როგორ აღვნიშნოთ ვალენტინობა პანდემიის პირობებში

მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინის დღე, იგივე სიყვარულის დღე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, უმეტეს ადგილას ის არც საერო და არც ეკლესიური დღესასწაულია. ამ დღის აღნიშვნის ისტორია V საუკუნის რომში დაიწყო. დღესდღეობით, 14 თებერვალს, როგორც ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში, ხოლო დანარჩენებისთვის ის უბრალოდ სიყვარულის დღეა.

კოვიდპანდემიის გამო ბევრი რამე შეიცვალა და ეს დღესასწაულებსაც შეეხო, გამონაკლისი არც ვალენტინობა აღმოჩნდა – შეიზღუდა მოგზაურობა, სტუმრების მიღება, გაჩნდა ფინანსური სირთულეები.

მიუხედავად ამ ბარიერებისა, არსებობს ალტერნატიული გზებიც იმისათვის, რომ სიყვარულის დღე სრულფასოვნად აღვნიშნოთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც გვიყვარს, თან ისე, რომ პანდემიის პირობებში, მათ საფრთხე არ შევუქმნათ.

დასახეთ ისეთი გეგმა, რომლის შესრულებასაც პარტნიორთან ერთად გარეთ გასვლის გარეშე შეძლებთ, მაგალითად:

მოაწყვეთ პიკნიკი სახლში – გადააქციეთ თქვენი ოთახი რომანტიკულ კარვად, მორთეთ ფერადი განათებებით, გამოიძახეთ საყვარელი კერძები და არც მუსიკის ჩართვა დაგავიწყდეთ.

თუ საკვების გამოძახება არ გიყვართ და სახლში მომზადებული, ჯანსაღი და ნოყიერი საჭმელი გირჩევნიათ, მაშინ შეგიძლიათ, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სამზარეულოში იფუსფუსოთ – ეს  ორივესთვის სახალისო იქნება და განწყობას აგიმაღლებთ.

სახლის პირობებში ერთმანეთისთვის პატარა, ლამაზი ნაკეთობების დამზადებაც შეგიძლიათ სამახსოვროდ – ეს  შეიძლება უფრო ემოციურიც იყოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძვირფასი საჩუქარი.

საღამოს დაგვირგვინება კი, რომელიმე სასიყვარულო სერიალით ან ფილმით შეგიძლიათ, რომლის არჩევა წინასწარ, ან სპონტანურად შეგიძლიათ. თუ დიდი არჩევნის წინაშე ხართ, მაშინ იქნებ ამ ლინკმა გაგიადვილოთ საქმე.

ბედნიერ ვალენტინობას გისურვებთ!

წინა

„გლამურული ბიჭები“ — ბრიტანელი გმირები, რომლებიც ქვეყანას ჰიტლერის შესახებ აფრთხილებდნენ

შემდეგი

ყველაფერი პრეპის პროგრამის შესახებ – თანასწორობის მოძრაობა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების