კიდევ 7 ქვიარ ქალი და არაბინარული წყვილი სატელევიზიო შოუებიდან

სატელევიზიო შოუები არაერთი მიზეზის გამო ქვიარ კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენს დროში სერიალები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, გარდა ამისა, ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამიტომ ქვიარ ხილვადობის გაზრდა სატელევიზიო შოუებში უზარმაზარი შედეგის მომტანია.

რამდენიმე დღის წინ ,,ქვიარზე’’ გამოქვეყნდა 10 დასამახსოვრებელი ქვიარ ქალი და არაბინარული წყვილის სია სატელევიზიო შოუებიდან. ამ სტატიაში კიდევ შვიდ დასამახსოვრებელ ქვიარ ქალსა და არაბინარულ წყვილს გაგაცნობთ:

Feel Good (2020) – მეი და ჯორჯი

Feel good (,,თავი იგრძენი კარგად’’) Netflix-ის 2020 წლის ნამუშევარია, რომელიც კანადელი, ინგლისში მცხოვრები Stand up კომიკოსის – მეი მარტინისა და სკოლის მასწავლებლის, ჯორჯის გარშემო ვითარდება. სერიალი ორ სეზონს, მთლიანობაში 12 სერიას მოიცავს და ისეთი საკითხების, როგორიცაა ნარკოდამოკიდებულება და არასრულწოვნებზე სექსუალური ძალადობა, ახალი და ძალიან საინტერესო პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას იძლევა.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Godless (2017) – მერი აგნესი და კალი

Godless (,,უღმერთო’’) Netflix-ის 2017 წლის მინისერიალია, რომელიც მთლიანობაში რვა ეპიზოდს მოიცავს. ვითარება ამერიკულ დასავლეთში, პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად კაცები დაიღუპებიან და ქალაქში მხოლოდ ქალები რჩებიან. მერი აგნესისა და კალის სიყვარულის ისტორია იმ სირთულეების პარალელურად ვითარდება, რომელთან გამკლავებაც ქალაქის მაცხოვრებლებს უწევთ.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Orange Is the New Black – ნიკი და ლორნა

Orange Is the New Black (,,ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური’’) Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომლის პრემიერა 2013 წელს შედგა. სერიალი ამერიკაში ქალი პატიმრების გარშემო ვითარდება და მაყურებელს სხვა პერსონაჟებთან ერთად, არაერთი ქვიარ წყვილით დაამახსოვრა თავი. ნიკისა და ლორნას სასიყვარულო და დინამიური ურთიერთობა, უდავოდ, სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია.

ტრეილერი იხილეთ აქ.

The Fosters (2013) – ლინა და სტეფი

The Fosters (,,ფოსტერები’’) 2013 წელს დაპრემეირდა და მაყურებელს თავი მალევე შეაყვარა. სერიალი ხუთ სეზონსა და 100-ზე მეტ ეპიზოდს მოიცავს და ამერიკული ქვიარ ოჯახის ამბავს გვიყვება, რომელიც ორი დედისგან და მათი ხუთი შვილისგან შედგება. ვინაიდან ქვიარ ოჯახური დრამა თანამედროვე პოპ-კულტურაში ნაკლებად პოპულარულია, The Fosters ნამდვილად გამონაკლისს წარმოადგენს. ლინასა და სტეფის ურთიერთობა კი, როგორც წყვილის, ისე მშობლების პერსპექტივიდან არის განხილული და მაყურებელს იმ პრობლემებზე დაფიქრების საშუალებას აძლევს, რომლებსაც მშობლები და ქვიარ მშობლები ყოველდღიურად უმკლავდებიან.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Gentleman Jack (2019) – ენი და ენი

Gentleman Jack (,,ჯენტლმენი ჯეკი’’) BBC-ის 2019 წლის მინისერიალია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სეზონსა და 8 ეპიზოდს მოიცავს, თუმცა სულ მალე მეორე სეზონის პრემიერა იგეგმება. სერიალი მეცხრამეტე საუკუნეში, ენ ლისტერის, ინგლისელი მიწათმფლობელისა და დღიურების მწერლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც, მამულში დაბრუნებულს, მეზობლად მცხოვრები ქალი, ენ ვოლქერი უყვარდება. მათი დინამიური ურთიერთობა კი სერიალის განმავლობაში ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ენ ლისტერის ცხოვრების შესახებ უფრო ფართოდ შეგიძლიათ, წაიკითხოთ სტატიაში.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Killing Eve (2018) – ივი და ვილანელი

Killing Eve (,,ევას მკვლელობისას’’) 2018 წლის ბრიტანული სერიალია, რომელმაც პრემიერისთანავე მოიპოვა დიდი წარმატება. სამი წარმატებული სეზონის შემდეგ, 2022 წელს მეოთხე, ფინალური სეზონის პრემიერა იგეგმება. სერიალი კი რუსი წარმოშობის დაქირავებული მკვლელის, ვილანელისა და ინგლისელი გამომძიებლის, ივ პოლასტრის გარშემო ვითარდება. ივისა და ვილანელის ურთიერთობა, რომლისთვისაც სახელის გამოძებნა ძალიან რთულია,მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. პერსონაჟების განვითარება და გარდასახვა სამი სეზონის განმავლობაში მათ ურთიერთობაზეც აისახა და ნამდვილად საინტერესოა, ახალ სეზონში რა მიმართულებით გაგრძელდება.

ტრეილერი იხილეთ აქ.

Black Mirror (2011) – იორკი და კელი

Black Mirror (,,შავი სარკე’’) Netflix-ის 2011 წლის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც დამოუკიდებელი სერიებისგან შედგება და დღეისათვის ხუთ სეზონს მოიცავს. მესამე სეზონის მეოთხე ეპიზოდი, San Junipero ერთგვარი ნარევია კელისა და იორკის ულამაზესი სასიყვარულო ურთიერთობისა და იმ სპეფიციკური მახასიათებლების, რაც Black Mirror-ს სხვა სატელევიზიო გადაცემებისგან გამოარჩევს.

Black Mirror-ის მესამე სეზონის ტრეილერი იხილეთ აქ.

ავტორი: ანამარია

წინა

Britney vs Spears – NETFLIX-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა

შემდეგი

რას ნიშნავს ფერები ბისექსუალების დროშაზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების