The National

შოტლანდიაში ახალგაზრდა ქვიარები ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე 5 წლის წინ — კვლევა

შოტლანდიაში მცხოვრები ლგბტქი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას საცხოვრებლად კარგ ადგილად მიიჩნევდნენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირდა. დასკვნა ,,ლგბტ ახალგაზრდები – შოტლანდიას” ანგარიშში „ცხოვრება შოტლანდიაში“ გამოქვეყნდა და მასში 13-დან 25 წლამდე ასაკის 1279-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა, რომელიც შოტლანდიის მთავრობის მიერ ფინანსდება, პირველად 2007 წელს ჩატარდა მას შემდეგ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.

2022 წლის მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შოტლანდია ლგბტქი ახალგაზრდებისთვის საცხოვრებლად კარგი ადგილი იყო, 15 წლის განმავლობაში პირველად იკლო და მხოლოდ 65% შეადგინა. 5 წლის წინ ჩატარებულ კვლევაში ეს მაჩვენებელი 81% იყო.

გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ ადგილობრივი რაიონი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ლგბტქი ახალგაზრდებისთვის საცხოვრებლად კარგია. თუმცა, მკვეთრი სხვაობა დაფიქსირდა სოფლად მცხოვრებ და ურბანულ მოსახლეობას შორის.

ქალაქის ცენტრში მცხოვრები 10-დან სამი ლგბტქი ახალგაზრდა (62%) ფიქრობს, რომ მათი ტეროტორია საცხოვრებლად კარგია, გარეუბანში მცხოვრებთა მხოლოდ 36%-მა თქვა იგივე. სოფლად მცხოვრები ლგბტქი ახალგაზრდებისთვის ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 28% შეადგინა.

,,ლგბტ ახალგაზრდობა შოტლანდიის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა მჰაირი კროუფორდმა განმარტა, თუ როგორ უარესდება მდგომარეობა ლგბტქი ახალგაზრდებისთვის შოტლანდიაში:

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა იგრძნონ, რომ მათ უსმენენ, მხარს უჭერენ და აფასებენ, რათა გამოერკვიონ საკუთარ თავში და იყვნენ საუკეთესოები. ეს მათ ხელს შეუწყობს წარმატებაში და გადარჩენის საშუალებას მისცემს. თუმცა ბევრი ლგბტქი ახალგაზრდა ხდება ბულინგის მსხვერპლი, ექმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და აწყდება სხვადასხვა უთანასწორობას”.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მკვეთრად გაიზარდა ლგბტქი ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ჰომოფობია, ტრანსფობია და ბიფობია შოტლანდიაში „დიდი პრობლემაა.“

2017 წელს, ახალგაზრდების 11%-მა აღნიშნა, რომ ჰომოფობია ქვეყანაში დიდი პრობლემაა. ეს მონაცემები 2022 წელს 25%-მდე გაიზარდა.

ამავე პერიოდში, მათი რიცხვი, ვინც თვლიდა, რომ ტრანსფობია ქვეყანაში „დიდი პრობლემა“ იყო, 49%-დან 69%-მდე გაიზარდა.

შოტლანდიაში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებით 18% 2017 წელს ფიქრობდა, რომ ბიფობია „დიდი პრობლემა“ იყო, ხოლო 2022 წელს ამ სტატისტიკამ 21% შეადგინა.

ახალგაზრდების მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ 2022 წელს სკოლაში კარგი გამოცდილება ჰქონდა. ბისექსუალი ახალგაზრდების ნახევარზე მეტი (58%), ხოლო გეი და ლესბოსელი მონაწილეების 70% აცხადებდა, რომ გამოცდილი ჰქონდათ ბიფობიური ან ჰომოფობიური ბულინგი სკოლაში.

მოხსენების მიხედვით, შოტლანდიელ ტრანსგენდერ მოსწავლეთა 57%-მა თქვა, რომ სკოლაში ტრანსფობიური ბულინგის მსხვერპლი გამხდარან.

The National

კვლევის შემდეგ, შოტლანდიის მინისტრმა თანასწორობის საკითხებში, ქრისტინა მაკკელვიმ, პირობა დადო, რომ მთავრობა იმუშავებს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც ხაზგასმულია კვლევაში.

„ეს ანგარიში გამოსაფხიზლებელი შეხსენებაა იმისა, რომ მიუხედავად ჩვენი გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა შოტლანდიაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანებისთვის უფრო თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ვერასდროს შევძლევთ, ვიყოთ თვითკმაყოფილნი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმაში დასარწმუნებლად, რომ შოტლანდია არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები თავს ამაყად გრძნობენ და არ უარყოფენ მათ უფლებებსა და შესაძლებლობებს გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო“.

წინა

მეგან ფოქსი 10 წლის ვაჟს, რომელსაც კაბების ჩაცმა უყვარს, მხარს უჭერს

შემდეგი

GDI-ის და Tbilisi Pride-ის აქტივისტური ბანაკი — ცოდნისა და გამოცდილებების ოჯახურ გარემოში გაზიარების შესაძლებლობა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების