გაცნობის აპლიკაციის მომხმარებლები უსახლკარო მოზარდებს ეხმარებიან

ამ ზამთარს, ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Gaydarი თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ ლგბტ+ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფრის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ არიან. Gaydar ერთ-ერთი პირველი ონლაინ გაცნობის პლატფორმაა, რომელმაც ქვიარ ადამიანების გაერთიანებას შეუწყო ხელი.

მომხმარებელთა წახალისების მიზნით, ნებისმიერს, ვინც კამპანიაში ლგბტ+ ადამიანების მხარდასაჭერად ჩაერთვება და £1-ის შემოწირულობას განახორციელებს, ერთი თვის განმავლობაში აპლიკაციის VIP წევრის სტატუსი მიენიჭება.

„ბოლო რამდენიმე წელი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები ლგბტ ახალგაზრდები არიან. ზამთრის სეზონი შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ ვიფიქროთ სხვებზე და დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განმარტავს ჯონ ედვარდსი, Gaydar-ის მმართველი დირექტორი.

გაცნობის აპლიკაცია ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, AKT-სთან პარტნიორობს, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უსახლკარო ქვიარ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრება მტრულ გარემოში უწევთ.

უსაფრთხო საცხოვრებლის არსებობა ზამთრის ცივ თვეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების 33%, რომელიც ორგანიზაციას დაუკავშირდა, უსახლკაროდ არის დარჩენილი და დახმარების გარეშე, შეიძლება, ქუჩაში აღმოჩნდნენ. თავშესაფრის თხოვნის გარდა, ორგანიზაციას ძალადობის შემთხვევების გამოც მიმართავენ.

„როგორც არ უნდა გაატაროთ შობა და არდადეგები, ერთი წუთი იმ ადამიანებზე ფიქრს დაუთმეთ, რომლებიც თქვენზე ნაკლებად იღბლიანები აღმოჩნდნენ. პატარა სიკეთის გაკეთება, გარდა იმისა, რომ თავს კარგად გაგრძნობინებთ, შეიძლება სხვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყოს.” – ამბობს ჯონ ედვარდსი.

წინა

გაერთიანებული სამეფოს ქრისტიანი ლიდერები გარდაქმნის თერაპიის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან

შემდეგი

ქვიარ რეპრეზენტაციის საუკუნოვანი ისტორია და სიახლე, რომელთან შეჩვევაც რთულია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების