როზა პარკსი

„I don’t think I should have to stand up“

,,არ ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ, ავდგე”-როზა პარკსი.

„მინდა, ადამიანებს ვახსოვდე, როგორც თავისუფალი ადამიანი, რომელიც სხვებსაც დაეხმარა თავისუფლების მოპოვებაში.“

თითოეულ სახელმწიფოს უხდება დაძლიოს ისეთი მძიმე ავადობა, როგორიცაა მოქალაქეების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ დისკრიმინაცია.

არც ამერიკის შეერთებული შტატებია გამონაკლისი.

გასული საუკუნის 50-იან წლებში, განსაკუთრებით, სამხრეთ შტატებში, ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს მიღებული ე.წ. „ჯიმ ქროუს კანონები“ მოქმედებდა. ეს კანონი ფერადკანიანი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტს ეხებოდა. მათთვის ცალკე იყო გახსნილი კაფეები და რესტორნები, სადალაქოები, მოსაცდელი ოთახები და ა.შ. ფერადკანიანები ვერ სარგებლობდნენ სასკოლო ავტობუსებით. კუ-კლუკს კლანი ქუჩებში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მარშირებდა. ხშირად არბევდნენ ფერადკანიანებს და უწვავდნენ სახლ-კარს…

მათთვის ადგილები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონის უკანა ნაწილში იყო გამოყოფილი, აბრით – colored section (ფერადკანიანთა სექცია). თუ თეთრკანიან მოქალაქეებს ავტობუსის სალონში დასაჯდომი ადგილი არ ჰყოფნიდათ, მძღოლს შეეძლო მოეთხოვა, რომ ფერადკანიან მოქალაქეებს გაეთავისუფლებინათ ადგილები თეთრკანიანი მგზავრებისთვის.  ფერადკანიან მგზავრებს მხოლოდ უკანა კარების გამოყენების საშუალება ჰქონდათ.

მათთვის შეუძლებელი იყო სამუშაოს პოვნა ნორმალური ანაზღაურებით.

პრაქტიკულად, არ ჰქონდათ საარჩევნო ხმის უფლება.

. . .

როზა ლუიზა მაკკოლეი 1913 წლის 4 თებერვალს ალაბამას შტატში, ქალაქ ტაქსიჯიში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ის დედასთან ერთად ქალაქ მონტგომერიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც  მისი ბაბუა ცხოვრობდა. ადგილობრივი სკოლა წარმატებით დაამთავრა და სწავლა ალაბამას ფერადკანიანთა კოლეჯში განაგრძო. თუმცა, დედისა და ბებიის ავადმყოფობის გამო, სწავლის დასრულება ვერ შეძლო.

მოგვიანებით, როზა იხსენებდა: „ყოველდღე ვხედავდი, როგორ ჩამოივლიდა სასკოლო ავტობუსი, მაგრამ ეს თითქოს არც კი მეხებოდა, არც კი მიკვირდა. ასე ვცხოვრობდით, ასე იყო მიღებული.“

1932 წელს იქორწინა რეიმონდ პარკსზე, რომელიც დალაქი და იმავე დროს NAACP (ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშეწყობის ასოციაცია) აქტივისტი იყო. აიღო ქმრის გვარი და გახდა როზა პარკსი – ადამიანი, რომელიც შემდეგ სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა.

მეუღლის მხარდაჭერით, 1933 წელს შეძლო კოლეჯის დამთავრება.

1943 წელს თავადაც NAACP-ის აქტივისტი გახდა და ამავე ორგანიზაციის ქალაქ მონტგომერის განყოფილების პრეზიდენტის მდივნის პოზიციაზე მოხალისედ დაიწყო მუშაობა. აქტივიზმის პარალელურად, მას მუდმივად უხდებოდა სხვადასხვა ანაზღაურებადი სამუშაოს ძიება.

1955 წელი იდგა.

როზა ქალაქ მონტგომერის უნივერმაღში  მკერავად მუშობდა.

1 დეკემბერს, საღამოს 6 საათისთვის ის სამსახურიდან ბრუნდებოდა.

ავტობუსში ავიდა. სალონში სიხალვათე იყო. ადგილი ფერადკანიანთა სექციის წინა სავარძელზე დაიკავა. მგზავრობის დროს რამდენიმე თეთრკანიანი მგზავრი ამოვიდა. მათთვის განკუთვნილი ადგილები დაკავებული იყო. მძღოლმა შენიშნა და ავტობუსი გააჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ახლადამოსულები ადგილის დათმობას არ ითხოვდნენ, როზას, სამ აფროამერიკელ მგზავრთან ერთად, მძღოლმა ადგილის დათმობა მოსთხოვა.

სამმა აფროამერიკელმა უყოყმანოდ შეასრულა მძღოლის მოთხოვნა.

როზამ მიუგო: „I don’t think I should have to stand up“ – ,,ვფიქრობ, არ ვარ ვალდებული, რომ ავდგე.“

მძღოლს უფლება ჰქონდა, „ურჩი“ მგზავრი ავტობუსიდან  ჩაეყვანა, მაგრამ მან პოლიცია გამოიძახა.

როზა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააპატიმრეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

NAACP-ის ადგილობრივი განყოფილების პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საზოგადოების ყურადღება სეგრეგაციის პრობლემაზე მიემართა – დაპატიმრებული განათლებული, მშრომელი, დაფასებული და ავტორიტეტული აფროამერიკელი ქალი იყო. პროტესტს სათავეში მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ბაპტისტი პასტორი, მარტინ ლუთერ კინგი ჩაუდგა.

რამდენიმე დღეში სასამართლომ როზა პარკს 10 დოლარი ჯარიმა და 4 დოლარი სასამართლო ბაჟის გადახდა დააკისრა.

. . .

სასამართლოს გადაწყვეტილებამ სასამართლოს შენობის გარეთ მომლოდინე 500-მდე აფროამერიკელი მოქალაქის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.

როზა პარკსმა უკან არ დაიხია და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც იმ დროისთვის გაუგონარი ნაბიჯი იყო!

ფერადკანიანებით დასახლებულ უბნებში ვრცელდებოდა მოწოდებები – უარი ეთქვათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, ევლოთ ფეხით, ველოსიპედებით, დროგებით, ურმებით – ვინც როგორ მოახერხებდა, მთავარი იყო, არ გამოეყენებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ადგილობრივმა ფერადკანიანმა ტაქსისტებმა მხარი დაუჭირეს პროტესტს – მგზავრებს სიმბოლურ ფასად, 10 ცენტად ემსახურებოდნენ!

ქალაქ მონტგომერიში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა 75%-ს ფერადკანიანები შეადგენდნენ. პროტესტმა ძლიერი მხარდაჭერა ჰპოვა ფერადკანიან მოსახლეობაში. ავტობუსების მოძრაობა გაჩერდა. სატრანსპორტო კომპანიები დიდ ზარალს განიცდიდნენ.

სეგრეგაციის მომხრეებმა გადაწვეს ოთხი „შავი“ პროტესტანტული ეკლესია, ააფეთქეს მარტინ ლუთერისა და NAACP-ის ადგილობრივი პრეზიდენტების სახლები. როზა სამსახურიდან, მკერავის პოსტიდან გაათავისუფლეს, რის გამოც ადგილობრივმა ფერადკანიანებმა ამ მარკეტსაც ბოიკოტი გამოუცხადეს!

პროტესტი 381 დღე გრძელდებოდა.

. . .

1956 წლის ივნისში, საოლქო სასამართლომ რასობრივი სეგრეგაციის შესახებ კანონი არაკონსტიტუციურად სცნო. ქალაქმა მონტგომერიმ საოლქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ 1956 წლის 13 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ჰქონდა და 1956 წლის 20 დეკემბერს გააუქმა კანონი სეგრეგაციის შესახებ. ამ დღესვე დამთავრდა ბოიკოტიც.

სწორმა იურიდიულმა ქმედებებმა და ფერადკანიანი საზოგადოების ერთსულოვნებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოიკოტი მსოფლიოში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ უდიდეს და ყველაზე წარმატებულ მასობრივ მოძრაობად აქცია.

. .

ამ ბოიკოტის შემდეგ მარტინ ლუთერ კინგი ფერადკანიანთა უფლებების საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ როზა პარკსი ცოცხალ ლეგენდად იქცა, ვერც მან და ვერც მისმა მეუღლემ მონტგომერიში სამსახური ვეღარ იშოვეს, რის გამოც იძულებული გახდნენ, დეტროიტში გადასულიყვნენ.

დეტროიტში როზამ კონგრესმენის ოფისში დაიწყო მუშაობა, სადაც პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა.

როზა პარკსი გარდაიცვალა 2005 წელს, დეტროიტში.

მისი დაკრძალვის დღეს მონტგომერისა და დეტროიტის ხელისუფლებამ საქალაქო ავტობუსების წინა სავარძლები შავი, სამგლოვიარო ლენტებით იმ ადამიანის პატივსაცემად შეამკო, რომელმაც ოდესღაც უარი განაცხადა, ამდგარიყო და დაეთმო სავარძელი.

სტატიის ავტორი – ლ. ფ.

შემდეგი

სთოუნვოლის აჯანყება

ბოლო სიახლეები

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook5Tweet0Shares5 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook16Tweet0Shares16 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook29Tweet0Shares29 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

Facebook26Tweet0Shares26 ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით,

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook13Tweet0Shares13 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,