მამუკა ჯუღელი, ლეიბორისტული პარტიის წევრი – მეც აქ ვარ!

”პრაიდი ჩემთვის ლგბტქ+ თემის პრობლემებისა და გამოწვევების დემონსტრირების საუკეთესო შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, ამ დროს თემის წევრებმა თავი მარტო არ იგრძნონ და ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად ნებისმიერი ფორმის განსხვავებულობისა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.

პირადად მე და ჩემი მეგობრები ვემზადებით ღირსების მარშზე დასასწრებად. ჩემთვის ეს პირველი შესაძლებლობა იქნება, მარშზე დგომით, უშუალოდ, ფიზიკურად დავუჭირო მხარი ლგბტქ+ თემს. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობიურ გარემოში არასაჯარო შეკრებები ბევრად უსაფრთხოა და აუცილებელიცაა მოსახლეობაში ინფორმირებულობის გასაზრდელად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაიდის თვის პერიოდში ჩატარებული მარშები, ამ დროს, თემს კიდე უფრო ხმამაღლა და ეფექტურად შეუძლია თავის პრობლემებზე საუბარი. ზოგადად, ხელისუფლებისთვის ცვლილებების მოთხოვნის ყველაზე ეფექტურ მეთოდად დღემდე აქციები და საჯარო მანიფესტაციები რჩება.

ჩვენს რეალობაში მსგავსი ტიპის მარშებს ულტრამემარჯვენე, პრორუსული, მოძალადე ჯგუფები იყენებენ საკუთარი პიარისთვის და ადამიანების ჩაგვრის რეალურ საფრთხეს ქმნიან. მე, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, თავს ვალდებულად ვთვლი, საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების გვერდით ვიდგე. ასეთ დროს, საერთოდ არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, ვეთანხმებით თუ არა მარშის იდეას – ამ ქვეყანაში ყველა თანასწორია, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ერთი ადამიანიც თუ გადაწყვეტს, რაღაც გააპროტესტოს და ამაში ვინმე ხელს შეუშლის, ჩვენ, პოლიტიკოსობის ამბიციის მქონე ადამიანებს, გვაქვს ვალდებულება, ყველაფერი გავაკეთოთ მისი უფლების დასაცავად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით პროტესტის იდეასა და შინაარსს!

ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, თითოეული ადამიანის ცოდნა თუ პროფესიული კაპიტალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თემის წევრებიც არიან გადასახადის გადამხდელები, მეცნიერები, პედაგოგები, ჯარისკაცები, მასწავლებლები, მაღაზიის კონსულტანტები, მუშები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ა.შ. ლგბტქ+ ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ამ ქვეყნის მშენებლობაში თითოეული ადამიანის როლი უმნიშვნელოვანესია. იმედია, ამას მალე გავიაზრებთ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გამართულ ყველა მნიშნელოვან პროტესტში, იქნებოდა ეს 20 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტი, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გამართული პროტესტები, ბასიანის, ნამოხვან ჰესისა თუ ნინოწმინდის პროტესტი – ქვიარ თემი ყველგან იყო ჩართული. ეს ადამიანები ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და შესაბამისად, თითოეული პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას, მძიმე სოციალური ფონი, განათლების დაბალი ხარისხი, ოკუპაცია, სიღარიბე თუ სხვა, ყველას ერთნაირად გვაწუხებს. პრობლემების მოგვარებისას კი, თითოეული მოქალაქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართულმა ქვიარ თემმა უკვე გვაჩვენა, რომ ისინი სოლიდარულები არიან საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის პრობლემის მიმართ და მზად არიან, მათთან ერთად იდგნენ აქციებზე და ფიზიკურად იბრძოლონ თითოეული პრობლემის მოსაგვარებლად – ახლა კი, დროა, მთელმა საზოგადოებამ სოლიდარობითვე უპასუხოს ლგბტქ+ თემს.

ძალიან ბევრი ცვლილებაა განსახორციელებელი, თუმცა, ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა მაინც განათლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. უამრავ მოკლევადიან საკანონმდებლო ინიციატივაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც თემს მნიშვნელოვნად დაეხმარება – მინიმალური ხელფასი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დასაქმების პოლიტიკა, კვოტირების მექანიზმები თუ სხვა, თუმცა ეს ალბათ ის საკითხებია, რომელიც ფართო მსჯელობის საგანია და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში უნდა აისახოს.”

წინა

ნიქო გორგილაძე – მეც აქ ვარ!

შემდეგი

ქრისტი დათიაშვილი – მეც აქ ვარ!

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების