Covid-19-ის კვლევაზე დაყრდნობით Moderna აივ/შიდსის ვაქცინის გამოცდას იწყებს

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, რომელმაც გასულ წელს ერთ-ერთმა პირველმა შეიმუშავა COVID-19 ვაქცინა, იმედოვნებს, რომ ამ კვირაში ახალ ეტაპს დაიწყებს კიდევ ერთ პანდემიასთან – აივ/შიდსთან ბრძოლაში.

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია მალე დაიწყებს ადამიანებზე ცდებს mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინისთვის. Moderna კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 18-დან 50-წლამდე აივ-უარყოფით 56 პირს ეძებს, კვლევა სავარაუდოდ 19 აგვისტოს დაიწყება და 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება. როგორც ცნობილია, მოდერნა ასევე ავითარებს გრიპის ვაქცინას იმავე ტექნოლოგიაზე დაყრდნობით.

Moderna-ს ვაქცინებმა პირველი ეტაპის ტესტირება ამ წლის დასაწყისში გაიარა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ტესტირებას მხოლოდ რამდენიმე მოხალისის მონაწილეობით. II ფაზა ამოწმებს ვაქცინის საერთო ეფექტურობას და III ფაზაში გადასვლისას, Moderna შეისწავლის მის ეფექტურობას ბაზარზე არსებული სხვა პროფილაქტიკური მკურნალობის მეთოდებთან შედარებით, მაგალითად, როგორიცაა პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა – ცნობილი როგორც PreP.

1700-იანი წლების ბოლოდან მკვლევარებმა შეიმუშავეს რამდენიმე განსხვავებული ტიპის ვაქცინა, მაგრამ სხვა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების უმრავლესობა არაეფექტური აღმოჩნდა აივ ინფექციის წინააღმდეგ. აივ ინფექცია – ცნობილი როგორც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, თავს ესხმის ადამიანის იმუნურ სისტემას და არღვევს სხეულის უნარს, ებრძოლოს სხვა დაავადებებსა და ინფექციებს.

არააქტიური ან ცოცხალი ვაქცინებისგან განსხვავებით, mRNA ვაქცინები არ შეიცავს ვირუსის ნაწილებს. ამის ნაცვლად, ისინი ქმნიან ცილებს, რომლებიც თავად იწვევენ ორგანიზმში იმუნურ პასუხს. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, არ გააჩნია რამდენიმე ნაკლოვანება.

მიუხედავად იმისა, რომ mRNA ვაქცინის ტექნოლოგია უკვე ათწლეულებია არსებობს, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ მოთხოვნილი დამტკიცების ხანგრძლივობამ შეზღუდა mRNA ვაქცინების რაოდენობა. აღნიშნული რეალობა COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა.

”COVID-19– მა დაგვანახა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ვაქცინის სწრაფად შემუშავება გვსურს”, – განაცხადა ექიმმა ენდრიუ პეკოზმა, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორმა და ვირუსოლოგმა.

”აივ/შიდსის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური იმედი აივ ეფექტური ვაქცინის დანერგვაა, რის მიღწევაც შესაძლებელია პარტნიორების, აქტივისტებისა და თემის ერთობლივი მუშაობით, ისინი ერთად ხელს უწყობენ იმას, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად არცერთ ჯგუფს არ შეუძლია ”, – წერს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის ინიციატივის (IAVI) პრეზიდენტი, დოქტორი მარკ ფეინბერგი, აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყების მე-40 წლისთავისთვის მიძღვნილ განცხადებაში.

Moderna-ს მეცნიერები ამ ბრძოლაში მარტო არ არიან: პირველი ეტაპის ტესტირება “მოზაიკის” ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. ამ ორს შორის, ერთ-ერთმა, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ვერაგი ვირუსის გავრცელება უახლოეს ათწლეულში შეაჩეროს!

წინა

SNICKERS-მა ჰომოფობიური რეკლამა ესპანეთის ტელევიზიიდან ამოიღო

შემდეგი

ინდოეთის ტრანს საფეხბურთო გუნდის ისტორია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების