მიტროპოლიტის სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სამძიმარს უცხადებს არა მარტო ლექსო ლაშქარავას ოჯახს, არამედ ყველა მის კოლეგასა და მეგობარს, რომლებმაც დაკარგეს შვილი, მეგობარი, ერთგული ადამიანი და პროფესიონალი:

“თქვე უღმერთოებო!!! როგორ მოკალით ახალგაზრდა კაცი ცემაში? – ეს არის ის, რაც ბუნებრივად მოდის ჩემი გულიდან. მაგრამ, მესმის, რომ ასეთი ტონი ოფიციალურ განცხადებას არ მიესადაგება.”

მიტროპოლიტის თქმით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილში ხელი ყველას აქვს გასვრილი: სახელმწიფოს, რომელმაც არ დაიცვა ის, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად თუ ხმამაღლა ამართლებდნენ და ”გაგებით ეკიდებოდნენ” აგრესიულ თავდასხმებს.

”ლექსო ლაშქარავას სახით, მთელმა საზოგადოებამ დაკარგა საუკეთესო ადამიანი, რომელიც თავისუფლებისა და სამართლიანობის მხარეს იდგა. ის დღეს დგას იმ მსხვერპლთა გვერდით, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.“- ამბობს მიტროპოლიტი და 9 აპრილს დაღუპულ გმირებს იხსენებს, რომლებიც ასევე ქვეყნის მომავალს შეეწირნენ.

„დაე, ეს იყოს უკანასკნელი სისხლისღვრა, უკანასკნელი ძალადობა ჩვენს სამშობლოში, რომელიც არ იმსახურებს იმას, რომ მის მოქალაქეებზე რელიგიის, ღმერთის, ეკლესიის სახელით ძალადობდნენ.”- წერს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

წინა

არავის აქვს უფლება, თავისი სისხლიანი ხელები ჩვენ შეგვაწმინდოს – ქრისტი ჭელიძე

შემდეგი

ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სიმდიდრე – ლევან ტონაგანიანი

ბოლო სიახლეები

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook0Tweet0Shares0 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,

They/Them – გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებენ

Facebook3Tweet0Shares3 ონლაინ სტრიმინგ სერვისი Peacock გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებს. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

Facebook13Tweet0Shares13 ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი