მე ყოველდღე მაგ გზას გავდივარ! – მარია კასენკო

”ველოდები, ვინ გაბედავს თქვას, რომ ეს, რაც ხდება, ყველაფერი ჰომოფობიის მიზეზითაა! ვინ გაბედავს თქვას, რომ ეს ადამიანი იმ ჰომოფობიურ ჯგროს შეეწირა, რომელიც ეკლესიამ და მთავრობამ ჩვენს მოსაკლავად გამოუშვა გარეთ! ვინ გაბედავს თქვას, რომ ეს სიძულვილი ლგბტქ ადამიანების მიმართ იყო და შეეწირა ადამიანი…

ახლა გაიგეთ, რისი გადატანა გვიწევს ყოველდღე ლგბტქ ადამიანებს და, ზოგადად, უმცირესობებს?! აი, ამ გზას ჩვენ ყოველდღე გავდივართ. შეგეხნენ და ამოიღეთ ხმა? ჩვენ რომ ყოველთვის მიტოვებულები ვართ და მარტო ვუმკლავდებით მსგავს და მაგაზე მეტ ძალადობას ყოველდღე?! იგრძენით საფრთხე გამწარდით? აი, ასე ვმწარდები ყოველდღე და ვიხრჩობი. მე ყოველდღე მაგ გზას გავდივარ!

ეს არის ჰომოფობიის მსხვერპლი! ეს ხალხი საპატრიარქომ ჩვენს მოსაკლავად გამოიყვანა, რასაც უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. დროა, დაგვინახოთ! ჩვენც აქ ვართ და ამ გზას გავდივართ ქუჩაში ყოველი გასვლისას. ახლა მიხვდით, რამხელა ტკივილია?! რამხელა რისკია, იდგე ჩვენს გზაზე.”

წინა

ბლეფია ეს და ტყუილი ფაფხური – გიორგი თაბაგარი

შემდეგი

ჩვენ სულიერად მართლმადიდებელი ტალიბები გვანათლებენ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების