დღეს ჩვენი გულები გადახლეჩილია – გიორგი ვაზოვსკი კახი კალაძეს

‘ბატონო კახი, მოგესალმები…

მოგესალმები და მოგმართავ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, კანონმორჩილი მოქალაქე, ქვეყნის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, მშრომელი, ფრიადოსანი, სტიპენდიანტი.

მე ვარ ძმა, შვილი და შვილიშვილი, მე ვარ საუკეთესო მეგობარი!

მე ვარ დედაჩემის მზე და ის ჩემი მთვარეა!

მე ვარ შეყვარებული ყველა ადამიანზე, მე მწამს ღმერთის და ყოველთვის ვილაშქრებ უსამართლობაზე! მე დღეს ბრაზი მახრჩობს, ვერაფერი მამშვიდებს!

კინაღამ მეგობრები მომიკლეს! მოგვიკლეს ლექსო! თქვენი თანამოქალაქე!

ჩვენი გულები გადახლეჩილია!

დავიჯერო, ვერ გრძნობთ? მართლა ვერ იგებთ?

თქვენმა პრემიერმა წაახალისა ძალადობა და ქალაქში, ქვეყანაში არის “ბრესპიდელი.” თქვენმა პრემიერმა 90-იანები დააბრუნა, უბრალოდ, მიშას მოტანილი შუქით და არა შევარდნაძის სანთლით.

ქალაქში კოლაფსია, ყველაფერი ჩამოშლილია, ჩემი მეგობრები გარეთ ვერ დადიან! ვერ დადიან! ვერ ხედავთ, თუ რა მოუტანეთ თბილისს? ნუთუ ვერ გრძნობთ?

მე ვარ შენი მეუღლის კოლეგა, ჩვენი თანამოქალაქე LGBTQ თემის წარმომადგენლები მის ბრენდს სხვადასხვა სერვირებას უწევდნენ. ეს არავისთვის სიახლე არაა.

მას ჰომოსექსუალები უღებდნენ სარეკლამო კამპანიებს, მის ჩვენებებზე ლესბოსელები მონაწილეობდნენ, მას ჰყავს გეი შემსყიდველები, მას იცნობს უამრავი უმცირესობის წევრი, ის მოსწონთ, პატივს სცემენ! მას თავისი ადგილი აქვს ჩვენს სფეროში, ამაში მას LGBTQ თანამშრომლები, წევრები დაეხმარნენ!

არ დაგავიწყდეთ, რა მოუვიდა მირასლავა დუმას!

თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ რომ არა LGBTQ ადამიანები, დღეს უამრავი სფერო იქნებოდა წარუმატებელი, ამ თემის უდიდესი წილია ქართული სახლების პოპულარიზაციაში, ეკონომიკასა და ტურიზმში!

“სიყვარულით სავსე ქალაქი”, “სოლიდარობით სავსე ქალაქი” – ეს ჩვენი ქალაქის თქვენი მოფიქრებული სლოგანებია, ესეც არ დაგავიწყდეთ. არ დაგავიწყდეთ, 2015 წელს ლუქსემბურგში გეი პრემიერი დაქორწინდა. არ დაგავიწყდეთ, ჰომოფობია ძალიან ცუდია და გაუნათლებლობის შედეგია!

5-6 ივლისის შემდეგ დედაქალაქში ცხოვრება LGBTQ+ ადამიანებისთვის ძალიან სახიფათო გახდა: მათ აგინებენ, აფურთხებენ, სცემენ, ეზოებიდან აგდებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით…

მეშინია კიდევ რაიმე საშინელება არ დატრიალდეს! მეშინია რომელიმე მეგობრის დაკარგვის! რა დავაშავეთ? რატომ? რატომ უკლავენ დედებს შვილებს?

მოგიწოდებთ,

1. აღიარეთ შეცდომები!

2. მოიხადეთ ბოდიში!

3. დაიცავით ჩვენი მეგობარი LGBTQ თემის წევრები!

4. სასწრაფოდ გამოყავით ბიუჯეტი(თუნდაც საკუთარიდან) და გახსენით LGBTQ თავშესაფარი! ჩვენ ის ქვეყანაში არ გვაქვს, თბილისში არ გვაქვს gay shelter! თქვენი მთავრობის ხელში მისი არსებობა უაღრესად საჭირო გახდა! გახსენით თავშესაფარი! დღეს უკვე ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქვეყანაში, ემუქრება საფრთხე! ხალხს კლავენ ქუჩებში, ძალადობამ ძალიან იმატა!

5. გეყოს ყველაფერი, კმარა! უმჯობესია, რომ ახლა გადადგე!

კიდევ ბევრია მოსაყოლი.. თავი მისკდება, დავიღალე!

გადადექი! გაემიჯნე! დაიცავი ხალხი!”

წინა

Front Line Defenders საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

შემდეგი

ბლეფია ეს და ტყუილი ფაფხური – გიორგი თაბაგარი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების