სამოქალაქო აქტივისტი და პოეტი მაია ენჯელოუ მონეტაზე გამოსახეს

ცნობილი ამერიკელი პოეტი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი მაია ენჯელოუ პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც აშშ-ს 25-ცენტიანზე გამოსახეს. მონეტა მიმოქცევაში 10 იანვარს შევიდა.

ამ ამბავს შტატების სახაზინო დეპარტამენტის პირველი ქალი მდივანი, ჯანეტ იელენი გამოეხმაურა და თქვა, რომ ვალუტის დიზაინის ცვლილებისას, ყოველთვის ეძლევათ რაღაც მნიშვნელოვანის თქმის შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაზე – როგორ ვითარდებიან და რა ღირებულებები აქვთ, როგორც საზოგადოებას.

25-ცენტიან მონეტებზე სხვა ამერიკელი ქალების გამოსახვაც არის დაგეგმილი, რომლებმაც ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

ენჯელოუს საყოველთაო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“, რომელშიც აღწერა საკუთარი ბავშვობის წლები და ის, თუ როგორ დაეხმარა მწერლობა და ლიტერატურა რასიზმთან, ასევე, ცხოვრებისეულ ტრავმებთან გამკლავებაში. ნაწარმოები აკრძალული წიგნების სიაშიც იყო შესული.

მაია ენჯელოუმ, რომელიც 36 წიგნის ავტორია, სიცოცხლე სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლასა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში გაატარა. მას 30-ზე მეტი საპატიო ჯილდო მიენიჭა და ბარაკ ობამასგან თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც მიიღო. ასევე, ის მხარს უჭერდა ქორწინების თანასწორობას.

მაია ენჯელოუ 2014 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინა

თვითგადარჩენა, ემიგრაცია და პირველი სიყვარული — ლესბოსელი ქალის ისტორია

შემდეგი

ფრიდა კალოს ლურჯი სახლი

ბოლო სიახლეები

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას საერთო სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩაგვრებზე მიმართავენ

Facebook0Tweet0Shares0 ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს, ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა — ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს მართავს

Facebook0Tweet0Shares0 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგს ატარებს, რომელში მონაწილეობაც

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

Facebook11Tweet0Shares11 საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

Facebook25Tweet0Shares25 საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

Facebook2Tweet0Shares2 17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და