული, ფემინისტური ფორუმი. წლევანდელი ფემინისტური ფორუმის წამყვანი თემაა