Britney vs Spears – NETFLIX-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა

NETFLIX-ის მაყურებელი 28 სექტემბერს ახალ დოკუმენტურ ფილმს – Britney vs Spearsიხილავს. ფილმი ბრიტნი სპირსისა და მომღერლის მამის, ჯეიმი სპირსის გახმაურებულ ამბავს ასახავს.

21 სექტემბერს სოციალურ ქსელში მოკლე თიზერი გამოქვეყნდა. 18-წამიან კლიპში მომღერლის აუდიო შეტყობინება ისმის, რომელსაც საკუთარ ადვოკატს 2009 წლის 21 იანვარში უგზავნის.

თიზერს მოჰყვა Netflix-ის თრეილერი, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ მომღერლის იძულებით დატოვებას მეურვეობის ქვეშ ფინანსური წახალისების გზით. Variety-ს ცნობით, პროექტზე, რომლის რეჟისორი ერინ კერია, ერთ წელზე მეტია მუშაობენ.

Britney vs Spears არ არის პირველი დოკუმენტური ფილმი მომღერლის სამართლებრივ საქმეზე. The New York Times-ის მიერ Framing Britney Spears-ის პრემიერა FX არხსა და HULU-ზე გაიმართა 2021 წლის 5 თებერვალს. ემიზე ნომინირებული დოკუმენტური ფილმი – FREE BRITNEY, 13-წლიან სასამართლო პროცესს ასახავს.

ბრიტნის საქმე ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, ნაწილობრივ, დოკუმენტური ფილმის წყალობით, თუმცა საქმის პირველმა საჯარო სასამართლო განხილვამ შოკში ჩააგდო მსოფლიო. ,,მე მოვიტყუე, ვუთხარი მთელ მსოფლიოს, რომ კარგად ვარ და ბედნიერი ვარ, მე მხოლოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა, 13 წელი საკმარისზე მეტია!“ – თქვა ბრიტნიმ თავის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ვარსკვლავის მამას, ჯეიმი სპირსს, მეურვის სტატუსი გაუუქმა, მან თქვა: ”თუ ქალბატონ სპირსს სურს, შეწყვიტოს ჩემი მეურვეობის ქვეშ ყოფნა და მიაჩნია, რომ შეუძლია გაუმკლავდეს საკუთარ ცხოვრებას, ბატონი სპირსი მიიჩნევს, რომ მან (ბრიტნიმ) უნდა მიიღოს ეს შანსი”.

Britney vs Spears– ის პრემიერა NETFLIX-ზე 28 სექტემბერს დაიგეგმა, ბრიტნის საქმის მორიგი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

წყარო: them.us

წინა

10 დასამახსოვრებელი ქვიარ ქალი და არაბინარული წყვილი სატელევიზიო შოუებიდან

შემდეგი

კიდევ 7 ქვიარ ქალი და არაბინარული წყვილი სატელევიზიო შოუებიდან

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების