ივნისი 2021

ცაბუნია ვართაგავა – მეც აქ ვარ!

”2013 წლის 17 მაისი გამახსენა ფეისბუქმა. ძალიან გაბრაზებული ვპოსტავ, რომ ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი მასიური ქამინგ აუთია. მაშინ ლგბტ საკითხი ჩემთვის ახალი იყო, არც თეორიული ცოდნა მქონდა და ვერც იმას ვიაზრებდი, რამხელა დამანგრეველი ძალა ჰქონდა ჰომოფობიას და როგორი მტივნეული შეიძლებოდა ყოფილიყო ქამინგ აუთი, რომელიც ერთჯერადი აქტი არ არის და მუდმივად გრძელდება. მას შემდეგ 8 წელი გავიდა, ბევრი თეორიული ცოდნა მივიღე, ბევრი პრაქტიკული გამოცდილება. ამ გაკვეთილების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე გამოვცადე. ბევრ რამეზე შემეცვალა შეხედულება, თუმცა, ძველი ცაბუნიასავით, ახალაც მჯერა, რომ საჯარო სივრცე ეკუთვნის ყველა ადამიანს, ყველა ადამიანს თავისუფლად უნდა შეეძლოს გამოსვლა, გაპროტესტება და თქმა – მეც აქ ვარ!

სოლიდარობის მარშზე გავდივარ, ისევე, როგორც ყველა სხვა საჯარო შეკრებაზე ვიყავი, რომელიც ლგბტ საკითხებს ეხებოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი და ჩემი მეგობრების გამოხატვის თავისუფლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლების დაცვა. ამას გარდა, მინდა ლგბტ თემის სხვა წევრებმა, რომლებიც სადმე, ცენტრიდან მოშორებულ რაიონებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ, დაინახონ, რომ მარტო არ არიან, რომ მათსავით და მათთან ბევრი ადამიანია.

წესით, პრაიდი ზეიმის დღე უნდა იყოს – სიძულვილზე, ჩაგვრაზე გამარჯვების დღე, თუმცა საქართველოში ეს რეალობა ჯერ არ გვაქვს. რეალობა ისაა, რომ ადამიანებს საბაზისო უფლებებისთვის გვიწევს ბრძოლა და მტკიცება, რომ ეს ქვეყანა თანაბრად გვეკუთვნის ყველას. წლევანდელი პრაიდი ჩემთვის ზუსტად ამ დატვირთვის მატარებელია – უფლებებისთვის ბრძოლის და იმის, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთმანეთის მოკავშირეები უნდა ვიყოთ, რადგან უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე გვგონია – საერთო ქვეყანაში ვცხოვრობთ, საერთო კანონებს ვემორჩილებით (ან არ ვემორჩილებით), საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, საერთო სტერეოტიპებისა და ჩაგვრების ობიექტები ვართ. სწორედ ამ გამოცდილებების გამო, უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის გამოწვევების დანახვა და მათი დაძლევისთვის ერთად ბრძოლა.

ველი, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია და იაზრებს, რომ ზოგიერთ ადამიანს ეს უფლება უსამართლოდ აქვს შეზღუდული, მოვა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური გემოვნებისა თუ სხვა სახის განსხვავებულობისა.

უნდა გვახსოვდეს – მანამ, სანამ თუნდაც ერთი ადამიანის უფლება იქნება შეზღუდული, ჩვენ ვერასდროს ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ვერ შევქმნით ღირსეულ აწმყოს და მომავალს.”

ქალები, რომლებმაც საკვანძო როლი შეასრულეს ლგბტქ+ უფლებებისთვის ბრძოლაში – სტორმი დელარვერი

პრაიდის თვის დასასრულს, გავიხსენოთ ლგბტქ+ მოძრაობის პიონერები – ქალები, რომლებმაც ეს დღესასწაული შესაძლებელი გახადეს. ჩვენი ისტორია შექმნეს და იბრძოლეს, ვყოფილიყავით საკუთარი თავი, შიშისა და ბოდიშის მოხდის გარეშე.

სტორმი დელარვერი

ის 1920 წელს ნიუ ორლეანში, ლუიზიანას შტატში დაიბადა. მამამისი თეთრკანიანი იყო, ხოლო დედა – აფროამერიკელი და მოსამსახურედ მუშაობდა სტორმის მამის ოჯახში. რადგან დაბადების მოწმობა არ ჰქონდა და ზუსტი თარიღი არ იცოდა, დაბადების დღეს 24 დეკემბერს აღნიშნავდა. ბავშვობაში ხშირად იყო ბულინგისა და შევიწროების მსხვერპლი.

თინეიჯერობის ასაკში სტორმი ცნობილ ”ძმები რინგლინგების ცირკში” ( Ringling Brothers Circus) გამოდიოდა და ცხენზე ჯირითობდა, თუმცა ჯირითის შეწყვეტა მოუწია – ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა. დაახლოებით 18 წლისამ გააცნობიერა, რომ ლესბოსელი იყო.

სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა, როგორც ღონისძიებების წამყვანი, მომღერალი, ფეისკონტროლი და დაცვა, ქუჩის მოხალისე პატრული… მონაწილეობდა აშშ-ი პირველ რასობრივად ინტეგრირებულ დრეგ შოუში, როგორც ჯგუფის ერთადერთი დრეგ ქინგი. იმ დროისთვის, როცა დრეგ ქინგები ძალიან ცოტანი იყვნენ, მისი უნიკალური სტილი და დრეგ წარმოდგენები ძალიან ცნობილი გახდა და ისტორიული პრეცედენტი შექმნა. მან გავლენა მოახდინა მოდაზეც: თავისი კოსტუმირებული წარმოდგენებითა და მაკიაჟით ის ასახიერებდა როგორც კაცს, ასევე ქალს, თეთრკანიანსა თუ შავკანიანს. სცენის მიღმა, ის ირგებდა მომხიბვლელ ანდროგენულ სტილს, რითაც სხვა ლესბოსელებს შთააგონებდა, ეტარებინათ ისეთი სამოსი, რომელსაც ”მამაკაცის ტანსაცმელს” უწოდებდნენ.

სტორმი დელარვერი ცნობილია თავისი როლით სტოუნვოლის ამბებში. ითვლება, რომ ის იყო ამ აჯანყების ერთ-ერთი კატალიზატორი. 52 წლის შემდეგ, როცა ამ მოვლენებს ”სთოუნვოლის ბუნტი” უწოდეს, დელარვერიმ თქვა, რომ ”ბუნტი” სწორი შეფასება არაა – ”ეს იყო აჯანყება, ეს იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა! ეს არ ყოფილა წყეული ბუნტი!” – აბობდა ის.

ის იყო ლგბტ უფლებებისთვის მებრძოლი და სტოუნვოლის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დაცვად ლესბოსურ ბარებში. სტორმი იყო ”სტოუნვოლის ვეტერანთა ასოციაციის” წევრი, ელჩი და შემდგომში ვიცე-პრეზიდენტი, რეგულარულად მონაწილეობდა პრაიდის აღლუმებში. ლგბტ საკითხებზე მუშაობის გარდა, მან შეძლო, ორგანიზება გაეკეთებინა და დაეწესებინა შეღავათები ძალადობაგამოვლილი ქალებისა და ბავშვებისთვის. როდესაც ეკითხებოდნენ, რატომ აკეთებდა ამას, ის პასუხობდა: ”ვიღაცამ უნდა იზრუნოს ამ ხალხზე. ეს ძალიან მარტივია – ხალხს რომ არ ეზრუნა ჩემზე, როდესაც მე პატარა ვიყავი და ჩემს შავკანიან დედასთან ვიზრდებოდი, დღეს აქ არ ვიქნებოდი.”

სიცოცხლის ბოლო წლებში, ის ავად იყო და დემენციით იტანჯებოდა. გარდაიცვალა 2014 წლის 2 მაისს, 93 წლის ასაკში. ”ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ის მოხსენებული იყო, როგორც ”გეი სუპერგმირი.” მას ლგბტ თემის როზა პარკსსაც უწოდებენ.

თამაზ სოზაშვილი – არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოგვიერთდეს

/

თამაზ სოზაშვილი: არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად დადგეს

თამაზ სოზაშვილმა, რომელიც თბილისი პრაიდს წარმოადგენს, ტელეკომპანია ”ფორმულას” ეთერში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

”ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ამ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, ერთადერთი, რაც მიზანშეწონილი არ არის, არის ბატონი კალაძის, კობახიძის და მმართველი გუნდის წევრების დამოკიდებულებები, რომლითაც ისინი კოჭს უგორებენ რუსეთის ორბიტაზე მბრუნავ ლევან ვასაძესა და სხვა ძალადობრივ ჯუფებს. მათ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მიიღონ ყველა ის ზომა, რაც საჭიროა ”ღირსების მარშისა” და პრაიდის სხვა ღონისძიებების უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებთან ერთადაც პრაიდის კვირეულს ვაორგანიზებთ, ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. გავცვალეთ ინფორმაცია, გავაცანით დეტალურად, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ თქვეს, რომ უმეტეს ნაწილს საფრთხე არ ემუქრება და აბსოლუტურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, თუმცა ”ღირსების მარში” მათთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

ეს არის მსვლელობა ღია სივრცეში. ევროპარლამენტარებმაც მოუწოდეს მათ, რომ არ შეიძლება ძალადობის საფრთხის გამო, მშვიდობინი მოქალაქეების ჯგუფს შეეზღუდოს საკუთარი უფლებით სარგებლობა. შესაბამისად, მათ ავიწყდებათ, რომ ეს არ არის მათი ნება, ეს არის მათი ვალდებულება – დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება.

ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩვენს შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროთან რეგულარული სახე მიეღო და უფრო მეტიც, გამხდარიყო ღია მედიისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პოზიტიური ვალდებულებაც, რომ გაზარდოს ცნობიერება, თუ რას მოიცავს ”ღირსების მარში” – დეზინფორმაციითაა სავსე როგორც სოციალური ქსელი, ასევე ტელევიზიები.

ეს ”ღირსების მარში” არ იქნება ის, რაც აქამდე ქართულ საზოგადოებას არ უნახავს. ლგბტ ადამიანები დგანან სოციალური პროტესტების ყველა იმ მნიშვნელოვან ნაწილში, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. გავიხსენებ ძალიან ბევრს – ქალთა მოძრაობა, ”სირცხვილის” მიერ ორგანიზებულ აქციები, ნამახვანჰესის აქციები და ა.შ. აქაც ძირითადად იგივე ადამიანები იქნებიან, უბრალოდ, განსხვავება არის ის, რომ მთავარი ორგანიზატორი არის თბილისი პრაიდი და თემა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით, არის ლგბტ საკითხები. არაფერი განსაკუთრებული იქ არ მოხდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად დადგეს.”

ნათია უთმელიძე – მეც აქ ვარ!

”სოლიდარობის მარშის ჩატარება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი ტიპის ქვეყნებშია, სადაც უფლებებისთვის ბრძოლაა საჭირო. ეს იმ ბრძოლის ნაწილია, რომელიც მოიცავს განათლებას საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, შრომის უფლებას, თვითგამოხატვის თავისუფლებას და ა.შ. ზოგადად – ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში ბრძოლით დასაცავია. და როდის, თუ არა დღეს?! ან ვინ, ჩვენ თუ არა?!

პრაიდი თემის წევრებისთვის ერთიანობის სიმბოლოა. ზოგადად, რაღაც დიდის და ერთიანის წევრად უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს ადამიანი. მარშზე ოჯახის, მეგობრებისა და უბრალოდ სოლიდარული ადამიანების ყოფნა, კიდევ უფრო აძლიერებს ამ სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნებას – ადამიანი უფრო თავდაჯერებული და ბედნიერია იმით, რომ მას იღებენ ისეთს, როგორიცაა, იღებენ ის ადამიანები, ვინც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც უყვარს.

სოლიდარობა ყველა თემისთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ყველა ვთანხმდებით, რომ უფლებები მოსაპოვებელი და დასაცავია. ეს არ გამორიცხავს განსხვავებული აზრის ქონას, მაგრამ შეიძლება მსჯელობა, კამათი, ცივილურად და, თუ საჭიროა, რაციონალური კომპრომისებით. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ეს უნდა გავაკეთოთ დღეს. უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებსაც და საზოგადოებასაც, აღიაროს და დაიცვას უფლებები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქამდე, სადაც დღეს ცივილური სამყაროა.”

Отнятое право собраний

Введение

Полноценная реализация свободы собраний и свободы самовыражения имеет существенное значение для построения демократического и правового государства, где у всех людей есть равный доступ к свободе и эффективным гарантиям ее защиты.

Свобода собраний важнейшая составляющая демократической открытости. Свобода собраний как право коммуникации защищает свободное развитие независимого индивида в обществе.

В течение многих лет в Грузии практическая реализация свободы собраний для ЛГБТ+-сообщеста и активистов является системной проблемой, которая вызвана как изъянами законодательства, так и неэффективной, дискриминационной политикой государства.

В демократическом и правовом государстве свобода собраний и свобода самовыражения, плюрализм и принятие иного мнения являются основными признаками и основой демократического общества.

Свобода самовыражения – это фундаментальный функциональный элемент, которым обусловлено развитие общества и личностное развитие человека и который пресекает самоуправство власти. Без должного обеспечения свободы выражения мнения реализация других прав практически невозможна.

Свободное общество состоит из свободных индивидов, живущих в свободном информационном прстранстве, свободно мыслят, имеют независимое мнение и участвуют в демократических процессах, что подразумевает обмен мнениями и соперничество. Свобода самовыражения защищает не только ту информацию и те идеи, которые общество разделяет, не считает их оскорбительными, либо по отношению к которым оно индифферентно, но и те, которые вопринимаются любой группой общества и государством как оскорбительные, шокирующие и неудобные. Таковы требования плюрализма, толерантности и терпимости, без которых не может существовать демократическое общество.

Каждый человек индивидуален, уникален, что и создает возможность для прогресса и развития. Ни общество, ни власть не в праве диктовать людям, как развиваться, как самовыражаться, как выражать свое мнение и свои способности. Государство не должно ущемлять права граждан на основании аргументов «морали», а напротив – должно содействовать полной реализации свободы выражения мнения даже в тех случаях, когда содержание  мнения спорно и негативно воспринимается большинством.

В демократическом государстве невозможно вычленить или полностью идентифицировать соображения либо высказывания, которые были бы приемлемы для каждого человека или общества в целом. Государство не уполномочено разделять мысли на «правильные» и «неправильные», «желательные» и «нежелательные» категории.  .

Свобода собраний и манифестаций является одной из особых форм свободы выражения мнения, механизмом, способствующим реализации интересов и стремлений свободного и демократического общества, каждого его члена. Свобода собраний и выражения – коммуникативное право, которое может иметь как символический, так и инструментальный характер, например, может бытьиспользовано как инструмент культурнго развития, или с целью повышения видимости и презервации идентичности меньшинств.

По делу «Identoba v. Georgia» Европейский суд по правам человека пояснил, что «плюрализм и демократия основаны на истинном признании и уважении многообразия. Гармоничное взаимодействие как лиц, так и групп различной идентичности необходимо для достижения общественного единства».

Негативные и позитивные обязательства государства в отношении

использования прав собраний и выражения мнения

Осуществление свободы собраний и выражения мнения не должно сводиться к негативному обязательству государства – воздерживаться от несправедливого вмешательсва при применении права; на государство также возложено позитивное обязательство, согласно которому оно обязано осуществить защиту человека при использовании им прав собраний и выражения мнения. Государство обязано защищать мирное собрание от насильственных действий третьих лиц.

Создание условий для использования права проведения мирных манифестаций  является позитивным обязательством государства. Правонарушение, совершенное против такого мирного шествия требует незамедлительного правового реагирования.

По делу «Ärzte Für Das Leben v. Austri» Европейский суд по правам человека пояснил, что, «участники демонстрации должны иметь возможность пользоваться свободой собраний без страха перед возможным физическим насилием со стороны оппонентов. Подобные опасения могли бы быть препятствующим фактором для открытого выражения  мнения по поводу особенно контроверсивных для общества вопросов».

По делу «Alekseyev v. Russia» Европейский суд по правам человека пояснил, что, «если бы при демонстрации вероятность возникновения напряженности и проявления ненависти между оппозиционными группами становилась основанием для ограничения свободы собраний, то общество лишилось бы возможности выслушать отличное мнение, которое может и не совпадать с мнением большинства».

По делу «Baczkowvski and Others v. Poland», в рамках которого рассматривался вопрос о запрете на проведение гей-парада мэром Варшавы на том основании, что он является противником пропаганды «гомосексуального стиля жизни», Европейский суд по правам человека  выявил нарушение по части свободы собраний. Суд пояснил, что следует обратить особое внимание на такие практики, когда свобода собраний для определеннх групп рассматривается не как право, которое ограничивается лишь в исключительных случаях, а как привилегия, даваемая доминантными группами общества.

По делу «Ärzte Für Das Leben v. Austria» Европейский суд по правам человека пояснил, что «в демократическом обществе право контрдемонстрации не должно использоваться для ограничения использования права на проведение демонстрации».

Процессуальным обязабельством государства является полное и беспристрастное расследование фактов ущемления свободы собраний и выражения мнения, выявление и наказание прчастных лиц.

Право собраний – отнятое у ЛГБТ+-сообщества  право

В Грузии особо проблематична реализация свободы собраний именно для членов и активистов ЛГБТ+-сообщества. Они лишены возможности пользоваться правом собраний и выражения мнения, т. е. это право у них  практически отнято. ЛГБТ+-активисты с риском для жизни и здоровья годами борются за право безопасных собраний в публичном пространстве.

Публичные пространства заняты гомофобными и фашистскими группами, а любые попытки членов и активистов ЛГБТ+-сообщества воспользоваться свободой выражения мнения воспринимаются как «пропаганда разврата», что в насыщенном стереотипами и гомофобными настроениями обществе обостряет ненависть и провоцирует насилие по отношению к членам сообщества.

Городоские публичные пространства полностью оккупированы фашистскими группами и особенно сентиментально настроенными к ним духовными лицами, и на этих пространствах отмечают учрежденный  в пику Дню борьбы в гомофобией День святости семьи.

В течение многих лет члены и активисты ЛГБТ+-сообщества становятся жертвами мотивированных ненавистью преступлений гомофобных групп, что часто поощряется бездействием представителей власти.

Также в течение многих лет грузинские власти при содействии вышеупомянутых групп препятствуют ЛГБТ+-людям в реализации гарантированного им конституцией права собраний.  Используя ультраправые группы власть пытается посеять страх и перенести ответственность за мирное проведение собраний на ЛГБТ+-сообщество и активистов, защищающих их интересы.

Правительство не осознает тяжелые политические и социальные последствия гомофобии и не предпринимает эффективные шаги для ее искоренения.  В условиях контрдемонстраций фашистских и националистических групп государство не в силах обеспечить беспрепятственное использование сообществом меньшинств права  собраний и своим бездействием дает ксенофобным группам карт-бланш на насилие.

По делу «Identoba v. Georgia» Европейский суд  по правам человека (постановления которого по данному делу до сих пор не выполнены правительством Грузии) пояснил, что с учетом отношения части грузинского общества к сексуальным меньшинствам органы власти знали или должны были знать о возможных рисках, связанных с уличным шествием организации-истца в Международный день борьбы с гомофобией. Следовательно, власти были обязяны использовать все возможные способы, как то недвусмысленные публичные заявления до начала демонстрации 17-го мая 2012-го года, адвокатирование толерантной, примирительной позиции, предупреждение потенциальных правонарушителей о характере возможных санкций.

По причине отсутствия государственной антидискриминационной политики и воли защищать права ЛГБТ-сообщества обычной практикой грузинских властей является преждевременное прерывание манифестаций ЛГБТ-сообщества из-за контрдемонстраций либо отказ на проведение собрания. Например, 17-го мая 2020-го года День борьбы с гомофобией, трансфобией и бифобией был проведен в онлайн формате.

В плане поощрения гомофобии довольно опасный посыл содержит заявление от 17-го июля 2021-го года председателя партии «Грузинская мечта» Ираклия Кобахидзе. Он заявил, что с учетом контекста организатором Недели прайда следует отказать в проведении Марша достоинства

В плане дискриминационной политики и бездействия власти определенные параллели можно провести с Молдовой. Например, 21-го мая 2021-го года в Кишеневе несмотря на мобиллизацию многочисленного контингента поиции не удалось обеспечить защиту свободы собраний ЛГБТ+-сообщества и власть распорядилась прервать собрание до его завершения, мотивируя свое решение соображениями безопасности.

В течение многих лет государство не выполняет своих процессуальных обязательств по надлежащему расследованию мотивированных ненавистью преступлений.  Расследования предположительно мотиврованных ненавистью преступлений, совешенных против членов ЛГБТ+-сообщества затягиваются. Неясны проводимые в рамках расследований случаев нетерпимости следственные действия. Несмотря на истечение разумных сроков никто не признан обвиняемым и пострадавшим.

Политическая гомофобия 

В насыщенном стереотипами и суевериями грузинском обществе глубоко укоренились культурно и политически мотивированные гомофобные настроения, выражающиеся в ненависти к меньшинствам и их маргинализации.

Кроме отвращения к гомосексуальным отношениям, политическая гомофобия в Грузии обусловлена таким фактором, как пропаганда. Политическая гомофобия в Грузии – целенаправленная антизападная стратегия, осуществляемая поощряемыми правительством фашистскими и ультраправыми группами. Данные группы обладают обширным влиянием и поддеживаются со стороны государства.

В Грузии борьба за права ЛГБТК+ воспринимается как борьба против грузинских национальных ценностей, навязывание грузинскому народу западной развращенности и гей-пропаганда. Фактически, нарратив ультраправых, пророссийских групп заключается в том, что гомосексуальность является результатом гей-пропаганды.

Гомофобия для ультраправых сил – мощное оружие антизападной пропаганды. Семья и вера это те вопросы, которыми активно манипулируют авторы антизападной пропаганды.

Согласно распространяемому в Грузии гомофобному нарративу, запад является врагом семейных ценностей и православия, Россия же – их защитница и гарант. В течение последних лет эти мифы стали главной пропагандистской темой националистических, пророссийских и ультраправославных групп, таких как «Грузинский марш» и связанныя с ним Фейсбук-страница ALT-INFO.32

С инициативой официального запрета т. н. «гей-пропаганды» выступают ультраправые фашистские силы, которые в императивном тоне призывают правительство к незамедлительным действиям, прикрывая свои ксенофобские и пророссийские настроения стремлением защиты «святости семьи» и «национальных ценностей».

В плане политической гомофобии можно провести параллель с Россией, где с 2013-го года действует закон о запрете «гей-пропаганды», который под предлогом «защиты традиционных ценностей» используется для политической выгоды.

15-го июня 2021-го года парламент Венгрии принял закон, запрещающий распространение и обсуждение в школах информации, которая, по мнению власти, способствует гомосексульности и поощряет изменение пола.  Под запретом оказались телепередачи и фильмы, в которых фигурируют герои-геи, запрещено показывать даже флаг ЛГБТ. Подобные опасные прецеденты активно используются прорусскими и фашистскими группами Грузиии для «адвокатирования» принятия гомофобных законов, являющихся действенным инструментом дискриминации и гонения меньшинств.

Контрсобрания и дискриминационная политика их управления 

Закон Грузии «о собраниях и манифестациях» не поясняет понятие одновременных собраний, не касается вопросов их управления и не дает дефиниции их особой формы – контрсобраний. Согласно OSCE/ODIHR одновременными являются собрания, при которых два отдельных собрания запланированы на одно и то же время и проводятся в одном и том же месте.  Контрсобрания являются особой формой одновременных собраний. Их участники выражают протест против мнений, высказываемых на одновременном собрании.

На нормативном уровне грузинское законодательство не касается вопросов, касающихся управления контрсобраниями и превентивных мер, что создает высокий риск принятия своевольных решений со стороны правоохранительных органов.  Собрания и контрсобрания управляются властями по принципу политической целесообразности. Государство не разлючает мирных и не мирных участников, так как лица, совершающие насильственные действия не лишаются правовых гарантий, исходящих из свободы собраний.

Согласно стандарту OSCE/ODIHR, государство обязано защищать мирных манифестантов от насильственных и агрессивных действий участников контрсобраний.

На государство возложено позитивное обязательство содействовать мирным манифестантам в безопасном осуществлении права на свободу собраний.  Собрания, носящие агрессивный и насильственный характер, не могут быть оправданы свободой собраний и выражения мнения, так как согласно 21-ой статье Конституция Грузии защищает только свободу мирных собраний. Следовательно,  рассматривать в одном ключе мирных демонстрантов и агрессивно настроенных контрдемонстрантов значит противоречить Конституции Грузии.

ЛГБТ+сообшество лишено возможности практической реализации свободы собраний.  В Грузии прочно укоренилась практика, когды под предлогом «превенции» возможных опасностей государство не дает ЛГБТ+сообшеству разрешение на проведение собраний, либо прерывает их.

Заключение 

Как показывает анализ сободы собраний, в Грузии ЛГБТ+-люди и активисты сообщества лишены свободы собраний, не имеют доступа к публичным пространствам для безопасных собраний, потому что эти пространства полностью оккупированы поощряемыми государством гомофобными группами.

Отсутствие политики эффективного реагирования на факты насилия против ЛГБТ+сообшества и лояльное отношение государства к гомофобным группам поощряет насилие в отношение  ЛГБТ+сообшества и способствует его маргинализации.

Автор – Тамар Авалиани

შეკრების წართმეული უფლება

შესავალი

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, სადაც ადამიანებს აქვთ თანაბარი წვდომა თავისუფლებასა და მისი დაცვის ეფექტურ გარანტიებზე.

შეკრების თავისუფლება დემოკრატიული გახსნილობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. შეკრების თავისუფლება, როგორც საკომუნიკაციო უფლება, იცავს დამოუკიდებელი ინდივიდის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში.1

საქართველოში, წლების განმავლობაში, სისტემურ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ თემის და აქტივისტების შეკრების უფლების რეალიზაცია პრაქტიკაში, რაც, როგორც საკანონმდებლო ხარვეზებით, ისე სახელმწიფოს არაეფექტიანი, დისკრიმინაციული პოლიტიკით არის გამოწვეული.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში

 

პლურალიზმი და განსახვავებული აზრების შემწყნარებლობა დემოკრატიული საზოგადოების განმასხვავებელ ძირითად ნიშნებს და მის საყრდენს წარმოადგენს2.

გამოხატვის თავისუფლება ის ფუნდამენტური ფუნქციური ელემენტია, რომელიც საზოგადოების განვითარებას, ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას და ადამიანის პიროვნულ განვითარებას განაპირობებს. ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია3.

”თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს.“4 გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ”ინფორმაციას” ან ”იდეებს”, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ისეთსაც, რომელიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“5.

თითოეული ადამიანი უნიკალურია, ინდივიდუალურია, რაც პროგრესისა და განვითარების შანსს ქმნის. არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ აქვს უფლება, უბრძანოს ადამიანებს, განვითარდნენ და გამოხატონ საკუთარი თავი მათი უნარების, შეხედულებებისა და სურვილების საწინააღმდეგოდ6. სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ უნდა დააფუძნოს ”მორალის” არგუმენტებზე, არამედ პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების სრულ რეალიზაციას, ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ გამოხატვის შინაარსი სადავოა და უმრავლესობის მიერ ნეგატიურადაა აღქმული7.

დემოკრატიულ სახელმწიფოში შეუძლებელია იმ მოსაზრებებისა თუ გამონათქვამების შემოფარგვლა ან ამომწურავად იდენტიფიცირება, რომელიც მისაღები იქნება ყველა ადამიანისთვის ან მთლიანად საზოგადოებისთვის. სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება, დაყოს აზრები ”მართებულ” თუ ”არამართებულ”, ”სასურველ” თუ ”არასასურველ” კატეგორიებად8.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთ სპეციალურ ფორმას წარმოადგენს9, რაც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზების ხელშემწყობი მექანიზმია. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საკომუნიკაციო უფლებაა, რომელსაც შესაძლოა, როგორც სიმბოლური, ისე ინსტრუმენტული ხასიათი ჰქონდეს. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტურული განვითარებისა და უმცირესობათა იდენტობების ხილვადობისა და პრეზერვაციის მიზნით.10 შეკრების უფლება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, უმცირესობების ჯგუფების საჭიროებებისა და ინტერესების ადვოკატირების კუთხით11.

საქმეზე – Identoba v. Georgia, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ”პლურალიზმი და დემოკრატია მრავალფეროვნების ჭეშმარიტ აღიარებასა და პატივისცემას ეფუძნება. განსხვავებული იდენტობის პირებისა და ჯგუფების ჰარმონიული ინტერაქცია აუცილებელია საზოგადოებრივი ერთობის მისაღწევად”12.

სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა არ შეიძლება დაყვანილ იქნეს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებაზე – უფლებით სარგებლობის დროს, თავი შეიკავოს უსამართლო ჩარევისგან, სახელმწიფოს ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომელიც მას შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე ადამიანების დაცვის უზრუნველყოფას ავალდებულებს13. სახელმწიფოს ევალება, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება მესამე პირთა მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისგან14.

მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლებით სარგებლობისათვის სათანადო პირობების შექმნა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. მსგავსი მსვლელობის წინააღმდეგ ჩადენილი გადაცდომა კი სწრაფ და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

 

საქმეზე – Ärzte Für Das Leben v. Austria, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ”დემონსტრაციის მონაწილეებს უნდა შეეძლოთ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა ისე, რომ არ ჰქონდეთ შიში ოპონენტების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობისადმი დაქვემდებარების. ამგვარი შიში შესაძლოა გამხდარიყო ჯგუფებისა და ასოციაციების მხრიდან თემისათვის განსაკუთრებით კონტრავერსულ საკითხებზე აზრის ღიად გამოხატვის ხელის შემშლელი ფაქტორი”.15

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Alekseyev v. Russia, განმარტა, რომ ”დემონსტრაციისას, ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაძაბულობისა და სიძულვილის წარმოშობის ყოველი შესაძლებლობა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს რომ წარმოადგენდეს, საზოგადოება მოკლებული იქნებოდა განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა, არ იყოს თანხვედრაში უმრავლესობის აზრთან”.16

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Baczkowvski and Others v. Poland, რომელიც ეხებოდა ვარშავის მერის მიერ გეი აღლუმის აკრძალვას, იმ დასაბუთებით, რომ მერი ეწინააღმდეგებოდა ”ჰომოსექსუალური ცხოვრების სტილის” პროპაგანდას, სასამართლომ შეკრების თავისუფლების ნაწილში დარღვევა დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ პრაქტიკებს, როდესაც შეკრების თავისუფლება გარკვეული ჯგუფებისთვის დანახულია არა როგორც უფლება, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიზღუდება, არამედ პრივილეგია. ისეთ დროს, როდესაც საზოგადოების დომინანტი ჯგუფები ამას დაუშვებენ17.

საქმეზე – Ärzte Für Das Leben v. Austria, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლება კონტრდემონსტრაციაზე არ უნდა გავრცელდეს დემონსტრაციის უფლებით სარგებლობის შეზღუდვაზე.”18

 

სახელმწიფოს პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლის ფაქტების სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და დასჯა19.

შეკრების უფლება – ლგბტ+ თემის ჩამორთმეული უფლება

 

საქართველოში შეკრების თავისუფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ პრობლემებს აწყდებიან ლგბტ+ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები. მათ წართმეული აქვთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისშესაძლებლობა. საქართველოში ლგბტ+ ადამიანებისა და აქტივისტებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პრაქტიკულად, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს. წლებია, ლგბტ+ აქტივისტები უშედეგოდ იბრძვიან უსაფრთხოდ შეკრებისათვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად, რაც მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ.

ცალკეულ ჰომოფობიურ და ფაშისტურ ჯგუფებს მისაკუთრებული აქვთ საჯარო სივრცეები და ლგბტ+ თემის წევრთა და აქტივისტთა მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის ნებისმიერი მცდელობა ”გარყვნილების პროპაგანდად” არის აღქმული, რაც სტერეოტიპებითა და ჰომოფობიური განწყობებით გაჯერებულ საზოგადოებაში თემის წევრთა მიმართ ზიზღს და ძალადობას აღვივებს20.

ქალაქის მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეები სრულად ოკუპირებულია ფაშისტური ჯგუფებისა და მათდამი განსაკუთრებული სენტიმენტებით განწყობილი სასულიერო პირების მიერ, სადაც ამ დღისადმი დაპირისპირების პროვოცირების მიზნით, ”ოჯახის სიწმინდის დღეს” აღნიშნავენ21.

წლების განმავლობაში, ლგბტ+ თემის წევრები და აქტივისტები ჰომოფობიური ჯგუფებისგან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი არიან, რაც, ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მათი უმოქმედობით არის წახალისებული22.

 

წლებია, საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, გამიზნულად უშლის ხელს ლგბტ+ ადამიანებს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობაში. ულტრამემარჯვენე ჯგუფების გამოყენებით, ხელისუფლება ცდილობს, დათესოს შიში და დაგეგმილი შეკრებების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა გადაიტანოს ლგბტქ+ ადამიანებსა და მათი ინტერესების დამცველ აქტივისტებზე.

 

ხელისუფლება სათანადო სერიოზულობით ვერ აცნობიერებს ჰომოფობიის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებს და მისი აღმოფხვრისთვის ეფექტიან ნაბიჯებს არ დგამს. ფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფების კონტრდემონსტრაციების პირობებში, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის თემის მიერ შეკრების თავისუფლებით შეუფერხებლად სარგებლობას და თავისი უმოქმედობით, კარტ ბლანშს უხსნის ქსენოფობიურ ჯგუფებს ძალადობის ჩასადენად.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ აღუსრულებელ საქმეზე – Identoba v. Georgia, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2012 წლის 17 მაისს ორგანიზებული მშვიდობიანი მარშის გამართვამდე, ”სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან მათ უნდა სცოდნოდათ მოსალოდნელი დაძაბულობის რისკები, რომელიც დაკავშირებული იყო მომჩივანი ორგანიზაციის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ გარე მსვლელობასთან. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ისევე როგორც, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე.“23

სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ლგბტ+ თემის უფლებების დაცვის ნების არარსებობის გამო, საქართველოს ხელისუფლების პრაქტიკას წარმოადგენს კონტრდემონსტრაციების გამო, ლგბტ+ თემის მანიფესტაციის ვადაზე ადრე შეწყვეტა24 ან შეკრების გამართვაზე საერთოდ უარის თქმა.25 მაგალითად, საქართველოში 2020 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

ჰომოფობიის წამახალისებელ საკმაოდ საშიშ გზავნილებს შეიცავს პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 2021 წლის 17 ივნისის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ ღირსების მარშის ჩატარებაზე კონტექსტის გათვალისწინებით.26

ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკისა და უმოქმედობის კუთხით, გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება მოლდოვასთან. მაგალითად, 2021 წლის 21 მაისს, კიშინიოვში, მიუხედავად დიდი რაოდენობის კონტინგენტის მობილზებისა, პოლიციამ ვერ უზრუნველყო ლგბტ+ თემის შეკრების თავისუფლების დაცვა და უსაფრთხოების მოტივით, შეკრება ვადაზე ადრე შეწყვიტა27.

წლებია, სახელმწიფო არ ასრულებს თავის პროცესუალურ ვალდებულებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვან გამოძიებასთან დაკავშირებით. ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება ჭიანურდება. ბუნდოვანია შეუწყნარებლობის მოტივით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ გონივრული ვადა გასულია, ბრალდებულად ან დაზარალებულად არავინაა ცნობილი.28

პოლიტიკური ჰომოფობია 

სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით გაჯერებულ ქართულ საზოგადოებაში ღმად არის ფესვგადგმული კულტურული და პოლიტიკურად მოტივირებული  ჰომოფობიური განწყობები, რაც უმცირესობების თემის მარგინალიზაციასა და სიძულვილში ვლინდება.

 

პოლიტიკური ჰომოფობია საქართველოში გარდა ჰომოსექსუალური ურთიერთობების მიმართ ზიზღისა, ისეთი პოლიტიკური ფაქტორით არის განპირობებული, როგორიც შეიძლება იყოს პროპაგანდა29. საქართველოში პოლიტიკური ჰომოფობია ანტიდასავლური ძალების მიზანმიმართული სტრატეგიაა, რომელსაც ხელისუფლების მიერ წახალისებული ფაშისტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახორციელებენ. ამ ჯგუფებს საკმაოდ დიდი ძალაუფლება და სახელისუფლებო მხარდაჭერა გააჩნიათ.30

საქართველოში ლგბტქ+ უფლებებისთვის ბრძოლა ქართული ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგო, დასავლური გარყვნილების ქართველი ხალხისთვის თავსმოხვევის აქტად და ”გეი პროპაგანდად“ აღიქმება. ფაქტობრივად, ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფების ნარატივი მდგომარეობს იმაში, რომ ჰომოსექსუალობა არის ”გეი პროპაგანდის” შედეგი31.

 

ჰომოფობია ულტრამემარჯვენე ძალების ხელში მნიშვნელოვანი ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღია. ოჯახი და რწმენა ის საკითხებია, რომლითაც ანტიდასავლური პროპაგანდის ავტორები აქტიურად მანიპულირებენ.

საქართველოში გავრცელებული ჰომოფობიური ნარატივის მიხედვით, დასავლეთი ეროვნული იდენტობის, ოჯახის ღირებულებებისა და მართლმადიდებლობის მტერია, ხოლო რუსეთი მისი დამცველი და გარანტორი. ბოლო წლების მანძილზე, ეს მითები მთავარ პროპაგანდისტულ თემად იქცა ნაციონალისტური, პრორუსული და ულტრმართლმადიდებელი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ”ქართული მარში” და მასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი – ALT-INFO.32

საქართველოში ”გეი პროპაგანდის“ ოფიციალური აკრძალვის ინიციატივით გამოდიან ულტრამემარჯვენე ფაშისტური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ იმპერატიული ტონით.33 ქსენოფობიურ და პრორუსულ განწყობებს კი ხელოვნურად შექმნილი ”ოჯახის სიწმინდისა” და ”ეროვნული ღირებულებების” დაცვის საფარქვეშ ატარებენ.

პოლიტიკური ჰომოფობიის კუთხით, პარალელების გავლება შეიძლება რუსეთის გამოცდილებასთან, სადაც 2013 წლიდან მოქმედებს ”გეი პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონი, რომელიც უმცირესობებს პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნითა და ”ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის” იყენებს.34

2021 წლის 15 ივნისს, უნგრეთის პარლამენტმაც მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვასა და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. კანონი არეგულირებს ტელეგადაცემებსა და ფილმებში გეი გმირებისა და ლგბტ დროშის ჩვენებასაც კი.35 ასეთ საშიშ პრეცედენტებს ჰომოფობიური კანონების მიღების ”ადვოკატირებისთვის” აქტიურად იყენებენ  პრორუსული და ფაშისტური ჯგუფები საქართველოში,36 რაც უმცირესობების დისკრიმინაციისა და დევნის მძლავრი იარაღია.

კონტრშეკრებები და მისი მართვის დისკრიმინაციული პოლიტიკა

საქართველოს კანონი ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”37 არ განმარტავს ერთდროული შეკრებების ცნებას, მისი მართვის საკითხებს და არც მისი სპეციალური ფორმის – კონტრშეკრებების დეფინიციას ახდენს.38 OSCE/ODIHR-ის განმარტებით, ერთდროული შეკრება წარმოადგენს ისეთ შეკრებას, როდესაც ორი დამოუკიდებელი შეკრება დაგეგმილია ერთსა და იმავე დროსა და ადგილას.39 კონტრშეკრებები ერთდროული შეკრებების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, მისი მონაწილეები გამოხატავენ უკმაყოფილებას და პროტესტს სხვა შეკრებაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.40

საქართველოს კანონმდებლობა ნორმატიულ დონეზე არ განმარტავს კონტრშეკრებების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, პრევენციულ ზომებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების მაღალ რისკს შეიცავს. საქართველოს ხელისუფლების მიერ შეკრებები და კონტრშეკრებები პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება. სახელმწიფო არ ასხვავებს მშვიდობიან და არამშვიდობიან მონაწილეებს, რადგან შეკრების თავისუფლებისგან მომდინარე სამართლებრივ გარანტიებს ძალადობაში ჩართული პირები არ კარგავენ.41

OSCE/ODIHR-ის სტანდარტით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მშვიდობიანი მანიფესტანტები კონტრშეკრებაში მონაწილე პირთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებებისგან.

სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან მანიფესტანტებს, შეკრების თავისუფლებით უსაფრთხოდ სარგებლობაში.42 აგრესიული და ძალადობრივი შინაარსის შეკრებები არ არის დაცული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლებას. შესაბამისად, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით, ძალადობისკენ მიმართული კონტრდემონსტრანტების შვიდობიან დემოსტრანტებთან ერთად ერთ უფლებრივ ჭრილში განხილვა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ლგბტ+ თემს წართმეული აქვს შეკრების თავისუფლების პრაქტიკაში რეალიზაციის შესაძლებლობა. საქართველოში მყარად დამკვიდრებულ სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ ხელსუფლება საფრთხეების ”პრევენციას” ლგბტ+ თემის წევრებისთვის შეკრების გამართვაზე უარის თქმით ან მის ვადაზე ადრე შეწყვეტით ახდენს.43

დასკვნა 

 

როგორც შეკრების თავისუფლების ანალიზიდან ვლინდება, საქართველოში ლგბტ+ ადამიანებს და აქტივისტებს წართმეული აქვთ შეკრების თავისუფლება, მათ არ აქვთ წვდომა საჯარო სივრცეებზე უსაფრთხო შეკრებისთვის, რადგან ეს სივრცეები სრულად ოკუპირებულია სახელმწიფოს მიერ წახალისებული ჰომოფობიური ჯგუფების მიერ.

ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობაზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირების პოლიტიკა და ჰომოფობიური ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს ლოიალური დამკიდებულება, ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობას ახალისებს და თემის მარგინალიზებას ახდენს.

 

ავტორი – თამარ ავალიანი

”ანტიფა” – ბრძოლა ფაშიზმისა და ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ

გასული საუკუნის 80-იანებში, ევროპულ თანამეგობრობაში, ადამიანები, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, საკუთარ თავს შემოკლებით ”ანტიფა“-ს უწოდებდნენ.

ანტიფა არ არის სტრუქტურირებული ორგანიზაცია, უფრო თავისუფალი მოძრაობაა. ასე რომ, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს მთელს მსოფლიოში შეუძლიათ გაერთიანდნენ ”ანტიფა“-ს დროშის ქვეშ.

. . .

ფაშისტური იდეოლოგიის წარმოშობამ განაპირობა ანტიფაშისტური მოძრაობების შექმნა.

გასული საუკუნის დასაწყისში, ზოგი ქვეყნის მმართველმა კლასებმა დაიწყეს ფაშისტური ტენდენციების კულტივირება საკუთარი ბატონობის შესანარჩუნებლად – პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა და რუსეთის სოციალისტურმა რევოლუციამ გვარიანად შეარყია იმდროინდელი მმართველი ელიტები.

1920-იანებიდან, იტალიაში პროფკავშირები და მუშათა გაერთიანებები, რომელთა სათავეში კომუნისტები ან ანარქისტები იყვნენ, იწყებენ ბრძოლას ფაშიზმის წინააღმდეგ. ანტიფაშისტური გაფიცვები და საპროტესტო დემონსტაციები 1922 წელს მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, თუმცა იმავე წლის 27 ოქტომბერს, მათ ვერ შეძლეს ფაშისტური გადატრიალების წინაააღმდეგ მუშათა კლასის დაორგანიზება.

ტერმინი ”ანტიფაშისტური მოძრაობა” იტალიაში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ დუჩეს – ბენიტო მუსოლინის, იტალიური ფაშიზმის ფუძემდებლისა და დიქტატორის მოწინააღმდეგეებს.

ანტიფაშისტური მოძრაობა წინა საუკუნის 20-იან წლებში გერმანიაშიც დაიწყო – კერძოდ, ვაიმარის რესპუბლიკაში მოქმედი კომუნისტური პარტიის გასამხედროებული ორგანიზაციის ”წითელ ფრონტელთა კავშირის” წევრები საკუთარ თავს Antifaschistische Aktion-ს (ანტიფაშისტური მოძრაობას) უწოდებდნენ.

ძირითადად, ამ ორგანიზაციაში წევრიანდებოდნენ გერმანიის კომუნისტური, მოგვიანებით კი, სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის წევრები – ისინი მიზნად ისახავდნენ არა რევოლუციური ბრძოლის წარმოებას, არამედ ვაიმარის რესპუბლიკის იდეალებისთვის ბრძოლას. გერმანიაში, ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შემდეგ, ამ ჯგუფების განადგურება დაიწყო – ბევრი დახვრიტეს, ბევრი საკონცენტრაციო ბანაკებში გამოამწყვდიეს.

ყველაზე ცნობილი ანტიფაშისტური ორგანიზაცია გერმანიაში Roter Frontkämpferbund იყო – უფრო ცნობილი, როგორც „როტ ფრონტი“.

დახვრიტეს გერმანელი კომუნისტებისა და ანტიფაშისტური მოძრაობის ლიდერი ერნსტ ტელმანი. (მისი სახელობის ქუჩა იყო თბილისში, დინამოს სტადიონის მიმდებარედ)

1933 წელს, ლაიპციგის ცნობილ პროცესზე, ბულგარელი კომუნისტების ლიდერმა და ანტიფაშისტმა გიორგი დიმიტროვმა, რომელიც აგრეთვე კომინტერნის ლიდერი იყო, შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ რაიხსტაგის (ფაშისტური გერმანიის პარლამენტი) გადაწვის კომუნისტებზე დაბრალება ნაცისტების მიერ შეთითხნილი ბრალდება იყო, რამაც მკვეთრად გაზარდა ანტიფაშისტების ავტორიტეტი და საბოლოოდ, 1934 წელს, ნაცისტური გერმანია იძულებული გახდა, დიმიტროვი საბჭოთა კავშირში გაეშვათ. (მისი სახელობის იყო თბილისში მდებარე N31 საავიაციო ქარხანა)

იმ დროს ფაშიზმი ევროპის ბევრ ქვეყანაში იკიდებდა ფეხს, მის კვალდაკვალ კი, ანტიფაშისტური მოძრაობები.

1936 წელს, ინგლისელმა ნაციონალისტებმა ლონდონში ფაშისტური მარშის ჩატარება მოინდომეს. ბრიტანელმა კომუნისტებმა და ანარქისტებმა განაცხადეს, რომ არ ამ მარშის ჩატარებასარ დაუშვებდნენ. 4 ოქტომბერს ლონდონის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, პოლიცია მათ შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ მუშებმა ქუჩები ბარიკადებით ჩახერგეს და მარში ჩაიშალა.

საბჭოთა კავშირი ანტიფაშისტურ მოძრაობებს როგორც აშკარად, ფარულადაც მხარს უჭერდა. თუმცა, ხშირად ეს მხარდაჭერა ურთიერთგამომრიცხავი იყო – ერთის მხრივ, მხარს უჭერდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლებს, პოლიტიკურ თავშესაფარსაც აძლევდნენ სსრკ-ში, პარალელურად, ნაცისტურ გერმანიასთან ხელს აწერდნენ სამარცხვინო ”რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს” ევროპის გაყოფაზე.

ესპანეთში, კაუდილიო ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, ესპანელი ანტიფაშისტების გვერდით იბრძოდნენ იბრსოციალისტური ინტერნაციონალის გასამხედროებული მოხალისეები მთელი მსოფლიოდან საბჭოთა სამხედროებთან ერთად.

საყოველთაოდ ცნობილი სიმღერები – ”Bandiera Rossa” და ”Bella ciao” წინააღმდეგობის მოძრაობის ჰიმნებად იქცა და დღესაც პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

. . .

მეორე მსოფლიო ომი ფაშისტური გერმანიის სრული კაპიტულაციითა და მოკავშირეების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ნიურნბერგში, საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა და დაგმო ფაშიზმი, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

კაცობრიობის ეს შავი ჭირი თითქოს საბოლოოდ იქნა დაძლეული.

მაგრამ, ამ მოვლენებიდან საკმაოდ მალე, ნაცისტური, ფაშისტური და რადიკალური ნაციონალისტური იდეების გავრცელება კვლავ დაიწყო.

ცხადია, მათ საწინააღმდეგოდ კვლავ დაიწყეს ფორმირება სხვადასხვა ანტიფაშისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავს მეორე მსოფლიო ომამდელი Antifaschistische Aktion-ის ტრადიციის გამგრძელებლებად თვლიდნენ და ძირითადად, მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების მიმდევრები არიან.

. . .

ტერმინი ”ანტიფა” ფართოდ გავრცელდა გასული საუკუნის 80-იანებიდან და ყველა სახის ანტიფაშისტის საერთო სახელად დამკვიდრდა.

დღეს ”ანტიფა” აღწერს ყველა იმ პიროვნებას, ან ყველა იმ ჯგუფს, რომლებიც იბრძვიან ფაშისტური ტენდენციების – ნაციონალიზმის, რასიზმის, ნეონაციზმის, ანტისემიტიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის – მოკლედ, ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

თანამედროვე ”ანტიფა” არაერთგვაროვანია – შესაძლოა, სხვადასხვა პიროვნებებს ან ჯგუფებს განსხვავებული საბოლოო მიზნები ჰქონდეთ.

ვინ საპროტესტო აქციებს მართავს, ვინ მსვლელობებს, მიტინგებს…

აწყობენ პიკეტებს და მართავენ კონფერენციებს, ფორუმებს, კინო ჩვენებებს…

მართავენ საჯარო დისკუსიებს და გრაფიტით აჭრელებენ კედლებს…

არც ისე იშვიათია ძალისმიერი, კანონსაწინააღმდეგო, არამშვიდობიანი აქციები – ულტრამემარჯვენეების აქციების ჩაშლა და ბლოკირება, მათი სიმბოლიკისა და ატრიბუტიკის განადგურება.

თანამედროვე ანტიფაშისტები არ თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, რეპრესიულ ერთეულებთან.

ანტიფაშიზმი თავისი არსით არასდროს ყოფილა თეორია, მისი წარმოშობა ფაშისტურმა ტერორმა განაპირობა.

დღეს ანტიფაშისტური მოქმედება გვხვდება ყველგან, სადაც ადგილი აქვს დისკრიმინაციას, სექსისზმს, რასიზმს, კლასობრივ ჩაგვრას – როგორც წინააღმდეგობა ფაშიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის წინააღმდეგ.

ანტიფაშისტების მოქმედების ლოგოტიპი 20-იანებში შეიქმნა „როტ ფრონტი“-სთვის, რომლის სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსია დღესაც გამოიყენება – წითელი და შავი დროშები, როგორც მარქსისტებისა და ანარქისტების ერთობლივი ბრძოლის სიმბოლო.

. . .

”ანტიფა“-სთან დაკავშირებული ბოლო ყველაზე სკანდალური ამბავი კი აშშ-ში მოხდა, როცა აშშ-ს აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს უნდოდა, ”ანტიფა” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეეყვანა.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს მიმართეს, უზრუნველყოს ღირსების მარშის დაცვა და მშვიდობიანად ჩატარება

/

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, ოფიციალური წერილით გამოეგზავნა, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. წერილში მინისტრს მიმართავენ, რომ სათანადოდ დაიცვას პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიება.

წერილში ნათქვამია, რომ ღირსების მარში ლგბტქ+ ადამიანების მშვიდობიანი დემონსტრაციაა მათი უფლებებისთვის და შსს-მ მისი მშვიდობიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

”გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ჰომოფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტქ+ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ლგბტქი+ ადამიანების საკმარისი და ეფექტური დაცვა.” – ნათქვამია წერილში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები თვალს მიადევნებენ, რომ პროცესები სწორად და მოთხოვნისამებრ შესრულდეს.

ნინი მაისურაძე – მეც აქ ვარ!

”მე მივდივარ სოლიდარობის მარშზე, რადგან თითოეული ჩვენგანის იქ ყოფნა აუცილებელია – ერთმანეთისთვის ბრძოლის დროა.

ქვიარ თემისთვის საჯაროდ გამოსვლა აუცილებელია, მხოლოდ ონლაინ კამპანიები არ კმარა ცნობიერების ასამაღლებლად. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ისინი ონლაინ სივრცის მიღმა, მათ გვერდით არსებობენ. საჯაროდ უნდა გამოვიდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც არსებობს.

ეს ყველაფერი საჭირო არ გახდებოდა, საზოგადოებას მიმღებლობა რომ ჰქონდეს. სასამართლო და პოლიცია რომ სათანადოდ იცავდეს თითოეული ადამიანის უფლებას. გარდა ამისა, ყველა ადამიანს სჭირდება, თავი სოციუმის ნაწილად იგრძნოს. ქვიარ თემმა უნდა დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში და მოიპოვოს ის უფლებები, რომელიც არ აქვს – საჯარო სივრცე ჩემია, შენია, ჩვენია, ყველასია და ყველას აქვს უფლება, მისი ნაწილი იყოს. დროა, მივეჩვიოთ იმას, რომ სამყაროში უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი არსებობს და რაღაც ნიშნით ერთმანეთის დისკრიმინაციას არ უნდა ვახდენდეთ.

პრაიდი ჩემთვის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ერთად დგომას, ერთმანეთისთვის ბრძოლას, თავისუფლებას, მიმღებლობას, ერთმანეთის დახმარებას. პრაიდი რომ ადამიანი იყოს, ყველაზე კეთილი, გულღია, საყვარელი, ცნობისმოყვარე, ფერადი და ჩახუტების მოყვარული ადამიანი იქნებოდა – აი, ისეთი ადამიანი, რომ ჩაეხუტები და გგონია, სახლში ხარ, უსაფრთხოდ ხარ, ვიღაცას უყვარხარ.

პრაიდი ყველა ადამიანს აერთიანებს და ეს არ არის მხოლოდ ქვიარ თემის დღესასწაული – ყველასია. ყველა იმ ადამიანის, რომელსაც სოლიდარობა და სხვის გვერდით დგომა შეუძლია. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ვიღაცას უყვარდეს, იღებდნენ და მის შეცვლას არ ცდილობდნენ. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი თავის მიღება არ კმარა – სამყარო მხოლოდ ჩვენ გარშემო არ ბრუნავს და ბევრი რამე მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

დისკრიმინაცია ყველას პრობლემაა. დღეს თუ ვიღაცას ქვიარ თემის წევრობისთვის ჩაგრავენ, ხვალ იმისთვის დაჩაგრავენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა,ზეგ კი იმისთვის, რომ ქალია და ა.შ.  ჩვენს სოციუმში უამრავი ჩაგრული ჯგუფია. ერთმანეთის პრობლემებმა უნდა გაგვაერთიანოს, ბევრი რამ გვაქვს ქვეყანაში შესაცვლელი, უპირველესად კი, ფორმალური კანონები, რომელიც არავის იცავს და მათი დარღვევის შემთხვევაშიც, არავის სჯიან.

ნუ იტყვით, რა დროს პრაიდია, ქვეყანაში უამრავი პრობლემა გვაქვსო. სწორედაც რომ პრაიდის და ამ პრობლემებთან ბრძოლის დროა.”

ლელუჩი მორჩაძე – მეც აქ ვარ!

”ძალიან მინდა აქედან წასვლა. ჩაძირული ვარ. ვერ ვსუნთქავ. აქ არ ვარ ბედნიერი. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქარი ამოვარდა და მე გარეთ დავრჩი.” – მწერს მეგობარი, რომელიც საკუთარმა სამშობლომ მიატოვა და ამის გამო თვითონ ფიქრობს საყვარელი სახლის, ოჯახისა და მეგობრების მიტოვებაზე. მე კი ერთი მარტივი წინადადებაც არ მომდის თავში, რომლითაც, მინიმუმ, გამხნევებას ან მის გონებაში ამტყდარი კორიანტელის ოდნავ შემსუბუქებას შევძლებდი.

გული მიტყდება. ჩემი მეგობარი უბედურია. მისი კარანტინი იმაზე დიდი ხნის წინ დაიწყო, ვიდრე ვინმე ამის წარმოდგენას შეძლებს. წლებია, რაც გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით იზოლაციაში იმყოფება და ეს მდგომარეობა კონკრეტული ვადით არ არის განსაზღვრული. ვირუსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გავრცელებული (და არა მხოლოდ), ვერც COVID-19-ის მსგავსად განიკურნება და მას ვერც რამე სახის ვაქცინა უშველის. ამიტომ ზის ჩემი საყვარელი ადამიანი თავის უფანჯრო ოთახში და ფიქრობს, სად გაიქცეს.

ჩემი მეგობარი მოუსვენარი, სევდიანი თვალებითა და კეთილი გულით, შემოდგომის სუსხიან დღეს დაიბადა. წლების შემდეგ დავიბადე მე. დავმეგობრდით. ჩემთვის ეს ერთი მიზეზიც კმარა ჩვენი დაბადების გასამართლებლად. არ მინდა, სადმე წავიდეს. ის ძლიერია. შემიძლია, ნებისმიერ დროს მხრებზე დავეყრდნო. მყარი კედელია და ჩამონგრევის საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ საჯაროდ გამოვლენილი ძლიერი მხარის გარდა, არსებობს მისი სისუსტეც, რომელიც შეუძლებელია უცხო თვალმა შეამჩნიოს. ჩემი მეგობარი უბედურია და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ადგეს და თავი მოიკლას. ”მიზეზი არ ვიცით, ვერაფერს ვამჩნევდით.” – იტყვიან სხვები. შემზარავი სიმართლე მხოლოდ რამდენიმეს გვეცოდინება, მაგრამ კრინტსაც ვერ დავძრავთ. მისგან მიტოვებულს ქვეყნიდან გაქცევა მომინდება, შემდეგი მსხვერპლი მე რომ არ აღმოვჩნდე და ვიღაცებმა გულუბრყვილოდ მხრები არ აიჩეჩონ – აბა, ჩვენ რა ვიცით, სიცოცხლით სავსე გოგოს ამის გაკეთება რაში დასჭირდაო.

ჩემს მეგობარს ძალიან კარგად ესმის, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი სიტყვაა, რომელიც, სამწუხაროდ, იმ ადამიანების ყურამდე ვერ აღწევს, რომლებიც იარაღად სიტყვის ნაცვლად, მართლა იარაღს იყენებენ, ან რამე მძიმე საგანს, მაგალითად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ სკამს. აქედან გამომდინარე, ის ვერც ტრანსპარანტებით ხელში დადგება ქუჩაში და ხმის ჩახლეჩამდე ვერ იყვირებს, რომ ეს ქვეყანა მისიცაა, რომ თავისუფლება სწყურია და დამალვით დაიღალა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმე გაკიცხავს მალვის, შიშის, უკან დახევისა და წინგადაუდგმელი ნაბიჯების გამო?!

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც ვაპირებ სოლიდარობის მარშზე გასვლას. ჩემი მეგობრის ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს და თუ თვითონ ვერ შეძლებს ამას, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მის ხმას გააჟღერებს. სოლიდარობის მარში არის შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებსა და იმ პრობლემებზე, ქვიარ ადამიანები თითქმის ყოველდღე რომ ვაწყდებით. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება სწორი არ იქნება.

ჩვენი ერთიანობა აუცილებელია. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ქვიარ ადამიანებისთვის, არამედ ჩვენი მეგობრებისთვის, მეგობრების მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მხარდამჭერებისთვის და, ზოგადად, იმათთვის, ვისაც უკეთეს, თანასწორ, ტოლერანტულ ქვეყანაში ცხოვრება სურს.”