სარა გილი – პირველი ტრანსგენდერი ექიმი პაკისტანში

23 წლის სარა გილმა ისტორია დაწერა და მას შემდეგ, რაც MBBS-ის დასკვნითი გამოცდის ჩაბარება შეძლო, პაკისტანის პირველი ტრანსგენდერი ექიმი გახდა. მისი თქმით, შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

სარა გილი: „ვერავინ შეგიშლით ხელს რაიმეს მიაღწიოთ, თუკი ეს თქვენი გატაცებაა. ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. ყოველთვის მსურდა, პაკისტანი ცნობილი გამეხადა და იმის მერე, რაც ექიმი გავხდი, ჩემმა მშობლებმაც მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. მინდა, ტრანსგენდერებს ვუთხრა, არ დაკარგონ იმედი. მე თუ შევძელი, გავმხდარიყავი ექიმი, მაშინ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, იყოს წარმატებული.“

ტრანსგენდერმა ექიმმა იმაზეც ისაუბრა, როგორ აგდებენ მშობლები სახლიდან საკუთარ შვილებს საზოგადოების ზეწოლის გამო და მოუწოდა მათ, შეწყვიტონ სხვების აზრის გათვალისწინება, როცა საქმე შვილებს ეხება. სარა იმედს იტოვებს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება.

ფოტო: Manuel Arias Duran

წინა

ბოთლცხვირა დელფინებს ლესბოსური სექსი აქვთ

შემდეგი

ელიოტ პეიჯი ტრანსი მეგობრების შესახებ გადაღებული ფილმის პროდიუსერი იქნება

ბოლო სიახლეები

პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დასავლური კურსი განიხილეს

Facebook4Tweet0Shares4 საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი

Heartstopper-ის ტრანსგენდერი მსახიობი იასმინ ფინი Doctor Who-ს ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას

Facebook15Tweet0Shares15 სულ რამდენიმე კვირის წინ Netflix-ის მცირე ეკრანებზე ახალი ქვიარ სერიალი Heartstopper გამოვიდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ