რუსეთმა ცნობილი ჟურნალისტები და ლგბტქი აქტივისტები „უცხოელი აგენტების“ სიაში დაამატა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების რეესტრში რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, ცნობილი ჟურნალისტი და იუთუბერი, იური დუდი (მან გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი A Man in Time of War იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან რუსები უკრაინელ ლტოლვილებს ბუდაპეშტში); საგამოძიებო ვებგვერდ The Insider-ის მთავარი რედაქტორი, რომან დობროხოტოვი; ლგბტქი აქტივისტი, რუსული ლგბტქი ქსელის ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მარია საბუნაევა და ფემინისტი რეჯინა ძუგკოევა დაამატა. ასევე ჟურნალისტები, რომლებიც რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან თანამშრომლობდნენ. ამის შესახებ სამინისტრომ 15 აპრილს განაცხადა.

The Insider „უცხოელი აგენტის“ მიერ წარმოებული კონტენტის გამო დააჯარიმეს, მაგრამ როგორც დობროხოტოვი ამბობს, ვებგვერდი ლატვიაშია რეგისტრირებული და არ არის ვალდებული, რუსეთის კანონმდებლობა დაიცვას.

რეესტრში ამჟამად 142 ადამიანია შესული. ისინი ვალდებულნი არიან, აკმაყოფილებდნენ რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის, უნდა წარმოადგინონ ფინანსური ანგარიშგება და ყველა პოსტი სოციალურ მედიაში. დარღვეევები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ კრემლის თავდასხმა სიმართლეზე სასოწარკვეთილ მცდელობად გამოიყურება.

„პუტინის რეჟიმს აღელვებს სიმართლის დაფარვის შესაძლებლობები. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაორმაგებთ ძალისხმევას, რათა რუსი ხალხისთვის დამოუკიდებელი ინფორმაციის წვდომა უზრუნველვყოთ“

იუსტიციის სამინისტრომ, ჩვეული პრაქტიკის შესაბამისად, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სიაში შეყვანის მიზეზები არ დასაახელა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, სიაში მყოფმა პირებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგოდ ისაუბრეს.

 


 

წყარო: Radio Liberty

წინა

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

შემდეგი

სიყვარული, ტყუილები, სისხლდენა – კრისტენ სტიუარტს ახალ ქვიარ ფილმში გადაიღებენ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების