12 ქვიარ გამომგონებელი, მეცნიერი და ინოვატორი, რომლებმაც შეცვალეს სამყარო 

მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობ არაერთი ქვეყანა, სადაც ლგბტქი+ ადამიანებს დევნიან და ქვიარობა ისეთ რადიკალურ სასჯელს ითვალისწინებს, როგორიც უვადო პატიმრობაა, სწორედ ამიტომ სრულიად დასაშვებია, რომ მსოფლიოს არაერთი ქვიარ მეცნიერი და გამომგონებელი ჰყავს/ჰყავდა, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრის გამო არ გამოიტანეს სააშკარაოზე თავიანთი სექსუალური იდენტობა.

გაიცანით ქვიარ გამომგონებლები, მეცნიერები და ინოვატორები, რომელთა შრომამაც  კაცობრიობის თუ ცალკეული ქვეყნების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

 

ფრენსის ბეკონი

ფრენსის ბეკონი მეთექვსეტე-მეჩვიდმეტე  საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსია. ბეკონი თანამედროვე მეცნიერების მამად არის აიღერებული, მას ეკუთვნის ემპირიზმის თეორია, რომელიც ცდას აღიარებს შემეცნების ერთადერთ წყაროდ. მისი სამეცნიერო ნაშრომები ამტკიცებენ მეცნიერული ცოდნის შესაძლებლობებს, რომელიც დაფუძნებულია ინდუქციურ მსჯელობაზე და ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე ფრთხილად დაკვირვებაზე.

ბეკონი ამტკიცებდა, რომ მეცნიერული მიღწევები შესაძლებელია სპეკტიკური და მეთოდური მიდგომების გამოყენებით. მისი ნაშრომების გარეშე, შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები ჯერ კიდევ განუხორციელებელი ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენსის ბეკონი დაქორწინებული იყო ქალზე, მრავალი მკვლევარის აზრით მეცნიერი ქვიარი იყო და ამას არაერთი ისტორიული ჩანაწერი მოწმობს.

 

ფლორენს ნაიტინგეილი

ფლორენს ნაიტინგეილი – იგივე “ქალი სანათით” მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა და მედდის პროფესიას ჩაუყარა საფუძველი. ფლორენსი ყირიმის ომის დროს ეხმარებოდა სხვა ქალებს სათანადო განათლების და კვალიფიკაციის ამაღლებაში.  მისი დამსახურებით მედდობა პატივსაცემი პროფესია გახდა.

თუმცა ამასთან ერთად, ფლორენსი იყო წარმატებული სტატისტიკოსი და ზოგიერთი ინფოგრაფიკის პირველი შექმნელი. მან მიაგნო მონაცემების დამუშავების და ჩვენების სრულიად ახალ გზებს. რამაც სხვადასხვა მონაცემის აღქმა უფრო მარტივი გახადა არასტატიკოსებისთვის. ის ასევე პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მსოფლიოში პირველი მედდის ქვიარობაზე ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა, თუ მის პირად ჩანაწერებს დავეყრდნობით, ის შესაძლოა ლესბოსელი ყოფილიყო. მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სტატისტიკოსი რელიგიური შეხედულებების გამო ძალიან მკაცრად იცავდა ვიქტორიანულ მეცხრამეტე საუკუნეში გაბატონებულ წესებს.

 

ფრიდრიხ II დიდი

ფრიდრიხ II პრუსიის მეფე იყო 1740-1786 წლებში და სწორედ მას უმადლიან დღეს გერმანიის მოდერნიზებას და სახელმწიფო კანონების ადამიანებზე მორგებას. მართლაც, ფრიდრიხ II-ს წვლილი ფასდაუდებელია გერმანული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.

გარდა იმისა, რომ მონარქი ცნობილი იყო თავისი პროგრესული აზროვნებით და ინოვაციური რეფორმებით, მას ეკუთვნის არაერთი რევოლუციური ნაბიჯი აგროკულტურაში, რამაც გამოიწვია გლეხების ცხოვრების გაუმჯობესება გერმანიაში.

სამხრეთ ამერიკის დაპყრობის შედეგად ესპანელებმა აღმოაჩინეს კარტოფილი, თუმცა თავდაპირველად ის გერმანიაში არ იყო პოპულარული და გლეხები უარს ამბობდნენ მის მოშენებაზე. სწორედ ამიტომ ფრიდრიხმა გადაწყვიტა კარტოფილის პლანტაციები დაერგა ბერლინის სასახლის გარშემო და ისე მოაჩვენებინა, თითქოს ძალიან ძვირფასი რამ იყო. სწორედ ამიტომ, პლანტაციებთან დააყენა უამრავი მცველი, რომლებიც ერთი შეხედვით იცავდნენ “განძს”, თუმცა თან გლეხებს აძლევდნენ საშუალებას მოეპარათ იგი მეფის ბაღიდან. სწორედ ასე გავრცელდა კარტოფილი მთელს გერმანიაში.

ისტორიკოსები ხშირად კამათობენ მის პირად ცხოვრებაზე და წერენ რომ მონარქი ქვიარი იყო, მონარქის წერილებს თუ დავეყრდნობით, მეფე თვითონაც აღიარებდა, რომ ჰქონდა “მიდრეკილებები” მამაკაცების მიმართ.

ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი

კარვერი კიდევ ერთი აგრო მეცნიერია, რომლის ინოვაციურმა მიდგომებმა შტატების სამხრეთში ნიადაგის ხარისხის გააუმჯობესას შეუწყო ხელი. გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანმა შავკანიანმა მეცნიერმა მოსავლის როტაციის უნიკალურ მეთოდებს მიაგნო. მას თავის დროზე “შავ ლეონარდოსაც” ეძახდნენ.

მონობაში დაბადებულ კარვერზე და მის ძმაზე მზრუნველობა თავისმა ყოფილმა ბატონმა აიღო, რომელმაც ძმების ინტელექტუალურ ზრდასაც შეუწყო ხელი. ტუსკეგის ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევის დროს იგი აქტიურად შეისწავლიდა და აკვირდებოდა, როგორ შეიძლება გამრავლებულიყო მოსავალი ბამბის მრავალჯერადი დარგვის შედეგად გამოფიტულ ნიადაგზე.

გლეხების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, კარვერი ცდილობდა ეჩვენებინა, მათთვის კარტოფილისა და არაქისის დადებითი მხარეები. მეცნიერმა მთელი ცხოვრება დაუთმო ამ ორი მცენარის გამოყენების სხვადასხვა მეთოდებზე მუშაობას. ის ქმნიდა სხვადასხვა კატალოგს, სწორედ მას ეკუთვნის არაქისის გამოყენების მეთოდები კოსმეტიკურ საშუალებებში, ლაქების ამოსაყვანად და საღებავების წარმოებაში.

ითვლება, რომ კარვერი ბისექსუალი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა კანონიერ ქორწინებაში, ჰქონდა ურთიერთობა მამაკაცთანაც.

ალან ვ. კოქსი

შესაძლოა ალან ვ. კოქსის სახელი არაფერს გეუბნებათ, თუმცა ვინც გეოგრაფიას სწავლობს უნივერსიტეტში, ყველამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ამ სფეროში.

ამერიკელმა გეოფიკიზოსკმა კოქსმა და მისმა კოლეგებმა დიდი წვლილი შეიტანეს დედამიწის მაგნიტური განლაგების ცვლილებებისა და გეომაგნიტური პოლარობის დროის მასშტაბის შესასწავლად და აღსაწერად. ამ მიგნებებმა საბოლოოდ ხელი შეუწყო ფილების ტექტონიკის, უფრო მარტივად,  ლითოსფეროს მოძრაობის გეოლოგიური თეორიის შემუწავებას.

მეცნიერი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა თავის პარტნიორ მამაკაცთან და კოლეგასთან, კლაიდ უორჰაფტიგთან.

 

ჯონ მეინარდ კეინზი

ჯონ მეინარდ კეინზი წამყვანი ბრიტანელი ეკონომისტი იყო, რომლის თეორიებმაც მაკროეკონომიკაზე ღმა გავლენა მოახდინა დასავლური სამყაროს ეკონომიკურ პოლიტიკაზე მე-20 საუკუნეში. მისი ეკონომიკური ხედვა, ცნობილი, როგორც კეინსის ეკონომიკა ითვალისწინებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო

მისი ძირითადი პრინციპი იყო ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების გამოყენება ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის საჭიროების დასაბალანსებლად.

ადრეულ წლებში კეინსი ღიად ქვიარი იყო, თუმცა ცხოვრების ბოლოს დაქორწინდა ქალზე.

 

ლინ კონვეი

მართალია, ლინ კონვეის სახელი ცოტასთვის თუ არის ცნობილი, მაგრამ მისი დამსახურება განუზომელია თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროსთვის. პროფესიით კომპიუტერული ინჟინერი ნიუ-იორკში დაიბადა და იტანჯებოდა გენდერული დისფორიით, რის გამოც მალევე მიატოვა სწავლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

MIT-დან წამოსვლის შემდეგ ლინმა მუშაობა დაიწყო IBM-ში, სადაც მოახერხა უმძლავრესი მიკროპროცესორის შექმნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერული მეცნიერი ტრანზიციის პროცესის გავლას აპირებდა,  IBM-დან გაანთავისუფლეს.

თუმცა ეს IBM-თვის უფრო დიდი დანაკარგი აღმოჩნდა, რადგან ტრანსგენდერმა მეცნიერმა 1968 წელს მოახერხა ტრანზიციის პროცესის დასრულება და ისეთ მსხვილ კომპანიებთან ითანამშრომლა, როგორებიცაა Xerox, DAPRA და MIT. მისი სამეცნიერო შრომა რევოლუციური აღმოჩნდა.

 

სალი რაიდი

სალი რაიდი NASA-ს პირველი, ხოლო მსოფლიოში მესამე ქალი ასტრონავტი იყო, რომელიც კოსმოსში 1983 წელს გაფრინდა და დღემდე ფლობს რეკორდს, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტი კოსმოში. იგი 32 წლის იყო, როცა კოსმოსში გაემგზავრდა და კოსმოსურ ხომალს Challenger SPAS-1-ზე რობოტული მკლავის მართვა დაევალა.

2001 წელს ასტრონავტმა დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Sally Ride Science, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ქალების დაინტერესებაა მეცნიერებით, ტექნოლოგიით, ინჟინერიით და მათემატიკით.

მართალია ქალი 1980-იანი წლებამდე დაქორწინებული იყო მამაკაცზე, თუმცა ის ქმარს დაშორდა და სიკვდილამდე 27 წელი იმყოფებოდა რომანტიკულ ურთიერთობაში ქალთან.

 

ლანა და ლილი ვაჩოვსკები

ვისაც უყვარს კინო და თანამედროვე ბლოკბასტერები, აუცილებლად ეცოდინება ლანა და ლილი ვაჩოვსკების სახელები და მათი საკულტო სამეცნიერო ჟანრის ფილმი “მატრიცა”.

გარდა იმისა, რომ ფილმმა მაყურებელი სცენარით და ფილოსოფიით მოხიბლა, ამასთან ერთად დებმა ვაჩოვსკებმა კინოს ისტორიაში გადაღების სრულიად ახალ ტექნიკებსაც მიაგნეს. მათ შორის ყველაზე ცნობილი, მრავალი-კამერის ინოვაციური მიდგომაა, რომელსაც Bullet Time-ის სახელით იცნობენ კინომოყვარულები.

მართალია იმ დროისთვის დებს მაყურებლები ლოურენსის და ენდის სახელით იცნობდნენ, თუმცა ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წელში რეჟისორებმა საჯარო ქამინგაუთი გააკეთეს და თქვეს რომ ტრანსგენდერები იყვნენ.

 

პიტერ თილი

პიტერ თილი თანამედროვე მეწარმე და ინვესტორია, რომლის დამსახურებაცაა სწრაფი და დაცული ონლაინვაჭრობის ახალი ეპოქის შექმნა.

Pay-Pal-ის დამაარსებელი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს ინოვაციური იდეების მხარდაჭერას და მისი დამსახურებით გაჩნდა ბაზარზე ისეთი წარმატებული სტარტაპები, როგორებიცაა SpaceX, Airbnb, Youtube, Linkedin და ა.შ.

პიტერ თილი სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის, Founder Fund-ის მფლობელია და გამუდმებით აფინანსებს პროგრესულ და ამბიციურ მომავლის პროექტებს.

Pay-Pal-ის მაფიის დონად წოდებული პიტერ თილი ღიად გეია და მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს პარტნიორ მამაკაცთან.

 

ჯონ Maddog ჰოლი

ჯონ Maddog ჰოლი უკვე მრავალი წელია Linux Inernational-ის გამგეობის თავჯდომარეა და მიზნად ისახავს Linux-ის ოპერატიული სისტემების პოპულარიზებას და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ის მრავალი წლის განმავლობაში ეწევა ადვოკატირებას პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამოყენების მიმართულებით, მას სურს რომ ის სრულიად უფასო იყოს ნებისმიერი მეწარმისთვის.

2012 წელს, ალან ტიურინგის საპატივცემულოდ, მეცნიერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც თქვა, რომ გეია.

 

ალან ტიურინგი

ალან ტიურინგი ბრიტანელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსია, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერების მამადაც მიიჩნევენ.

მისი ღვაწლის გარეშე, შესაძლოა არც არსებულიყო ის ელექტრონული ხელსაწყოები, რომელსაც ასე აქტიურად ვიყენებთ დღეს სხვადასხვა დანიშნულებით.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მეცნიერი მუშაობდა კოდების გატეხვის ცენტრში და ქმნიდა ალგორითმებს, რომლებიც არღვევდნენ ნაცისტების მიერ გამოყენებულ მანამდე “გაუტეხავ“ კოდებს.

ომის შემდეგ, მიღებული ინფორმაცია მეცნიერმა გამოიყენა ავტომატური გამოთვლილი ძრავის შესაქმნელად, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ სამყაროში პირველ კომპიუტერად.

თუმცა, მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გონება ძალიან ადრე დაკარგა, რადგან ტიურინგს 1952 წელს ბრალი წაუყენეს “უხეში უხამსობის” ბრალდებით, რადგან მან აღიარა რომ ურთიერთობა ჰქონდა სხვა მამაკაცებთან. ტიურინგი პატიმრობის არიდების გამო იძულებული გახდა ქიმიური კასტრაცია გაეკეთებინა.

ამის გამო მეცნიერმა 1954 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა.

 

წყარო: Ideatovalue 

წინა

პირველი პატიმარი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც შესაძლოა სქესის დადასტურების ოპერაცია ჩაუტარდეს

შემდეგი

მოსახლეობა ყველაზე დიდი პოლიტიკური (90%) და ეკონომიკური (83%) საფრთხის მომტან ქვეყნად რუსეთს ასახელებს — IRI-ს კვლევა

ბოლო სიახლეები

საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

FacebookTweetLinkedInEmail გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“

დემნა პერსონალურად იხდის ბოდიშს ბოლოდროინდელი სარეკლამო კამპანიების გამო

FacebookTweetLinkedInEmail Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მოდის სახლის მიერ ჩატარებული სარეკლამო კამპანიების გამო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე