ქვიარ ქალები ამერიკულ მონეტებზე

,,ამერიკის ქალთა მონეტების პროგრამა” 4-წლიანი პროგრამაა, რომელიც  ამერიკის განვითარების ისტორიაში ქალთა მიღწევებსა და წვლილს აღნიშნავს. ამ ქალებს 25-ცენტიან მონეტაზე გამოსახავენ, პროგრამა 2022-დან 2025 წლამდე გაგრძელდება და ამერიკის ზარაფხანა ყოველწლიურად გამოსცემს ხუთამდე ახალი დიზაინის მონეტას. ამერიკულ მონეტაზე ორი ქვიარ ქალიც გამოჩნდება: ასტრონავტი – სალი რაიდი და აქტივისტი – ნინა ოტერო-უორენი. ისინი იქნებიან პირველი ლგბტქ+ ადამიანები, რომლებსაც აშშ ვალუტაზე გამოსახავენ.

1983 წელს ასტრონავტი სალი რაიდი NASA-ს მეშვიდე კოსმოსური შატლის (Space Shuttle Challenger) მისიის ეკიპაჟის წევრი იყო. მან 1987 წელს ასტრონავტის კარიერა დაასრულდა და სიცოცხლე მეცნიერების შესწავლაში ბავშვების წახალისებას მიუძღვნა. 2001 წელს დააარსა Sally Ride Science, ახალგაზრდებზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია, სადაც 2012 წლამდე ფიზიკას ასწავლიდა, სანამ პანკრეასის კიბოთი არ გარდაიცვალა. ასევე, მან დაწერა 6 საბავშვო წიგნი, მათ შორის – ,,მისია: პლანეტა დედამიწა” და “მარსის საიდუმლო”, თავის ბიზნეს პარტნიორთან, ტამ ო’შონესთან ერთად. ტამ ო’შონე ბიზნეს პარტნიორად მოიხსენიებდნენ, თუმცა სალის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ 27 წელი ლესბოსურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.

ამერიკის ზარაფხანის პრეს-რელიზის თანახმად, მონეტის ვიზუალური მხარე შთაგონებულია სალის ცნობილი ციტატით:  ,,როდესაც არ ვმუშაობდი, ჩვეულებრივ,  ფანჯარასთან ვიყავი და დედამიწას ვუყურებდი.”

სალი რაიდი

,,ამერიკის ქალთა მონეტების პროგრამის” მეორე ქვიარ ქალი ნინა ოტერო-უორენია. ის იყო ნიუ მექსიკოს სუფრაჟისტების მოძრაობის ლიდერი და სანტა ფეს საჯარო სკოლების პირველი ქალი ზედამხედველი. ასევე, ის იყო პირველი ესპანელი ქალი, რომელიც კონგრესში მოსახვედრად იყრიდა კენჭს.

ჯერ კიდევ არსებობს კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ოტერო-უორენი ლგბტქ+ ადამიანი. მან 1930-იან წლებში სანტაფეს გარეთ დააარსა საკარმიდამო სახლი მამი მეიდორთან ერთად, თვლიან რომ ის მისი პარტნიორი იყო. ოტერო-უორენმა და მეიდორმა რანჩოს ,,ლას დოს” უწოდეს, რაც ,,ორ ქალს” ნიშნავს. წყვილი ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა, მაგრამ მათი ურთიერთობის დეტალები უცნობია.

ოტერო-უორენის მონეტაზე გამოსახულია მისი პორტრეტი იუკას სამი ყვავილით, რომელიც ნიუ მექსიკოს სახელმწიფო ყვავილია, მონეტაზე დატანილია ფრაზა: ,,Voto Para la Mujer” – სუფრაჟეტის ლოზუნგის ესპანური ვერსია და ითარგმნება როგორც ,,ხმები ქალებისთვის”.

ნინა ოტერო-უორენი

წყარო: them.us

წინა

დევიდ გაში – ქორწინების აღთქმის შესახებ

შემდეგი

როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ქვიარ საკითხებზე

ბოლო სიახლეები

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

Facebook15Tweet0Shares15 აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფო შესაძლოა დაიხუროს

Facebook28Tweet0Shares28 პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა და მათი იდეების გამჟღერებელი მედიასაშუალება ალტ-ინფო დახურვის საშიშროების წინაშე

მაქვს ძალა, რომ თავი დავიცვა და საკუთარი აზრი დავაფიქსირო — ლუკა აბლოთია

Facebook133Tweet0Shares133 ლუკა აბლოთია 17 წლის ქვიარ მოზარდია აფხაზეთიდან. საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარი ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, იქამდე

ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა

Facebook72Tweet0Shares72 ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან

ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები აივ-პრევენციის ახალ საშუალებაზე ფასის შემცირებას ითხოვენ

Facebook0Tweet0Shares0 ნობელის ლაურეატები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები თუ ვარსკვლავები ბრიტანულ ფარმაკოლოგიურ კომპანიას მოუწოდებენ, რომ ახალი, აქამდე არსებულ