გურამ მურადოვი / Civil.ge
/

„უნდა გამოვიდეთ და ჩვენი უფლებები ჩვენ თვითონ დავიცვათ“ — ნანკა კალატოზიშვილი

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ნანკა კალატოზიშვილი საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს უერთდება, რომლებიც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ. მსახიობის თქმით, ახლა ახალი თაობის მოვალეობაა, გამოვიდეთ და ჩვენ თვითონ დავიცვათ საკუთარი უფლებები და ქვეყნის სუვერენიტეტი.

„მე აქ ვარ იმიტომ, და სულ აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მგონია, რომ იმ თაობების გზა უნდა გავაგრძელო, რომლებმაც იბრძოლეს იმისთვის, რომ მე ჯერ კიდევ შემძლებოდა აქ დგომა, და ეს ყველაფერი წარსულს არ უნდა ჩაბარდეს.

წარსული მოგონებები და ჩვენი წინა თაობით სიამაყე არ არის საკმარისი. ახლა არის ჩემი საბრძოლველი და პატარა თაობის საბრძოლველი. საჭიროა, თავისუფლებისთვის ბრძოლა — მოსაპოვებელია ეს თავისუფლება და მამებს, ბაბუებს და დედებს აღარ უნდა დაელოდოს არავინ. უნდა გამოვიდეთ და ჩვენი უფლებები, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველაფერი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ. ამისთვის სხვა დრო აღარ არის — უბრალოდ, დრო აღარ არის“.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ, რის პარალელურადაც პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ხალხის საპროტესტო აქცია იმართება.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

“ამ კანონპროექტის მიღება ქვეყანას ცივილიზებულ მსოფლიოსთან იზოლაციის საფრთხეს უქმნის” — ქიქოძე რუსულ კანონზე

შემდეგი

“ივანიშვილის მთავრობის ქმედებები სტავროპოლის ოლქად შესვლის წინაპირობაა” — ვაჟა გაფრინდაშვილი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების