შვეიცარია ტრანსგენდერ ადამიანებს სქესის კანონიერად შეცვლის უფლებას აძლევს

ახალი წლიდან შვეიცარიაში ტრანსგენდერი ადამიანები სქესის კანონიერად შეცვლას შეძლებენ.

შვეიცარია უერთდება ისეთი ევროპული ქვეყნების რიცხვს, როგორიც დანია, ნორვეგია, მალტა, ლუქსემბურგი, ირლანდია, ისლანდია და პორტუგალია არიან. ამ ქვეყნებში ადამიანებს საშუალებას აძლევენ, სქესი და სახელი ლეგალურად შეიცვალონ.

ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდება, 16 წელს ზემოთ ასაკის პირებს სამოქალაქო რეესტრში სქესისა და იურიდიული სახელის შეცვლა შეეძლებათ. რაც შეეხება ასაკით 16 წლამდე ახალგაზრდებს, მათ ამისათვის მეურვის თანხმობა დასჭირდებათ.

Getty Images

სქესის შეცვლის წესები განსხვავდება შვეიცარიის რეგიონების მიხედვით. როგორც Reuters გვატყობინებს, ხშირად ბევრ ადამიანს სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალის სერტიფიკატი სჭირდება, რომელიც პირის ტრანს იდენტობას ადასტურებს. ასევე, ზოგჯერ სქესის კანონიერად შესაცვლელად ოპერაციის, ან ჰორმონალური მკურნალობის გავლას ითხოვენ. თუ ტრანსგენდერ ადამიანს მხოლოდ სახელის შეცვლა სურს, ამისათვის უნდა ჰქონდეს იმის მტკიცებულება, რომ არჩეულ სახელს რამდენიმე წელი არაოფიციალურად იყენებს.

ივნისში, ესპანეთის მთავრობამაც დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნებისმიერ პირს 16 წელს ზემოთ საშუალებას მისცემს, შეიცვალოს სქესი და სახელი მთავრობის მიერ გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტზე სამედიცინო დასტურის გარეშე.

ფოტო მთავარზე: Melanie Duchene

წინა

12 ქვიარ მუსიკოსი, რომელთა გარეშე 2021 წელი ბევრად მოსაწყენი იქნებოდა

შემდეგი

კატო მიქელაძის ჯილდო ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლის გადაეცათ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების