სამოქალაქო აქტივისტი და პოეტი მაია ენჯელოუ მონეტაზე გამოსახეს

ცნობილი ამერიკელი პოეტი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი მაია ენჯელოუ პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც აშშ-ს 25-ცენტიანზე გამოსახეს. მონეტა მიმოქცევაში 10 იანვარს შევიდა.

ამ ამბავს შტატების სახაზინო დეპარტამენტის პირველი ქალი მდივანი, ჯანეტ იელენი გამოეხმაურა და თქვა, რომ ვალუტის დიზაინის ცვლილებისას, ყოველთვის ეძლევათ რაღაც მნიშვნელოვანის თქმის შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაზე – როგორ ვითარდებიან და რა ღირებულებები აქვთ, როგორც საზოგადოებას.

25-ცენტიან მონეტებზე სხვა ამერიკელი ქალების გამოსახვაც არის დაგეგმილი, რომლებმაც ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

ენჯელოუს საყოველთაო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“, რომელშიც აღწერა საკუთარი ბავშვობის წლები და ის, თუ როგორ დაეხმარა მწერლობა და ლიტერატურა რასიზმთან, ასევე, ცხოვრებისეულ ტრავმებთან გამკლავებაში. ნაწარმოები აკრძალული წიგნების სიაშიც იყო შესული.

მაია ენჯელოუმ, რომელიც 36 წიგნის ავტორია, სიცოცხლე სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლასა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში გაატარა. მას 30-ზე მეტი საპატიო ჯილდო მიენიჭა და ბარაკ ობამასგან თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც მიიღო. ასევე, ის მხარს უჭერდა ქორწინების თანასწორობას.

მაია ენჯელოუ 2014 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინა

თვითგადარჩენა, ემიგრაცია და პირველი სიყვარული — ლესბოსელი ქალის ისტორია

შემდეგი

ფრიდა კალოს ლურჯი სახლი

ბოლო სიახლეები

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

Facebook36Tweet0Shares36 აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფო შესაძლოა დაიხუროს

Facebook52Tweet0Shares52 პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა და მათი იდეების გამჟღერებელი მედიასაშუალება ალტ-ინფო დახურვის საშიშროების წინაშე

მაქვს ძალა, რომ თავი დავიცვა და საკუთარი აზრი დავაფიქსირო — ლუკა აბლოთია

Facebook161Tweet0Shares161 ლუკა აბლოთია 17 წლის ქვიარ მოზარდია აფხაზეთიდან. საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარი ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, იქამდე

ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა

Facebook72Tweet0Shares72 ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან

ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები აივ-პრევენციის ახალ საშუალებაზე ფასის შემცირებას ითხოვენ

Facebook0Tweet0Shares0 ნობელის ლაურეატები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები თუ ვარსკვლავები ბრიტანულ ფარმაკოლოგიურ კომპანიას მოუწოდებენ, რომ ახალი, აქამდე არსებულ