Robert Alexander/Getty Images

ოდრე ლორდი – შავკანიანი ლესბოსელი ქალი მნიშვნელოვანი ცვლილებების სათავეში

ამერიკელი პოეტი, ესეისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ფემინისტი ოდრე ჯერალდინ ლორდი 1934 წლის 18 თებერვალს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები ინდოელი ემიგრანტები იყვნენ. სამი დიდან ყველაზე უმცროსი ოდრე მანჰეტენში გაიზარდა. ჰანტერის საშუალო სკოლის დამთავრებამდე სხვადასხვა კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჟურნალ Seventeen-ში გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი.

საკუთარი პოეტური საწყისების შესახებ ოდრე ლორდი ამბობდა:

„მე ვსაუბრობდი პოეზიის საშუალებით. ვკითხულობდი და ვიმახსოვრებდი ლექსებს. ხალხი მეკითხებოდა, რას ფიქრობ, ოდრე? რა გადაგხდა თავს გუშინ? და მე წარმოვთქვამდი ლექსებს, რომლებშიც იყო სტრიქონი ან გრძნობა, რომელსაც ვაზიარებდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოეზიის საშუალებით ვურთიერთობდი. როდესაც ვერ ვიპოვე ლექსები იმის გამოსახატად, რასაც ვგრძნობდი, სწორედ მაშინ დავიწყე თავად წერა, 12-13 წლის ასაკში.“

ოდრემ ჰანტერ კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1961 -1968 წლებში ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში მუშაობდა ბიბლიოთეკარად. 1962 წელს ის თეთრკანიან გეი მამაკაცზე, ედვინ როლინსზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავდათ – ელიზაბეთი და ჯონათანი. 1970 წელს წყვილი განქორწინდა. 1972 წელს კი, ოდრემ თავისი დიდი ხნის პარტნიორი, ფრენსის კლეიტონი გაიცნო. ამ პერიოდში მან მუშაობდა დაიწყო ტუგალოს კოლეჯში პედაგოგად დაიწყო მუშაობა.

Jack Mitchell/Getty Images

მისმა გამოცდილებამ სწავლებასა და პედაგოგიკაში, ასევე იმ ფაქტმა, რომ ის შავკანიანი ქვიარ ქალი იყო თეთრკანიანთა აკადემიაში, დიდი გავლენა მოახდინა მის საქმიანობასა და ცხოვრებაზე. მართლაც, პოეტის წვლილი ფემინისტურ და ქვიარ თეორიასა და რასის კრიტიკულ კვლევებში მის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რაც უფრო ფართო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება.

ის ამბობდა:

„მე მაქვს მოვალეობა, ვთქვა სიმართლე ისე, როგორც მას ვხედავ და გავაზიარო არა მხოლოდ ჩემი ტრიუმფები, ის, რაც თავს კარგად მაგრძნობინებს, არამედ ძლიერი, ხშირად, შეუმსუბუქებელი ტკივილიც.“

ოდრე ლორდი, რომელიც საკუთარ თავს შავკანიანს, ლესბოსელს, დედას, მეომარსა და პოეტს უწოდებდა, როგორც თავისი ცხოვრება, ასევე შემოქმედებითი ნიჭი რასიზმის, სექსიზმისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის გამკლავებას მიუძღვნა. შეშფოთებული თანამედროვე საზოგადოების ტენდენციებით, რომელიც ადამიანის ჯგუფების კატეგორიზაციას ახდენდა, ლორდი ებრძოდა ისეთი სიტყვების მარგინალიზაციას, როგორიცაა „ლესბოსელი“ და „შავი ქალი“. ის ჩართული იყო მრავალ განმათავისუფლებელ მოძრაობასა და აქტივისტურ წრეში, მათ შორის, მეორე ტალღის ფემინიზმის, სამოქალაქო უფლებების, შავი კულტურული მოძრაობებისა და ლგბტქი თანასწორობისთვის ბრძოლაში. ლორდის პოეზია ცნობილია, როგორც სოციალური და რასობრივი სამართლიანობისკენ მოწოდების ძალა, ასევე ქვიარ გამოცდილებისა და სექსუალობის ერთიანი სურათის დანახვის საშუალება.

„ჩემი სექსუალობა არის ნაწილი იმისა, თუ ვინ ვარ მე. ჩემი პოეზიაც ჩემი და ჩემი სამყაროს კვეთაა.“

ოდრე ლორდს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი ისტორია – The Cancer Journals – ძუძუს კიბოსა და მასტექტომიის დასაძლევად ბრძოლის შესახებ, განიხილება, როგორც დაავადების მთავარი ნაშრომი. მასში ლორდი სიკვდილის შესაძლებლობას უპირისპირდება. იგი შეეხება სიმსივნეს, ავადმყოფობასა და ქალების ცოცხალ გამოცდილებებს. ოდრი ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო, მასტექტომიის მქონე ქალები ერთმანეთისთვის ხილულები გამხდარიყვნენ.

1981 წელს ლორდმა და მისმა თანამემამულეებმა, შერი მორაგამ და ბარბარა სმიტმა, Kitchen Table: Women of Color Press დაარსეს, რომელიც შავკანიანი ფემინისტების განვითარებას ისახავდა მიზნად. ამას გარდა, მას აწუხებდა შავკანიანი ქალების მდგომარეობა სამხრეთ აფრიკაში. ლორდმა საკუთარი შეშფოთება მიმართა არა მხოლოდ შეერთებული შტატებისკენ, არამედ მსოფლიოსკენ. მის ყველა ნაწერში, როგორც არამხატვრულ, ასევე მხატვრულ ლიტერატურაში, ეს თემა არაერთხელ ჩნდება. შავკანიანი ლესბოსელი აქტივისტი თავის მკითხველებს შეახსენებს, რომ ისინი აიგნორებენ საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანებს, რომლებიც მათ შორისაა. მას მიაჩნდა, რომ ამის ნაცვლად, მათთვის ეს განსხვავებები ზეიმისა და წინსვლის მიზეზი უნდა ყოფილიყო.

ოდრე ლორდი 1992 წელს ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა. 1997 წელს მისი ლექსების კრებული გამოიცა, ხოლო 2020 წელს წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარში American Poets Corner-ის საპატიო წევრად აირჩიეს.

წინა

მედიისთვის უმთავრესი ძალადობაგამოვლილი პირის დაცვა უნდა იყოს – თამარ რუხაძე სასულიერო პირზე ძალადობის შესახებ

შემდეგი

9  ქვიარ ფოტოგრაფი ინსტაგრამზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების