Grindr-ის აღმასრულებელი დირექტორი ქართული წარმოშობის ბიზნესმენი გახდა

Grindr LLC-იმ, გეი გაცნობის აპლიკაციამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ქართული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი და პოლიტიკური აქტივისტი, ჯორჯ არისონი დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, აპლიკაციამ შეასრულა პირობა, რომ კომპანიის წამყვან პოზიციებზე ლგბტქი ადამიანებს დანიშნავდა. მომდევნო ნაბიჯი პლატფორმის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი საჯარო კომპანიად ქცევაა.

45 წლის ჯორჯ არისონი, დაბადებისას ირაკლი არეშიძე, აშშ-ში საცხოვრებლად 14 წლის ასაკში გადავიდა. ქართული წარმოშობის ბიზნესმენი აქამდე Shift Technologies Inc.-ის, ავტომობილების გაყიდვის ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ღიად გეი ადამიანებს შორის, რომლებიც ამ მასშტაბის საჯარო კომპანიას ხელმძღვანელობენ.

არისონმა Grindr-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ თქვა, რომ მისთვის პლატფორმა მძლავრი საშუალებაა ადამიანების დასაკავშირებლად.

“Grindr-ის მისია ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომელთა ნაწილიც ვარ და ამ გავლენას იმ მეგობრობებზე დაკვირვებითაც ვხედავ, რომელიც პლატფორმიდან დაიწყო”, — აღნიშნა ჯორჯ არისონმა.

Grindr-ის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბონფორტემ აღნიშნა, რომ “მათი გეგმა ისეთი ლიდერის პოვნა იყო, რომელიც ბიზნესს ხანგრძლივად ჩაიბარებდა და მას არამხოლოდ პროფესიულ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც შემატებდა, ასევე, გაითავისებდა იმ უნიკალურ, აშკარა გამოწვევებს, რომელთა წინაშე ლგბტქი ადამიანები გლობალურად არიან“.

მსოფლიოში არაერთი ლგბტქი მეგობრული გაცნობის აპლიკაცია არსებობს, მაგრამ Grindr ყველაზე დიდი და ცნობილია. აპლიკაციას 11 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა 80% 35 წელზე ნაკლებისაა.

წინა

5 პრინციპი, რომლითაც ბრენდს ქვიარ ინკლუზიურობის მხარდაჭერა შეუძლია

შემდეგი

ლგბტქი ორგანიზაციების გაერთიანება ევროპრაიდის მარშის გაუქმებას გმობს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების