ისრაელში გეი წყვილებს სუროგაციაზე თანაბარი უფლებები ექნებათ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ნიცან ჰოროვიცი აცხადებს, რომ 11 იანვრიდან მამრობითი სქესის წყვილებს, ტრანსსექსუალებსა და მარტოხელა მამაკაცებს ისრაელში სუროგაციაზე თანაბარი უფლებები ექნებათ.

ივლისში, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სუროგაციის კანონი შეცვალა. გადაწყვეტილების თანახმად, კანონში არსებული დისკრიმინაციული დეფინიციები გაუქმდა, რომლის გამოც ზოგიერთ მამაკაცს არ ჰქონდა სუროგაციაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ქალებს.

ადრე ისრაელში სუროგაცია მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ან ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც დაორსულებას ან ორსულობის შენარჩუნებას უშლიდა ხელს.

ჰოროვიცმა აღნიშნა, რომ ლგბტ+ თემის წევრებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, როგორც მშობლებს.

„დღეს ჩვენ წერტილს ვუსვამთ წლების უსამართლობასა და დისკრიმინაციას. ყველას აქვს უფლება, იყოს მშობელი.“ – განაცხადა მინისტრმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

Miriam Alster

კანონის თანახმად, მოქალაქეებმა სუროგაციაზე ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სუროგაციის კომიტეტისგან უნდა მიიღონ, რომელიც განმცხადებლის უფლებამოსილებას განიხილავს. ნებართვის გაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება მშობლებმა და სუროგატმა დედამ უნდა დაამტკიცონ.

წინა

2021 წლის 21 ფილმი, რომელიც ქვიარ გამოცდილებებს ასახავს

შემდეგი

ლუნა აბეზაროვას მოგზაურობა ჯადოსნურ გენდერლანდიაში

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების